სილამაზე

KIKO Milano-ს ოფიციალური მაღაზიები პირველად საქართველოში გაზაფხულზე გაიხსნება

KIKO Milano-ს ოფიციალური მაღაზიები პირველად საქართველოში გაზაფხულზე გაიხსნება

კიკო მილანოს 3 ოფიციალური მაღაზია გაიხსნება 2021 წლის გაზაფხულზე თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და სითი მოლში (საბურთალოზე).

დაუმეგობრდი KIKO Milano-ს ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე kikomilano და https://www.facebook.com/KIKOMilanoGE და გაიგე სიახლეები პირველმა ბრენდის შესახებ.

BO-1 Multipic:

მსოფლიოს მილიონი ქალბატონის, სელებრითების, ინფლუენსერებისა და მაკიაჟის არტისტების საყვარელი იტალიური კოსმეტიკური ბრენდი KIKO Milano, უკვე ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მომხმარებლებისთვისაც!

თუ გსურთ ახალი ტენდენციების აღმოჩენა, დეკორატიული კოსმეტიკის იდეალური პროდუქტის შერჩევა თქვენი ყოველდღიურობის ან განსაკუთრებული ინსტაგრამ ლუქისთვის, კიკო მილანო გამორჩეულ არჩევანს, ფერთა მრავალფეროვან პალიტრას და დაუვიწყარ გამოცდილებას შემოგთავაზებთ.

BO-2 Multipic:

მაღაზიებში დაგხვდებათ 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი - კლასიკური მოდელებიდან ცნობილი ტუჩსაცხების დიდი პალიტრა, Unlimited Foundation SPF 15 და თვალის ლაინერები, რევოლუციური თვალის მასკარა და ჩრდილების 65 ფერის გამა, ამასთან ერთად, მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება სეზონური სიახლეები და ლიმიტირებული კოლექციები.

კიკო მილანო N1 კოსმეტიკის ბრენდია იტალიაში, გამორჩეული ექსპეტული მიდგომებითა და პოპულარობით უკვე 21 წელია ქალბატონების შეუცვლელი თანამგზავრია და გაზაფხულზე სიამოვნებით უმასპინძლებს ქართველ მომხმარებლებს.

BO-3 Multipic:

იტალიური ბრენდის პროდუქცია 100%-ით დამზადებულია ევროპაში, პროდუქტის უდიდესი ნაწილი დამზადებულია იტალიაში უახლესი ტექნოლოგიისა და გამორჩეული შემოქმედებითი მიდგომის გამოყენებით. ბრენდი თავად განსაზღვრავს კოსმეტიკის უახლეს ტენდენციებს, ქმნის რა უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად. შესაბამისად, ეს ყველასთვის საყვარელი ბრენდია, მათ შორის პროფესიონალი მეიქ-აფ არტისტებისთვისაც მთელს მსოფლიოში.

KIKO Milano-ს ოფიციალური მაღაზიები პირველად საქართველოში გაზაფხულზე გაიხსნება

KIKO Milano დაარსდა 1997 წელს სტეფანო პერკასისა და მისი მამის, ანტონიო პერკასის მიერ. მას შემდეგ ბრენდმა ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა კოსმეტიკის საცალო ვაჭრობის სფეროში. KIKO უსწრაფესად ახდენს მოდის ახალი ტენდენციების იდენტიფიცირებას და ხელმისაწვდომს ხდის მათ მსოფლიოს მრავალ ბაზარზე, ამ ეტაპზე ბრენდს 900 ზე მეტი მაღაზია აქვს 30 ქვეყანაში, სულ მალე მათ საქართველოში მდებარე ახალი მაღაზიებიც შეუერთდება.

KIKO Milano-ს ოფიციალური მაღაზიები პირველად საქართველოში გაზაფხულზე გაიხსნება

KIKO Milano-ს საქართველოში ოპერირებას გაუწევს Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია, რომელიც იტალიური ბრენდის ოფიციალური ფრენჩაიზ პარტნიორია.