კულინარია

5 კოქტეილი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის - გემო, რომელიც თამამი ადამიანებისთვისაა შექმნილი

5 კოქტეილი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის - გემო, რომელიც თამამი ადამიანებისთვისაა შექმნილი

ენერგეტიკული სასმელი და ალკოჰოლი მაგიური კომბინაციაა, რომელიც სასიამოვნო სიმთვრალესთან ერთად, ენერგიის დიდ დოზასაც გთავაზობთ. ენერგეტიკული სასმლით მომზადებული კოქტეილები საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც აჩქარებული გულისცემა და ცოტა დალევა უყვარს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ენერგეტიკული სასმლის განსხვავებული გემო სასმელს თამამ არომატსა და მეტ გემოვნურ თვისებებს სძენს.

ასეთი კოქტეილების მოსამზადებლად, იდეალური საშუალებაა ქართული ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი ბუღა“ - მისი გემო გამორჩეულია: გვირილის, ცაცხვის ყვავილის, მწვანე ჩაის ექსტრაქტების, ყურძნის, ფორთოხლისა და ლავანდას ბუნებრივი, პრემიალური არომატიზატორის სინთეზით. ლოტოსისა და გვირილის განსაკუთრებული გემო საუკეთესო განწყობის შექმნის გარანტიაა.

ალკოჰოლისა და „ვარდისფერი ბუღას“ კომბინაცია იდეალური შეთავაზებაა ქალბატონებისთვის: არასტანდარტული, განსხვავებული და ფერადი - ასეთი კოქტეილები, ყველაზე ხშირად მდედრობითი სქესის მომხმარებლებისთვის იქმნება.

Pinkymeister 

5 კოქტეილი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის - გემო, რომელიც თამამი ადამიანებისთვისაა შექმნილი

ინგრედიენტები: 1 ცალი ვარდისფერი ბუღა; 60 მლ. Jägermeister და 60 მლ. შავი რომი.

მომზადების წესი: ჭიქაში კარგად აურიეთ Jägermeister და შავი რომი, დაამატეთ ენერგეტიკული სასმელი და ყინული.

Pink Screwdriver

5 კოქტეილი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის - გემო, რომელიც თამამი ადამიანებისთვისაა შექმნილი

ინგრედიენტები: 50 მლ. არაყი; 150 მლ. ფორთოხლის წვენი და 100 მლ. ვარდისფერი ბუღა.

მომზადების წესი: ჭიქაში მოათავსეთ არაყი, დაამატეთ ფორთოხლის წვენი და კარგად ამოურიეთ. მიღებული სასმელი გააზავეთ ენერგეტიკული სასმელის საშუალებით და დაამატეთ ყინული.

Mrs. Incredible

5 კოქტეილი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის - გემო, რომელიც თამამი ადამიანებისთვისაა შექმნილი

ინგრედიენტები: 1 ცალი ვარდისფერი ბუღა და 50 მლ. Jägermeister.

მომზადების წესი: უბრალოდ გააზავეთ Jägermeister ენერგეტიკული სასმლის საშუალებით და დაამატეთ ყინული.

Pink Sunshine 

5 კოქტეილი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის - გემო, რომელიც თამამი ადამიანებისთვისაა შექმნილი

ინგრედიენტები: 100 მლ. ვარდისფერი ბუღა; 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო და 50 მლ. ფორთოხლის ლიქიორი

მომზადების წესი: ჭიქა თეთრ ღვინოს შეურიეთ ფორთოხლის ლიქიორი და დაამატეთ ენერგეტიკული სასმელი.

კოქტეილების უმეტესობა, რომელთა გაკეთება შეგიძლიათ ენერგეტიკული სასმელებითაა შესაძლებელი, ერთჯერად ულუფას გულისხმობს, მაგრამ თუ სახლის წვეულებას ბევრი ადამიანისთვის აწყობთ, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკული სასმლით მომზადებულ ე.წ. Share Drink კოქტეილსაც შემოგთავაზებთ.

Afterparty

ინგრედიენტები: 1 ბოთლი ცქრიალა ღვინო; 300 მლ. ფორთოხლის წვენი; 100 მლ. თეთრი რომი და 2 ცალი ვარდისფერი ბუღა.

მომზადების წესი: დიდ ჭურჭელში აურიეთ თეთრი რომი და ფორთოხლის წვენი. ნელ-ნელა დაუმატეთ ცქრიალა ღვინო და ყინულები. მომზადებულ კოქტეილს, ზედაპირზე ნაზად შეურიეთ 2 ცალი ენერგეტიკული სასმელი. სურვილის შემთხვევაში, მორთეთ ფორთოხლის ნაჭრებით.

გემრიელად მიირთვით!