სიყვარული არ არის მხოლოდ ერთი განსაკუთრებული დღე; არ არის ერთი მოქმედება, რომელიც არასდროს დაგავიწყდება; არ არის წინადადება, რომელიც ჰაერში აგიტაცებთ. სიყვარული არ არის ხმამაღალი განცხადება წინასწარ განსაზღვრული ინტერვალებით.

სიყვარული არის მუსიკა, რომელიც სცენის შეცვლიდან დიდი ხნის შემდეგ ღიღინებ; ის მილიონობით მოქმედებაშია გაზიარებული და გამოცდილი. ეს არის ის, რასაც ვიღაცისთვის ვაკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია. ეს ჩვენს ტელეფონებზე ყველაზე დარეკილი ნომერია. ეს ის ხალხია, ვისი თვალებითაც ვცდილობთ საკუთარი თავის დანახვას.

რამდენად გამოხატავ სიყვარულს? საყვარელმა ადამიანმა იცის კი, თუ რა მნიშვნელოვანია შენთვის?

ხშირად მისწერე და მოიკითხე;

უთხარი „მომენატრე“ - აცნობე, როდესაც მასზე ფიქრობ, როდესაც სიმღერა ან ხუმრობა მას მოგაგონებს;

დაუტოვე მისალოცი ბარათები, ღია ბარათები და ხელნაწერი წერილები;

ყოველთვის მიულოცე დაბადების დღე, ახალი წელი ან სხვა ნებისმიერი დღესასწაული;

ხშირად შეხვდი. მაშინაც კი, თუ სათქმელი არაფერი გაქვს, გამოჩნდი და ჩაეხუტე, ამისთვის მხოლოდ 1 საათია საჭირო;

შესთავაზე დახმარება მაშინ, როდესაც რთულ პერიოდს გადის;

უბრალოდ მოუსმინე. მიეცი საშუალება ისაუბროს;

აღფრთოვანებული იყავი მასთან შეხვედრით, ვინც გიყვარს. მაშინაც კი, თუ თქვენ ხშირად ახერხებთ ერთმანეთის ნახვას;

შეასრულე მცირე დანაპირებიც კი;

ხშირად აჩუქე რაიმე მცირე, მაშინაც კი, როდესაც არც დღესასწაულია და არც რამე მნიშვნელოვანი თარიღი;

მოუმზადე საყვარელი საჭმელი;

უთხარ „გილოცავ“ - ერთად იზეიმეთ პატარა გამარჯვებები;

დაინახე, თუ რას აკეთებს შენი სიყვარულით და დაანახე, რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანია;

ხშირად გაუმეორე, რომ ლამაზია;

რაც შეიძლება ხშირად ესაუბრე სხვებთან მის ნიჭზე;

თუ ის ცხოვრების ნეგატიურ ამბებს გაცნობებს, რეგულარულად მოიკითხე თავს როგორ გრძნობს;

შესთავაზე მიიღოს საკვები და წამლები, როდესაც ავადაა;

გაუზიარე ბავშვობის მოგონებები და ჰკითხე მისი ბავშვობის შესახებ;

დაიმახსოვრე მისთვის მნიშვნელოვანი პატარა მოვლენები და ჰკითხე ამის შესახებ - დაურეკა თუ არა მამას, დაიწყო თუ არა ახალი ვარჯიში ან დაასრულა თუ არა წიგნის კითხვა;

გაიხსენე ადამიანები, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია და მოიკითხე, როგორ არიან ისინი;

გააცანი შენს საყვარელ ადამიანს სხვა საყვარელი ადამიანები - ოჯახის წევრები, ძველი მეგობრები ან ფავორიტი თანამშრომლები;

თუ აწყენინებ, ბოდიში მოიხდადე, იქნება ეს ბოლოდროინდელი ქმედება თუ ძველი მოგონება, რომლისთვისაც წლებია არ მოგიბოდიშებია;

ყოველთვის გამოიყენე შანსი და უთხარი „მიყვარხარ“, მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა გექნება.