თევზები წყლის ნიშანია, რომელსაც ცვალებადი მოდალობა აქვს და მას პლანეტა ნეპტუნი მართავს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით თევზები ემოციური, ინტუიციური, ადაპტაციური, წარმოსახვითი და კრეატიული ნიშანია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თევზების სიმბოლო წარმოადგენს აფროდიტესა და ეროსის, სიყვარულის ღმერთების ისტორიას. ეს მითი ასახავს თევზების ემოციებისადმი მიდრეკილებას, მზრუნველობასა და დაცვას, რომელსაც ისინი ინსტიქტურად განიცდიან თავიანთი ახლობლების მიმართ. სწორედ ამიტომ, 18 თებერვლიდან 20 მარტამდე, თევზების შემოქმედებითი და ინტუიციური ენერგია მართავს სამყაროს.

ვერძი

ვერძებო, როგორც ცეცხლის ნიშანი, თქვენს ემოციებს გარეგნულად გამოხატავთ, რაც ზოგჯერ მათ საკმაოდ ინტენსიურია გარშემომყოფებისთვის. თევზების სეზონის განმავლობაში დარწმუნდით, რომ მათ ჯანმრთელი საშუალებებით გააზიარებთ. ეს შეიძლება მოხდეს გულწრფელი, მშვიდი საუბრის საშუალებით, ფიზიკური დატვირთვით ან თევზების საყვარელი შემოქმედებითი ხასიათის დახმარებით.

კურო

კუროებო, ამ სეზონის განმავლობაში, თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ არარეალურ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი უფრო აბსტრაქტული აზრებს, ემოციებისა და იდეების წყარო გახდება, თქვენ შეძლებთ მათ საკუთარი, უნიკალური გზით გაგებას. შემოქმედებითობა დაგეხმარებათ იმ ბუნდოვანი და ემოციური წარმოდგენების განმარტებაში, რომელსაც თევზები შემოგთავაზებთ.

ტყუპები

ტყუპებო, ინტუიციურ ენერგიასთან შერწყმული კომუნიკაციური უნარები ურთიერთგაგების ახალ საფეხურზე გადაგიყვანთ მეგობრებთან, ოჯახთან თუ რომანტიკულ პარტნიორთან ურთიერთობებში. გამოიყენეთ ეს დრო შინაგანი გაბრწყინებისთვის და თქვენი სურვილების გარშემომყოფებთან გასაზიარებლად.

კირჩხიბი

კირჩხიბო, როგორც წყლის ნიშანი თქვენ თავს მშვიდად იგრძნობთ თევზების სეზონზე. ამასთან, თქვენ მაინც შეინარჩუნებთ ცივ და მკაცრ იერსახეს. ამიტომ, ამ თვეში შეეცადეთ ცოტათი ჩამოანგრიოთ კედლები. დაუცველობა შეიძლება საშინელი განცდაა, მაგრამ როდესაც ემპათიას შეხვდებით, ეს კომფორტისა და ახალი ემოციური კავშირების გარანტია გახდება.

ლომი

ლომებო, ამ სეზონზე თქვენ საკმაოდ ექსტრავერტული იქნებით. მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია, რომ თევზების ეს ენერგია შინაგანი ძიებისთვის გამოიყენოთ. თქვენთან ყოველთვის მოძრაობაში ხართ და გარე სამყაროს შეიმეცნებთ, ახლა კი საკუთარ თავთან მშვიდად ყოფნის საუკეთესო დროა.

ქალწული

ქალწულო, თევზები თქვენი მეორე ნახევარია, რადგან ზოდიაქოს კალენდარში ზუსტად ერთმანეთის მოპირდაპირედ ხართ. ეს ფაქტი კი მრავალმხრივ წაგადგებათ. თევზების სეზონი კარგი შეხსენება იქნება, რომ მეტი ყურადღება მიიქციოთ თქვენს შემოქმედებითობასა თქვენს ემოციებს, რადგან ძალიან ხშირად, მიწიერი საკითხებით ხართ დაკავებული. გახსოვდეთ: მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურა, რომელიც ასე ძალიან გიყვართ წინსვლაში დაგეხმარებათ, დროთა განმავლობაში თავისუფალ ემოციებს წაგართმევთ.

სასწორი

სასწორებო, ამ სეზონზე გარშემო მყოფ სამყაროსთან ბალანსს აღადგენთ. თევზებისგან მიღებული ენერგია შეგახსენებთ, რომ თქვენი სიძლიერე საკუთარი თავის დასახმარებლად უნდა გამოიყენოთ. საკუთარ თავში წონასწორობის შექმნა არამარტო ხელს შეგიწყობთ ბედნიერებაში, არამედ უკეთესად მოემზადებით, რათა სხვებს დაეხმაროთ.

მორიელი

მორიელებო, თქვენ თევზებივით ძალიან ინტუიციურები ხართ. ამ სეზონზე კი თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გაძლიერდება. გახსოვდეთ, რომ მიენდოთ თქვენს ინსტინქტებს და ნუ დაივიწყებთ ბრწყინვალე იდეების სხვებთან გაზიარებას. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს ბრძნული მესამე თვალის გაძლიერებაში და სასურველი მიმართულებით სვლა განაგრძოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, ამ თვეში განსაკუთრებულ სულიერ ენერგიას იგრძნობთ, რადგან თევზებს მართავს ნეპტუნი, სულიერების და წარმოსახვის პლანეტა, რაც კარგად ერწყმის თქვენს ფილოსოფიურ მხარეს. ამ თვეში დაკავდებით მედიტაცით, სულიერი პრაქტიკებითა და თვითჩაღრმავების სხვა საშუალებებით.

თხის რქა

თხის რქებო, გამოიყენეთ ეს თვე, რათა მეტად გაიგოთ რას გრძნობთ. ნდობა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, მთავარი თემა იქნება. ის ადამიანები, ვისაც უკვე ენდობით, იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებენ, თუმცა რას იტყოდით საკუთარ თავზე? ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ემოციური სიღრმის, ამ სეზონზე პასუხისმგებელი თევზებია.

მერწყული

მერწყულებო, თქვენ უპირატესობას ანიჭებთ დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სოციალური ხართ. თევზები გიბიძგებთ, გააღრმაოთ ემოციური კავშირები. თუკი თქვენი მერწყულის რაციონალური ბუნებისა და თევზების მგრძნობიარე ხასიათის სინთეზს შეძლებთ, აღმოაჩენთ, თუ როგორ გეხმარებათ ემოციური სიახლოვე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

თევზები

თევზებო, დაბადების დღეს გილოცავთ! ეს თქვენი თვეა და ამიტომ, აუცილებლად იგრძნობთ გაძლიერებულ ენერგიებს. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად თავს შესანიშნავად გრძნობთ, შეეცადეთ ეს ემოცია სხვებს გაუზიაროთ. სხვა ადამიანებიც აუცილებლად იგრძნობენ მზის გავლენას თქვენს ნიშანში და საპასუხოდ ემოციებს შემოგთავაზებენ. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც ნამდვილად გიყვართ, მაგალითად ჩაყვინთეთ შემოქმედებით ნაკადში ან დიდი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან.