LIFE

5 რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ ბედნიერი ქორწინება

5 რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ ბედნიერი ქორწინება

ქორწინება არის გადაწყვეტილება, რომელიც წყვილებს აძლიერებს, მაგრამ ასევე, ასუსტებს კიდეც. ერთად გატარებული დრო აძლიერებს კავშირებს, მაგრამ თანაცხოვრება და ყოველდღიურობის გაზიარება, შესაძლოა გამოწვევა აღმოჩნდეს. ქორწინება ნიშნავს ერთმანეთის ყველა დადებითი და უარყოფითი თვისების დანახვას, კარგისა და ცუდის სააშკარაოზე გამოტანას და იმ რეალობის დანახვას, რაც შეყვარებულობისას უხილავი იყო. სწორედ ამიტომ, წყვილისთვის ქორწინება ერთგვარი გამოწვევაა, განსაკუთრებით კი, თუ ახალდაქორწინებულებე ვსაუბრობთ.

1. შეთანხმდით სახლის წესებზე და გაიზიარეთ საოჯახო საქმეები 

5 რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ ბედნიერი ქორწინება

ერთი შეხედვით, ეს ძალიან არარომანტიკული ნაწილია, მაგრამ საქმეების კალენდრით დაწყებული, ძილის გრაფიკითა და პირადი საზღვრების განხილვით დამთავრებული, წყვილებმა კომპრომისი უნდა მიიღონ და დაადგინონ ერთად ცხოვრების წესები. ქორწინების მიუხედავად, პარტნიორები დამოუკიდებელი ადამიანები არიან, განსხვავებული ჩვევებითა და დღის წესრიგით.

კვლევების თანახმად დასტურდება, რომ დაქორწინებულ რესპონდენტთა 56% მიიჩნევს, წარმატებული ქორწინებისთვის საიდუმლო, საოჯახო საქმეების გაზიარებაა. ამ შემთხვევაშიც, იდეალური ვარიანტი, შესაძლებლობებისა და თავისუფალი დროის გათვალისწინებით, საოჯახო საქმეების დანაწილება და გრაფიკის შედგენაა.

2. ისაუბრეთ ფულზე 

5 რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ ბედნიერი ქორწინება

საქმეების მსგავსად, საყოფაცხოვრებო ხარჯებიც საერთო პასუხისმგებლობად უნდა ჩაითვალოს. წყვილებმა უნდა განიხილონ, ინდივიდუალური ხელფასის გათვალისწინებით, თუ როგორ აპირებენ გადასახადების გადახდას, ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნივთების შეძენას.

3. ისწავლეთ როგორ გაუმკლავდნენ ერთმანეთის აუტანელ ჩვევებს 

5 რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ ბედნიერი ქორწინება

რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ მის საყვარელ ადამიანს აუტანელი ჩვევები აქვს. მაგრამ როდესაც ერთად დაიწყებთ ცხოვრებას, ისინი სააშკარაოზე გამოვა. ამიტომ, უბრალოდ უნდა ისწავლოთ, როგორ მიიღოთ და აიტანოთ ის ჩვევები, რომლებიც გაღიზიანებთ. პირველ რიგში, ამაზე გულწრფელად უნდა ისაუბროთ და შემდეგ კომპრომისზე წახვიდეთ. შესაძლოა, გასარეცხი ჭიქის სასადილო მაგიდაზე დატოვების ნაცვლად, სარეცხ ნიჟარაში მოთავსება, არც ისეთი რთულია...

4. გამოყავით სივრცე დროის მარტო გასატარებლად 

5 რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ ბედნიერი ქორწინება

თანაცხოვრება არ ნიშნავს, რომ თქვენ ერთად უნდა გაატაროთ თითოეული წამი ერთად. დამოუკიდებლად სუნთქვა და მარტო ყოფნა კარგია ურთიერთობებისთვისაც. მარტოობა საშუალებას გაძლევთ ბევრ რამეზე დაფიქრდეთ, მათ შორის საკუთარ თავზე და პარტნიორზე. ეს დაგეხმარებათ, რომ ერთმანეთისთვის, უკეთესი პარტნიორები გახდეთ. თუ ცალკე ოთახის შესაძლებლობა არ გაქვთ, ამ შემთხვევაში მარტივი პირადი კუთხის მოწყობაც საკმარისია.

5. არ არის აუცილებელი, კონფლიქტები ძილის წინ მოაგვაროთ 

5 რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ ბედნიერი ქორწინება

დაიმახსოვრეთ, აუცილებელია, რომ სახლი იყოს ემოციურად უსაფრთხო და პოზიტიური გარემო, სადაც მშვიდად შეძლებთ დაძინებას. სოციალური ფსიქოლოგების რჩევა, რომ „არასოდეს დაიძინოთ გაბრაზებულმა“ - დრომოჭმულია. დღის ბოლოს, დაძაბული და ძალაგამოცლილი ადამიანები მეტად არიან მიდრეკილნი ნეგატიური რეაქციისკენ. უბრალოდ დააჭიროთ პაუზის ღილაკს და დაიძინეთ, საკითხის განხილვა კი, დილისთვის გადადეთ. კონფლიქტები უკეთ გვარდება, როდესაც პარტნიორები კარგ გონებრივ და ემოციურ ფორმაში არიან.