LIFE

ტესტი: ის, რასაც პირველად დაინახავთ ამ სურათზე, თქვენი გონების საიდუმლოს გამოავლენს

ტესტი: ის, რასაც პირველად დაინახავთ ამ სურათზე, თქვენი გონების საიდუმლოს გამოავლენს

ერთი და იგივე სურათის ყურებისას, განსხვავებული ადამიანები, სხვადასხვა რამეს ხედავენ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ჩვენი ტვინი ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციითა და სურათებით ივსება. შედეგად კი, უბრალოდ ვერ აღიქვამს ყველაფერს ერთდროულად. ეს არ ნიშნავს, რომ ტვინი არასწორად მუშაობს - უბრალოდ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვნია. ეს კი საბოლოოდ ბევრ რამეს ამბობს ადამიანის შესახებ.

ღრმად ჩაისუნთქეთ და შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს. რა დაინახეთ პირველი: ხე, გორილა, ლომი თუ თევზი?

ტესტი: ის, რასაც პირველად დაინახავთ ამ სურათზე, თქვენი გონების საიდუმლოს გამოავლენს

ხე: თქვენ დაბადებული ხართ ლიდერად და გაგაჩნიათ საოცარი ორგანიზაციული უნარები. თქვენ ხართ რეალისტი და არ აზვიადებთ არც ერთ პრობლემას, მაგრამ არც მათ მნიშვნელობას აკნინებთ. თუმცა ხშირად მცირე მიზნებს ისახავთ, რადგან ფიქრობთ, რომ შესაძლოა, უფრო დიდ მიზნებს ვერ მიაღწიოთ. 

გორილა: თქვენ ზედმეტად აანალიზებთ ყველაფერს და ზოგჯერ ძალიან მკაცრად აკრიტიკებთ საკუთარ თავს. თქვენ საკმაოდ ჯიუტი ხართ და ცდილობთ დაამტკიცოთ თქვენი აზრი. უბრალოდ უნდა გააცნობიეროთ, რომ ზოგჯერ, შესაძლებელია თქვენ ცდებოდეთ და სხვა ადამიანი იყოს მართალი.

ლომი: თქვენ ხართ ძლიერი და ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომელსაც მოსწონს მედიდური სიარული. თქვენ არასოდეს უცრუებთ იმედს საკუთარ თავს და მუდამ აღწევთ წარმატებას. გარშემომოყოფებს მუდამ მოუწოდებთ არასოდეს დანებდნენ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს და გადალახონ ყველა ბარიერი.

თევზი: თქვენ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხართ და ყოველთვის ხედავთ ყველა სიტუაციის ნათელ მხარეს. ამიტომ, ზოგჯერ, ადამიანები ბოროტად სარგებლობენ თქვენი სიკეთითა და გულუბრყვილობით.