LIFE

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

ქალის სილამაზეში გენეტიკა დიდ როლს ასრულებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღზრდასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ათწლეულების მანძილზე სილამაზის რიტუალები და ტრადიციები თაობიდან-თაობას გადაეცემოდა, რაც განსაკუთრებულ კავშირს ამყარებდა დედებსა და ქალიშვილებს შორის.

წარმოგიდგენთ 7 ცნობილ ქალს, რომლებიც დედების მიერ გადმოცემულ სილამაზის რეცეპტს გვიმხელენ.

ჯესიკა ალბა (გულახდილი სილამაზის დამფუძნებელი)

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

”დედაჩემი იყო და არის გლამურული ქალი. ის ყოველთვის მშვენივრად გამოიყურებოდა, მაშინაც კი როცა ბევრი ფული არ გვქონდა. როდესაც მასზე ვფიქრობ, მახსენდება მისი თმის ლაქისა და ცივი ტუჩების საცხის სუნი, მოვარდისფრო ლოყები და „შავად შეღებილი კატისებრი თვალები“. მას ყოველთვის დიდი, გრძელი და ტალღოვანი თმა ჰქონდა.

„შენ ძალიან ლამაზი სახე გექნება“- მითხრა ერთ დღეს მან, მირჩია ფული ჩამედო მაკიაჟისა და კანის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებში. ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ძველი ტუშის გამოყენების, მაშინაც კი როდესაც ფული არ გვქონდა. ამბობდა „თუ ძველია, ის აღარ არსებობს“- ეს და კიდევ ერთი მთავარი რამ რაც დედამ მასწავლა დაწოლამდე სახის დაბანაა.

გუჩი ვესტმანი (ვესტმანის ატელიეს დამფუძნებელი)

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

„დედაჩემი ბუნებრივად ლამაზი ქალი იყო. მისი მაკიაჟი ტუშისა და თვალის ჩრდილებისგან შედგებოდა. მახსოვს, როგორ განსაცვიფრებელს ხდიდა მაკიაჟი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის ლამაზი იყო, მაგრამ მაკიაჟის გაკეთების შემდეგ სასწაულად გამოიყურებოდა. როდესაც თავად დავიწყე მაკიაჟის კეთება, მასწავლა, რომ არასოდეს დამებანა სახე საპნით, ამის სანაცვლოდ გამომეყენებინა მხოლოდ წყალი ან ზეითუნის ზეთი. მისმა უამრავმა რჩევამ შექმნა ის წრე, რომელიც ჩემ პროფესიაში გადავიტანე, როგორც ვიზაჟისტმა, რითიც ვარ ცნობილი.

ვხედავდი მის ბუნებრივ სილამაზეს და შემდეგ როგორ გააუმჯობესა მაკიაჟმა მისი თვისებები. დედამ ასევე მასწავლა ჯანმრთელობის შენარჩუნების გზები, ვარჯიშისა და სწორი კვების წყალობით. ვისწავლე, რომ მნიშვნელოვანია ვიცნობდე იმ პროდუქტებს რითიც ვიკვებები. მე მჯერა რომ ქალს არამარტო აძლიერებს თავის მოვლა, არამედ ძლიერ ქალად გარდაქმნის...“

შერონ ჩუტერი (Uoma Beauty-ს დამფუძნებელი)

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

„დედაჩემს შეიძლება ექვსი შვილი ჰყოლოდა, მაგრამ მას ყოველთვის ახსოვდა, რომ საკუთარი მე გააჩნდა. იგი შაბათობით, ყოველთვის იღებავდა ფრჩხილებს წითლად. ფრჩხილის ლაქისა და აცეტონის სუნი ჩემთვის ყოველთვის ნოსტალგიური იქნება. საბოლოო ჯამში, დედაჩემმა ეს მარტივად შეძლო, როდესაც საქმე მის სილამაზის რუტინას ეხებოდა. ნიგერიაში, ჩვენ ყოველთვის ვიყენებდით შიის კარაქს. მან მასწავლა, რომ მთავარია დატენიანება, დატენიანება, დატენიანება გიჟივით. ეს არის მარადიული ახალგაზრდობის გასაღები. შიის კარაქი არის გასაოცარი, განსაკუთრებით აფრო-ამერიკულ კანზე.

ნიგერიელებს განსხვავებული კულტურა აქვთ და ვფიქრობ, რომ საუკეთესო საჩუქარი, რაც გამიკეთა, ისაა რომ არ მომცა ნება გვიან ასაკამდე მაკიაჟი გამეკეთებინა. დედაჩემს ძალიან უნდოდა ჩამოგვყალიბებოდა იდენტობა, სანამ მასთან თამაშს დავიწყებდით.

ჩემთვის, მაკიაჟი თვითგამოხატვის ფორმაა და არა ხარვეზების დამალვის- პირველ რიგში გიყვარდეს შენი თავი, არის ის რამაც ჩემი ბრენდი შექმნა! მიყვარს ჩემი შიშველი კანი, როდესაც უბრალოდ მზეს შევიგრძნობ ან სავარჯიშო დარბაზში გავოფლიანდები.“

კეროლაინ გრეილი, ლეონორ გრეილის აღმასრულებელი დირექტორი

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

„ბავშვობიდან დედა სილამაზის ნარკომანი იყო. 13 წლის ასაკში იყენებდა თვალის ლაინერს და პირველად დაიხვია თმა. როდესაც ვიზრდებოდი, ის უკვე სილამაზის სფეროში იყო და კლარინსში მუშაობდა, როგორც კოსმეტოლოგი. ის ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა კანის დატენიანებასა და მაკიაჟის კარგად მოცილებას. ჩემი სილამაზის ყველაზე ადრეული მოგონებაა, როგორ ითამაშა ლეონორ გრეილის ინსტიტუტში ჩემი თმით. მე იქ ხშირად დავდიოდი შაბათობით. დედაჩემი ყოველთვის ორიგინალური ვარცხნილობებით გამოდიოდა. მეც მაქვს ერთი ფოტო, სადაც პრინცესა ლეიას ვარცხნილობა მაქვს ვარსკვლავური ომებიდან!

დედაჩემი ახალ პროდუქტებს ჩემს გრძელ თმაზე ცდიდა, რადგან მას მოკლე თმა ჰქონდა. ბუნებრივია, დედამ სილამაზის ინდუსტრიაში ყველაზე ღირებული რაც მასწავლა-თმაზე ზრუნვაა და ვყოფილიყავი თანმიმდევრული ჩემს რუტინაში. ჩვენი თმა ისეთ სტრესშია ყოველდღე, რომ მნიშვნელოვანია, კვირაში ერთხელ მაინც ნიღაბის გაკეთება. დედაჩემს ნამდვილად ჰქონდა ვნება, სილამაზისა და თავის მოვლაზე ლაპარაკის შესახებ.“

ბარბარა სტურმი, დოქტორ ბარბარა სტურმის კანის მოვლის დამფუძნებელი

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

„დედაჩემი მაკიაჟს არასოდეს ატარებდა, მაგრამ ის ყოველთვის გამოიყურებოდა სუპერ ახალგაზდულად თავისი რბილი და ლამაზი კანით. ბებიაჩემი ფარმაცევტი იყო, რომელიც კანის მოვლის კრემებს საკუთარი ხელით გვიმზადებდა. მე ბიჭივით ვიქცეოდი, მთელ დღეს ბუნებაში ვატარებდი. მახსოვს, დედაჩემი პანთენოლს და ნედლი ალოე ვერას მცენარეულ მერქანს იყენებდა ჩვენზე - განსაკუთრებით თუ მზის დამწვრობა გვქონდა. ახლა მეც ამ ინგრედიენტს ვიყენებ ჩემს ფორმულაში. ზამთრის თვეებში ძალიან ციოდა და დიდი თოვლი მოდიოდა, ამიტომ ბებიამ დამატენიანებელი და დამცავი კრემი დაგვიმზადა.

დედას ძალიან უყვარდა რძის აბაზანები და მშრალი დავარცხნა, ეს მეც მისგან ვისწავლე. ჩემი კარიერის განმავლობაში, დედა და ბებია მეხმარებოდნენ ინგრედიენტების შემუშავებასა და ფორმულებში. დედაჩემი იყო ქიმიკოსი და ლაბორატორიის ექიმი, როდესაც მე კანში ბოტოქსისა და შემავსებლების შეყვანა დავიწყე. უბრალოდ აღვადგინე სახის სტრუქტურები და ასაკთან დაკავშირებული ფუნქციები. დედამ მასწავლა, რომ კარგად დატენიანებულ კანს არ სჭირდება მაკიაჟი, ის თავისთავად ლამაზია.“

ლიზა პრაისი, Carol's Daughter- ის დამფუძნებელი

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

„მახსოვს დედაჩემის რბილი კანი, განაკუთრებით ლოყები. სანამ სახის კარაქს დავამზადებდი, მახსოვს ის იყენებდა წლების მანძილზე იგივე სახის ცივ კრემს. მე ყოველთვის მახსოვს დედაჩემის ლოყაზე ის სურნელი. 16 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და მე ის ძველებური საცხის ქილა ვიყიდე და მას ყოველთვის ვინახავ. როდესაც საქმე მაკიაჟს ეხებოდა, დედა ყოველთვის მინიმალისტი იყო. ის ყოველდღიურად იყენებდა ატმისფერ ფერუმარილს, მარჯნისფერ ტუჩსაცხს და რამდენიმე ფენა ტუშს.

მას შესანიშნავი კანი ჰქონდა, ამიტომ შეეძლო თავი ამით დაეღწია.როდესაც პროდუქტების დამზადება დავიწყე, მე შემეძლო გამეფუჭებინა დედაჩემის ყველანაირი საპნები, საწმენდები, აბაზანის მარილები და ტანის კარაქი. ის ნამდვილად ხელს მიწყობდა. დედამ ასევე მასწავლა, ჩემი ბუნებრივი კულულების მიღება და ის, რომ თმის ჯანმრთელობა უპირველესი იყო. უპირველეს ყოვლისა, დედამ მასწავლა მიყვარდეს ის მე, რომელსაც ყოველდღე სარკეში ვხედავ. მე მაკიაჟის გარეშე. მე, რომელიც ყოველ დილას იღვიძებს და სარკეში მიყურებს. ყველა დანარჩენი მოვა და წავა. მაგრამ ის ყოველთვის შენთან იქნება.“

ფოლაინის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტარა ფოლი

სილამაზის 7 გაკვეთილი, რომლებიც ცნობილმა ქალებმა დედებისგან ისწავლეს

„დედაჩემს ინტენსიური სამუშაო ჰქონდა, თუმცა უამრავ მაკიაჟს იყენებდა. იმ დროისთვის მისი საყვარელი სილამაზის პროდუქტი - თმის ლაქის გარდა, თვალის ცისფერი ჩრდილი იყო. ლოყებზე ტუჩსაცხს ისმევდა და ის ანაწილებდა როგორც ფერუმარილს. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი რომ ეს სულელური და უცნაური იყო, თუმცა ახლა რა თქმა უნდა, მეც იგივეს ვაკეთებ. ასევე დედაჩემი გატაცებული იყო მზისგან დამცავი კრემებით. მახსოვს, რა დროსაც არ უნდა წავსულიყავით სანაპიროზე, ან უბრალოდ მზიან დღეს გარეთ გავიდოდით, მას ყოველთვის თან ჰქონდა მზისგან დამცავი და ცდილობდა მეც მისნაირად მოვქცეულიყავი, თუმცა მე საკმაოდ ურჩი ვიყავი და არ მივყვებოდი მის მითითებებს.

საბოლოოდ, მე სხვა მიმართულებით მივდიოდი და ვცდილობდი გარუჯვას. რა თქმა უნდა ახლა მეც აქტიურად ვიყენებ და ვისურვებდი, უფრო ადრე მომესმინა მისთვის. როდესაც ვიზრდებოდი, დედაჩემს არასოდეს ჰქონია ნატურალური პროდუქტები, მაგრამ დედა თავისი სილამაზისთვის ყოველთვის „საკულტო პროდუქტებს“ ეძებდა, რადგან მას არ ჰქონდა ბევრი დრო და უწევდა პროდუქტების მოძიება. მე მხოლოდ საკულტო სუფთა პროდუქტს ვიყენებ, რადგან ქალები ახლა უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე ოდესმე. მე უბრალოდ მინდა ქალებმა იპოვონ საუკეთესოს საუკეთესო.“