თხის რქა
დიასახლისი-მმართველი. თუ თხის რქას ჰყავს ოჯახი, მაშინ კედელზე აუცილებლად გაკრული აქვს ყოველდღიური და სეზონური საშინაო სამუშაოების განრიგი. და თუ მას არ ჰყავს ოჯახი - მას ჰყავს მოსამსახურე და კატა.
მერწყული
ზარმაცი დიასახლისია. თუ მერწყულის სახლში დაგხვდებათ უწესრიგობა და ცარიელი მაცივარი, იცოდეთ: ეს შემოქმედებითი უწესრიგობაა და ფენ-შუი ახალი წაკითხული აქვს, და არა ის, რაც თქვენ გაიფიქრეთ.
თევზები
შთაგონებული დიასახლისი. თევზები არასოდეს არაფერს აკეთებენ უსიყვარულოდ, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ. ამიტომ თევზი სიყვარულით ალაგებს საკუთარ სახლს, სიყვარულით ამზადებს საჭმელს, სიყვარულით ამრავლებს ლამაზ მცენარეებს.
ვერძი
დიასახლისი-ლაიფჰაკერი: იცის ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ გატეხოს სისტემა და გადააქციოს ყოფითი პრობლემები ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქედ.
კურო
თანამედროვე დიასახლისი. როგორც კი ბაზარზე ჩნდება ახალი გაჯეტი, რომელსაც შეუძლია შეუმსუბუქოს დიასახლისებს მძიმე ხვედრი, კუროს ის უკვე სჭირდება. მას აქვს ორთქლის სადგური, რობოტი-მტვერსასრუტი, ფანჯრების პორტატიული მრეცხავი და სანაყინე.
ტყუპები
ინფერნალური დიასახლისია. იმ მნიშვნელობით, რომ მას არ აინტერესებს იატაკის გასაწმენდი ჯოხები და ტაფები, არც სამზარეულოში ჭუჭყიანი ჭურჭლის გროვა. ეშმაკსაც წაუღია!
კირჩხიბი
გმირი დიასახლისია. კირჩხიბს არ შეუძლია ასე უბრალოდ აიღოს და გააკეთოს რამე სასარგებლო, მას სჭირდება გმირულად გადალახოს რუბიკონი. ამიტომაც უყვართ კირჩხიბებს როცა დიდი ოჯახი აქვთ: მეტი ხალხი - მეტი გასარეცხი ჭურჭელი, მეტი სარეცხი, მეტი მომზადებული კერძი. მოკლედ, კირჩხიბი - იდეალური დიასახლისია.
ლომი
დიასახლისის ეტალონია. ლომმა რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებს. და თუ ეპატიჟება მეგობრებს ვახშამზე, ინგლისის დედოფალიც კი ვერ შეედრება მასპინძლობაში.
ქალწული
მანიაკალურ-დეპრესიული დიასახლისია. მანიაკალურ ფაზაში ქალწული ძვრება კიბეზე, რომ ბამბის ჩხირით გაწმინდოს ჭერი, დეპრესიულში კი - მიჰყავს საუბრები სიმბოლიზმის ფილოსოფიურ-ესთეტიკური პრინციპების შესახებ.
სასწორი
უსუსური დიასახლისია. სასწორები გულწრფელად ვერ იგებენ საიდან ჩნდება სახლში მტვერი და ჭუჭყიანი ჭურჭელი. ეს ნამდვილი სასჯელია და შექმნილია იმისათვის, რომ გაურთულოს სასწორს მათი უღრუბლო არსებობა.
მორიელი
ნერვიული დიასახლისია. მორიელი ვერ იტანს უწესრიგობასა და ჭუჭყს. ამიტომ ქალი-მორიელი ძალიან კარგი დიასახლისია, მაგრამ არ უყვარს როცა მის შრომას არ აფასებენ და არეულობას ქმნიან, მითუმეტეს დალაგების შემდეგ. ამიტომაც უფრთხილდით.
მშვილდოსანი
უსაქმური დიასახლისია. მშვილდოსნები დარწმუნებულები არიან, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, რომ ის რაღაც სისულელეზე დახარჯონ, როგორიცაა, მაგალითად, იატაკის გაპრიალება. დღეს თუ არა, ხვალ მაინც მეგობრები მოვლენ სტუმრად და აუცილებლად დაკავდებიან კეთილშობილური საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომით, როგორიცაა იატაკისა და ჭურჭლის გარეცხვა.
თემები: ქალები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>