ვთანხმდებით, რომ გასული წელი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერაფერი ვისწავლეთ. შეგვიძლია, სწორედ ეს ცოდნა გამოვიყენოთ და 2021 წელი, წარმატების და ბედნიერების დასაწყისად გამოვაცხადოთ!

1. იყავით იმ პარტნიორთან, რომელიც გაფასებთ

თუ თქვენ ისეთ ურთიერთობაში ხართ, რომელშიც თქვენი პარტნიორი არ გიფასებთ, არ გცემთ პატივს და არ ესმით თქვენი, მაშინ მზად უნდა იყოთ გარკვეული ცვლილებებისთვის. თუ გრძნობთ, რომ არ იღებთ თქვენს პარტნიორისგან საჭირო დაფასებასა და პატივისცემას, მაშინ საუბრის დროა.

განიხილეთ თქვენი გრძნობები და თუ ვერ დაინახავთ გაუმჯობესების შესაძლებლობას, მაშინ რომ ცხოვრება მარტომ განაგრძოთ.

2. მოიშორეთ ნეგატიური ადამიანები

უკანასკნელი რამ, რაც ცხოვრებაში გჭირდებათ, ეს არის ნეგატიური ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას უარყოფითი ენერგიით ავსებენ. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს მეგობარი, თანამშრომელი, ოჯახის წევრებიც კი, რომლებიც აშკარად გაკარგავინებთ თქვენს დადებით ენერგიას. გახსოვდეთ, რომ თუკი ისეთ ადამიანებთან ერთად იმყოფებით, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ და ძალიან პესიმისტურად აზროვნებენ, დიდი ალბათობაა, რომ მალე თქვენც მათ მიბაძავთ.

ამ ადამიანების ჩამოსაშორებლად, თქვენ არ გჭირდებათ გრანდიოზული განცხადების გაკეთება. უბრალოდ, ნელა დაიწყეთ ნაკლები დროისა და ენერგიის დახარჯვა მათზე, ვინც მხოლოდ თქვენი ცხოვრებიდან დადებით ენერგიას იღებს და სანაცვლოდ, არაფერს გიბრუნებთ.

3. დაიწყეთ ახალი წელი 1 ჯანსაღი ჩვევის დამატებით და 1 ცუდის ჩვევისგან განთავისუფლებით

ყველამ ვიცით, რომ ახალი წლის რეზოლუცია არ ამართლებს. მართლა გჯერათ, რომ წელიწადზე ნაკლებ დროში, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტი? მცირე და მდგრადი ცვლილებები არის ის, რაც ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ ხანგრძლივი განსხვავების და კმაყოფილების მიღწევაში.

ამიტომ იფიქრეთ თქვენს ჩვევებზე, როგორც გაცვლის საშუალებაზე.

თუ მზად ხართ მოიშოროთ მავნე ჩვევა, მაგალითად მოწევა, აიღეთ უფრო უკეთესი მის შესაცვლელად - ყოველდღიური 20 წუთიანი იოგის ვარჯიში.

4. მეტი დრო გაატარეთ მათთან, ვისაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს

ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარგი დროს გატარების საშუალებას, აღარასოდეს მივიღებთ გარანტირებულად. ძალიან ადვილია სამუშაოსა და სოციალურ ვალდებულებებში გახვევა, მაგრამ რამდენ დროს ხარჯავთ მათთან, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ? მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ახლობლებს, რათა თქვენი ცხოვრება ბედნიერებით აივსოს.

მნიშვნელოვანი საერთო მოგონებების შექმნა და გაზიარება ნიშნავს, რომ ცხოვრება, ნამდვილად ღირს. აუცილებლად გამოყავით კვირაში მინიმუმ ერთი დღე, რათა თქვენს მეგობრებთან ერთად გაატაროთ გარკვეული დრო.

5. დაიწყეთ გონებრივი პრაქტიკა

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ქმედება, რომელიც მოითხოვს, რომ ყოველდღე დაუთმოთ მინიმუმ რამდენიმე წუთი, რათა დაუკავშირდეთ თქვენ საკუთარ თავს. ეს შეიძლება იყოს მედიტაცია, იოგა, არტ თერაპია ან თუნდაც მებაღეობა.

უბრალოდ ის ყოველდღიურ ჩვევად გადააქციეთ და ნახავთ, რომ თქვენი განწყობა და ემოციები ბევრად უფრო გაუმჯობესდება.