ოქროს გლობუსი 2021-ის კაბები, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს: რომელია თქვენი ფავორიტი?
- 02.03.2021
ოქროს გლობუსის ცერემონია, როგორც წესი, წლის ყველაზე გახმაურებული ამბავია. ცნობილი ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესწრებიან პრესტიჟულ პრემიას და თავს წითელ ხალიჩაზე იწონებენ. ამბობენ, რომ სწორედ ამ ღონისძიებაზე ცხადდება მიმდინარე წლის მოდის ტრენდები.
გლობალური პანდემიის გამო, 2021 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ფორმატი ოდნავ შეიცვალა და ვირტუალურად ჩატარდა. თუმცა მისი გავლენა სულაც არ შემცირებულა - ვარსკვლავები სოციალური ქსელების საშუალებით ქმნიდნენ მოდის ახალ ტრენდებს.
ოქროს გლობუსის 78-ე დაჯილდოებაზე მსოფლიომ სამი ფავორიტი მსახიობის სამი გამორჩეული კაბა იხილა - ლუქები, რომელზეც მოდის ისტორიას ნამდვილად დარჩება.
ანია ტეილორ-ჯოი
საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში ანია ტეილორ-ჯოი გახდა, ხოლო საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი
„დედოფლის გამბიტი“.
ვირტუალურ დაჯილდოებაზე კი ლამაზმანმა მწვანე ფერის, დიორის ზღაპრული კაბა და ტიფანის დახვეწილი ბრილიანტის სამკაულები შემოგვთავაზა. როგორც ამბობენ, 2021 წლის ოქროს გლობუსი ანიამ ნამდვილად მოიპარა.
ემა კორინი
„გვირგვინი“ უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალია. 2021 წელს კი პროექტმა საუკეთესო სატელევიზიო სერიალი - დრამის წოდებაც კი მოიპოვა. ყველაფერი კი ალბათ ბოლო სეზონში გამოჩენილი პრინცესა დიანას - ემა კორინის დამსახურებაა, რომელმაც ყველა მაყურებელი მოხიბლა და წლის საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში გახდა.
„გვირგვინის“ მსახიობმა შავ-თეთრი ხავერდისფერი, ბროლის ნაქარგებიანი მიუ-მიუს კაბა მოირგო და კარტიეს საყურეები შეუხამა. პრინცესა დიანას შემსრულებლისგან კი სტილის ნაკლებ შეგრძნებას არავინ ელოდა.
ელ ფენინგი
ზღაპარ მალეფისენტის ზღაპრულ ელ ფენინგს კი რაღა თქმა უნდა, ზღაპრული კაბა უნდა სცმოდა. გუჩის ეს დახვეწილი მოდელი, წლის კიდევ ერთი ფავორიტი გახდა.
თემები: ცნობილი ადამიანები, ოქროს გლობუსი, მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები, 2021 წლის მოდა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია