LIFE

სოფი ლორენის 10 საუკეთესო ციტატა სიყვარულსა და ცხოვრებაზე

სოფი ლორენის 10 საუკეთესო ციტატა სიყვარულსა და ცხოვრებაზე

ჭამაზე 

„ყველაფერი, რასაც ხედავთ - სპაგეტის დამსახურებაა“.

 დედობაზე 

„როდესაც დედა ხართ, თქვენ არასოდეს ხართ მარტო თქვენს ფიქრებში. დედამ ყოველთვის ორისთვის უნდა იფიქროს – თავისთვის და შვილისთვის“

სილამაზეზე

 „სილამაზე შინაგანი განცდაა, რომელიც ჩვენს თვალებში აისახება. ეს არ არის ფიზიკური მდგომარეობა“.

პრივილეგიაზე

”დაბადებისთანავე ორი დიდი უპირატესობა მერგო: პირველი - მე ვიყავი ჭკვიანი და მეორე - მე დავიბადე ღარიბ ოჯახში“.

სექსუალურობაზე 

„სექსუალურობა – მხოლოდ 50 პროცენტითაა ქალის მიმზიდველობა, დანარჩენ 50 პროცენტს მამაკაცების წარმოსახვა ავსებს“.

წარუმატებლობაზე 

”შეცდომები იმ გადასახადის ნაწილია, რომელსაც ადამიანი, სრულყოფილი ცხოვრებისთვის იხდის“. 

წარმატებაზე 

”რთულ პროფესიაში წარმატება, ძლიერ თავდაჯერებას მოითხოვს. ამიტომაა, რომ საშუალო ნიჭის, მაგრამ შინაგანი თავდაჯერების მქონე ადამიანი ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე ადამიანი, რომელსაც მხოლოდ დიდი ნიჭი აქვს“.

განათლებაზე 

”შეცდომაა იმის ფიქრი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, არასდროს არ უნდა ვისწავლოთ რაიმე ახალი”.

ტკივილზე 

”მე არასდროს მიცდია წარსული მოგონებების დაბლოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მტკივნეულია. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მალავენ თავიანთ წარსულს. ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა, დაგეხმარათ ის ადამიანი გამხდარიყავით, ვინც ახლა ხართ.”

მოდაზე 

„ქალის კაბა მავთულხლართიან ღობეს უნდა ჰგავდეს - ემსახურებოდეს თავის მიზანს, მაგრამ არ ფარავდეს იერსახეს“.