სილამაზე

იცით თუ არა, რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, თქვენი თმის ტიპის მიხედვით?

იცით თუ არა, რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, თქვენი თმის ტიპის მიხედვით?

თუ თმას ძალიან ხშირად შეიჭრით, ეს ხელს შეუშლის მის გაზრდას, ხოლო თუ ძალიან იშვიათად განაახლებთ ვარცხნილობას, თმა შეიძლება ჩალად გადაიქცეს.

და მაინც, რას ნიშნავს "ხშირად" და რას „იშვიათად“ ? - დრო, რომელსაც ეს სიტყვები აღნიშნავს ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და თმის ტიპის მიხედვით იცვლება. 

1. ხვეული თმა 

იცით თუ არა, რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, თქვენი თმის ტიპის მიხედვით?

თუ ხვეული თმა გაქვთ, შეიძლება ცოტა ხანს დაელოდოთ სანამ სტილისტს განმეორებით ესტუმრებით. ეს იმიტომ, რომ მაშინაც კი, როდესაც ზრდას იწყებს, ბევრად განსხვავებულად არ გამოიყურება. თუ თმის გაზრდა გსურთ, მაშინ ყოველ 6 თვეში ერთხელ განაახლეთ ვარცხნილობა, მაგრამ თუ სიგრძისა და სტილის შენარჩუნება გსურთ, სილამაზის სალონს ყოველ 3 თვეში უნდა ეწვიოთ.

2. ხუჭუჭა თმა 

იცით თუ არა, რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, თქვენი თმის ტიპის მიხედვით?

ასეთი თმა ბუნებრივად საკმაოდ მშრალია. ამიტომ, თუ ხუჭუჭა თმის ვარცხნილობის შენარჩუნება გსურთ, გირჩევთ, 6 – 12 კვირაში ერთხელ ესტუმროთ სტილისტს. იმ შემთხვევაში, თუ თმა დაზიანებული ან შეღებილია, უმჯობესია ყოველი შეღებვისას განაახლოთ თმის ბოლოები - ეს ხელს შეუშლის ბოლოჭამიების გაჩენას.

3. სწორი ან ტალღოვანი თმა 

იცით თუ არა, რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, თქვენი თმის ტიპის მიხედვით?

ასეთი თმაზე სრულყოფილი ვარცხნილობის შენარჩუნება უმეტესად, დამღლელი საქმეა. სინამდვილეში, შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში შეძლოთ თმის ვარცხნილობის შენარჩუნება, მაგრამ ერთ დილით აღმოაჩინოთ, რომ ერთიანად შეიცვალა თქვენი თმა. კარგად მოვლილი სწორი ან ტალღოვანი თმის მოვლის საიდუმლო არის მისი ხშირი ფორმირება ზედმეტი ჭრის გარეშე. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ყოველ 10 კვირაში ან 3 თვეში ერთხელ, განაახლეთ თქვენი ვარცხნილობა. 

4. სქელი თმა 

იცით თუ არა, რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, თქვენი თმის ტიპის მიხედვით?

სქელი თმა უფრო "მიმტევებელია" - თმის შეჭრა აღარც კი გჭირდება. ასე რომ, თუ სქელი თმა გაქვთ, თმის შეჭრა შეგიძლიათ ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ მისი გამოშრობა და დაზიანება.

5. თხელი თმა 

იცით თუ არა, რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, თქვენი თმის ტიპის მიხედვით?

თხელი თმა მიდრეკილია დაზიანებისკენ. ამასთან, ის სწრაფად კარგავს ფორმას. თქვენი სტილის შესანარჩუნებლად და დაზიანების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ყოველ 2 თვეში ერთხელ განახლება.

6. დაზიანებული თმა

იცით თუ არა, რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, თქვენი თმის ტიპის მიხედვით?

ასეთი თმა მიდრეკილია ბოლოების გაყოფისკენ, თანაც, თმის საშრობის, უთოს, საღებავებისა და სხვა ქიმიური პროდუქტების გამოყენება, კიდევ უფრო ცუდ ვიზუალს აძლევს მას. ამიტომ უმჯობესია ყოველ 8 კვირაში ერთხელ ესტუმროთ სილამაზის სალონს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა დაიმოკლოთ თმა - ბოლოების მსუბუქი შესწორებაც დაგეხმარებათ თმის გაჯანსაღებაში.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>