საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩები სავსეა მოდის მოყვარულებით, რომლებიც სტილით გამოირჩევიან და ფეხდაფეხ მიყვებიან პარიზის მოდის კვირეულს.
პარიზის მოდის კვირეულის მონაწილეების სამოსში ჭარბობდა ღია ყავისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, წითელი და ლურჯი ტონები.
სეზონის პოპულარული ტანსაცმელია ბზინვარე ნაჭრებით შექმნილი სამოსი და მკაცრად გამოყოფილი წელი. ასევე ტყავის, დიდი ზომის მკლავზე ჩამოსაკიდი ჩანთები.
ლუვრიდან დაწყებული ელისეს მოედნამდე დამსწრეების ტანსაცმელში ჭარბობდა ქამრები, აბრეშუმის დელიკატური თავსაბურავები და მზის სათვალეები.
იპოვეთ თქვენი საყვარელი სამოსი პარიზის მოდის კვირეულის ჩვენებიდან
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ტანსაცმელი, ტრენდი