LIFE

რომელი სმარტფონებია პოპულარული საქართველოში: Viber-ის მონაცემები

რომელი სმარტფონებია პოპულარული საქართველოში: Viber-ის მონაცემები

როდესაც საქმე სმარტფონებს ეხება, ქართველ მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული ბრენდების ხუთეულს Huawei და Xiaomi ავსებენ. პირველ ადგილზე კი, Rakuten Viber-ის მონაცემების მიხედვით, iPhone 11-ია.

საქართველო, 15 აპრილი, 2024: Rakuten Viber, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესენჯერი, ქართველი მომხმარებლების ფავორიტ სმარტფონებს - ბრენდებსა და მოდელებს გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ ქართველების უმეტესობა, უპირატესობას ანდროიდ სმარტფონებს ანიჭებს - 2024 წელს, ანდროიდის სისტემის მომხმარებელთა მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს. თუმცა მზარდია iOS-ის მომხმარებელთა რიცხვი - 2024 წელს, მათი მაჩვენებელი 35% იყო, ხოლო 2023 წლის თებერვალში - 30%.
საქართველოში ყველაზე პოპულარული ბრენდები:

1. Samsung
2. Apple
3. Redmi
4. Xiaomi

5. Huawei

თუ ამ მონაცემებს, Rakuten Viber-ის 2023 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ სმარტფონების საუკეთესო ხუთეული უცვლელი დარჩა.

სმარტფონების ყველაზე პოპულარული მოდელები საქართველოში:

1. iPhone 11
2. iPhone 13
3. Galaxy A12
4. iPhone 14 Pro

5. iPhone 14 Pro Max

ეს სტატისტიკა, კი Rakuten Viber-ის 2023 წლის წინა მონაცემებთან შედარებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეცვლილია. წელს, ყველაზე პოპულარული მოდელების ჩარტში iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max გამოჩნდნენ და მეოთხე და მეხუთე პოზიციები დაიკავეს.


ეს მონაცემები ამოღებულია Rakuten Viber-ის შიდა ანალიტიკიდან და მოიცავს მხოლოდ სმარტფონების ბრენდებისა და მოდელების აგრეგირებულ მონაცემებს. Rakuten Viber უაღრესად ორიენტირებულია აპლიკაციის უსაფრთხოებაზე, ამრიგად, 2016 წლიდან, მესენჯერის ყველა ძირითადი ფუნქცია ნაგულისხმევად დაცულია ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრით: ეს მოიცავს პერსონალურ ჩატებს (როგორც ერთი ერთზე საუბრები, ასევე ჯგუფური ჩატები), აუდიო და ვიდეო ზარებს, პირად მედიასა და სმარტფონთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებს.