2021 წლის 6 იანვარს, ვერძის ნიშანში ექვსი თვის შემდეგ, მარსი კუროს ნიშანში გადადის 2021 წლის 3 მარტამდე აქ დარჩება. ეს უდიდესი ცვლილება, ყველა ჩვენგანისთვის გამოწვევებით იქნება სავსე. ეს კარდინალურიდან ფიქსირებულ ენერგიაზე გარდამავალი პერიოდი იქნება, რომელიც მოგვცემს იმის დანახვის საშუალებას, თუ რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ ცხოვრებაში, რათა წარმატებას მივაღწიოთ.

ვერძი

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თქვენი მმართველი პლანეტა, თქვენს ნიშანში იმყოფებოდა, ასე რომ, სიამოვნებით იხილავთ, როგორ გადავა მარსი კუროს ნიშანში. თქვენ ბევრი მუშაობა მოგიწევთ ფინანსური წარმატების მისაღწევად, ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ დახარჯოთ იმაზე მეტი ფული, ვიდრე რეალურად გაქვთ. ეს ტრანზიცია სასარგებლო იქნება ფინანსების ზრდის პრაქტიკული გზების ძიებისთვის.

კურო

მარსი თქვენს ნიშანში კარგი პერიოდია მოტივაციის გასაზრდელად და გასაბრწყინებლად. ეს ტრანზიტი ინსპირაციული იქნება თქვენთვის, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ, დაამთავროთ ან გააფართოვოთ პროექტები. ეს იქნება ზრდისა და წარმატების მიღწევის დიდი შესაძლებლობა. მთავარია გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.

ტყუპები

ამ ტრანზიტის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ მედიტაციას, გუნება-განწყობილების ასამაღლებელ სხვა გზებსა და შინაგან განწმენდებს. სამყაროსგან დასვენება, ახლა თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მარსი კუროში კი სულიერი განწმენდის, გადატვირთვისა და დასვენების შესაძლებლობას გპირდებათ.

კირჩხიბი

თქვენ გაქვთ ახლო სამეგობრო წრე, საშუალებას მოგცემთ შემდეგ ეტაპზე აიყვანოთ საკუთარი თავი. ამ ტრანზიტის დროს უგულებელყოფილი იქნება ნებისმიერი შიში, რადგან თქვენ შეძლებთ შინაგანი სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებას. ყველა შეკითხვაზე, რომელსაც ბოლო თვეებში, მარსის ვერძში ტრანზიტის დროს წააწყდით, სწორედ ამ პერიოდში იპოვით პასუხებს.

ლომი

ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე შეასრულეთ ყველა სამუშაო და ახლა მარსი კუროში დაასრულებს ყველა პროცესს და იმ აღიარებას მიიღებთ, რომელსაც ელოდით. ეს კარგი ტრანზიტია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთმინებას შეინარჩუნებთ და მარსს არ მისცემთ საშუალებას თქვენი ცეცხლოვანი ენერგია დამანგრეველ ძალად გადააქციოს.

ქალწული

ამ ტრანზიტის დროს, მარსის მიწიერი ხასიათი სახალისოც კი იქნება. მოსალოდნელია ექსპანსიური ენერგია და შანსი შეხვდეთ საინტერესო თანამოაზრე ადამიანებს. თქვენ ახლა გარდამავალ ფაზაში იმყოფებით, სადაც უნდა იპოვნოთ საკუთარი ენერგიის წყარო. ვისაც ამ პერიოდში შეხვდებით, ოპტიმისტურად განგაწყობთ საკუთარ თავსა და მომავალის მიმართ.

სასწორი

გასული 6 თვის განმავლობაში, შესაძლებელია ფიქრის რეჟიმი გქონოდათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პლანეტა მარსი რეტროგრადულად მოძრაობდა. ეს ტრანზიტი ეწინააღმდეგებოდა თქვენს ნიშანს და ნეგატიურად აისახებოდა თქვენს ფსიქიკაზე. მარსის კუროში გადასვლა კი თქვენს ცხოვრებას პოზიტიური ცვლილებებით აავსებს. ამიერიდან საკუთარი ღირებულების სისტემის გადაფასებისა და შინაგანი ზრდის დროა.

მორიელი

მარსი აპირებს თქვენი ურთიერთობები გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენოს, მაგრამ ის ასევე მოგცემთ ძალას, რათა ნათლად გამოხატოთ ის, რაც გსურთ და რაც გჭირდებათ. გამოიყენეთ ეს უფლებამოსილება ახლავე ახალი პროექტების დასაწყებად, ვინაიდან თქვენი მეგობრები და ბიზნეს პარტნიორები თქვენი სტიმულის მთავარი წყარო გახდებიან.

მშვილდოსანი

შეისვენეთ, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს რუტინაზე და მოვალეობებზე. ეს არის შეფასებისა და მოთმინების დრო. შეეცადეთ გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში, თქვენი საჭიროებები უნდა დააყენოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ დაღლილობას გრძნობთ. მარსს სურს წარმატების მიღწევაში დაგეხმაროთ, მაგრამ უნდა გესმოდეს თქვენი საზღვრები.

თხის რქა

თქვენს სოციალურ ცხოვრებაში მცირედი სტიმული მაინც შემოვა და თქვენი ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდება. თქვენ ახლა უფრო ამაღელვებელ ეტაპზე გადადიხართ, სადაც ის ადამიანი გახდებით, რომელსაც შეუძლია ბედნიერება და ცხოვრებისეული პრობლემებისგან განზე გადგომა.

მერწყული

ამ ტრანზიტის დროს თქვენ შემოქმედებით ენერგიას იგრძნობთ. მარსი კუროში, მშვენიერი დროა მშვიდი და მეგობრული ურთიერთობებისთვის, როდესაც საქმე ავტორიტეტებს შეეხება. ეს არის თავშეკავების პერიოდი. ამიტომ დარწმუნდით, რომ შეძლებთ საკუთარი ემოციების მოთოკვას.

თევზები

ამ ტრანზიტის დროს, თქვენთვის შემოქმედებით სფეროში ყველაფერი მარტივად მიედინება. სხვებმა შეიძლება იგრძნონ მცირე სულიერი განათება და შეიძლება ისწავლონ მეტაფიზიკური ან ოკულტური საკითხებიც. თუმცა თევზებისთვის, მარსი მათ რწმენებს ეჭვქვეშ დააყენებს. შედეგად კი კიდევ უფრო აღფრთოვანებული უფრო აღფრთოვანებული იქნებით იმ ფაქტით, რომ ტრანზიტის დროს უფრო მეტი ისწავლეთ და გამოიკვლიეთ.