LIFE

ახალგაზრდა მამაკაცზე დაქორწინება ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

ახალგაზრდა მამაკაცზე დაქორწინება ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

· იმ ქალებში, რომლებიც ქმრებზე 7-9 წლით უფროსები არიან, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20% -ით მეტია

კვლევის მიმოხილვა:

ბოლო 10 წელში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო იმავე ასაკის ადამიანზე დაქორწინებაა. ქორწინება ზოგადად აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, მაგრამ წყვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა ძალიან განსხვავებულად მოქმედებს ქალისა და მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ახალგაზრდა მამაკაცზე დაქორწინება ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

უფროს მამაკაცზე დაქორწინება ქალის სიცოცხლეს ამცირებს, მაგრამ უმცროსი მეუღლის ყოლა, ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო ამცირებს - ნათქვამია კვლევაში.

ორი მილიონი დანიელი წყვილის სამედიცინო ჩანაწერიდან მიღებული დასკვნები მიანიშნებს, რომ ქალისთვის ყველაზე უკეთესი, დაახლოებით იმავე ასაკის მამაკაცზე დაქორწინებაა. თუმცა ძველი კვლევის ჯანმრთელობის ჩანაწერები აჩვენებს, რომ მამაკაცები უფრო მეტხანს ცოცხლობენ, თუ მათ უმცროსი ცოლი ჰყავთ.

ახალგაზრდა მამაკაცზე დაქორწინება ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

გერმანიაში, მაქს პლანკის დემოგრაფიული კვლევის ინსტიტუტში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ რაც უფრო დიდია ასაკობრივი სხვაობა ქალსა და მის მეუღლეს შორის, მით უფრო მოკლეა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, იმისდა მიუხედავად, ის არის უფროსი თუ ახალგაზრდა.

ჟურნალ „დემოგრაფიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თუ მამაკაცი შვიდიდან ცხრა წლამდე უფროსია მეუღლეზე, მაშინ მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11% -ით დაბალია იმ მამაკაცზე, რომლის ცოლიც იმავე ასაკისაა. ამასთან, თუ ქალი მეუღლეზე შვიდიდან ცხრა წლამდე უფროსია, მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20% -ით მეტია.

კვლევის ახსნა:

მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ჯანმრთელ ადამიანებს (მამაკაცებს) უფრო მეტი შანსი ჰქონდათ ჰყოლოდათ ასაკით უმცროსი მეუღლე და ეს ფაქტორი განაპირობებდა უფრო დიდ სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამასთან, უმცროსმა მეუღლემ შესაძლოა სასარგებლო ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს უფროს პარტნიორზე და სიბერეში მათ უკეთესად მოუაროს.

თუმცა ეს კვლევები არ ეხება იმ ქალებს, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცებზე დაქორწინდნენ. ამიტომ ახლა ეს თეორიები უნდა გადაიხედოს, რადგან გაურკვეველია მეუღლეთა ასაკობრივი სხვაობის გამო სიკვდილიანობის სხვაობის მიზეზები.

ზოგიერთი ახსნა შეიძლება მდგომარეობდეს ქალისა და მამაკაცის მეგობრობის ხარისხში. ქალებს ქორწინების გარეშე უფრო მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აქვთ და ამიტომ, მამაკაცებისგან განსხვავებით ნაკლებ სარგებელს იღებენ პარტნიორისგან. ასაკით უმცროსი ცოლისგან განსხვავებით, უმცროსი ქმარი არ დაეხმარება უფროს ცოლს ცხოვრების შევსებაში: ერთად გასეირნება, საღამოების ერთად გატარება და ა.შ. ცოლს ამისთვის უკვე ჰყავს მეგობრები. თუმცა მამაკაცების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.

ახალგაზრდა მამაკაცზე დაქორწინება ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

კვლევის დასკვნა:

თუ ქალი შვიდიდან ცხრა წლით უმცროს პარტნიორზე დაქორწინდება, მაშინ მისი სიკვდილიანობის რისკს 20% -ით გაიზრდება. მაგრამ შვიდიდან ცხრა წლით უფროსი ქმრის სიკვდილიანობის რისკი მცირდება 11% -ით.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები საშუალო ასაკში იღუპებიან, თუ მათ ურთიერთობაში დიდი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ დაქორწინებულები ქალებიცა და მამაკაცების, როგორც წესი, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დაუოჯახებელი ადამიანები.

ზოგადად, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ვიდრე კაცების. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 82 წელია, ხოლო მამაკაცების - 78 წელი.



<a href="https://www.theguardian.com/">https://www.theguardian.com/</a>