LIFE

3 ასპექტი, რომლის გარეშეც, სიყვარული ნამდვილი არ არის

3 ასპექტი, რომლის გარეშეც, სიყვარული ნამდვილი არ არის

ურთიერთობებში უფრო ადვილია იმის თქმა, თუ რა არ გამოდის, ვიდრე იმის აღნიშვნა, თუ რა მიდის კარგად. განსაკუთრებით კი უკვე დასრულებულ ურთიერთობებზე საუბრისას, ადამიანები პრობლემებს უფრო ხშირად აიდენტიფიცირებენ. 

მაგრამ წარსულში გამოცდილ პოზიტიურ ასპექტებზე ფოკუსირებისას, თქვენ შესაძლოა უფრო მარტივად შეძლოთ მიმდინარე დადებითი ასპექტების დანახვა. ამიტომ, სწორედ ისევე ხშირად უნდა ისაუბროთ ურთიერთობის პოზიტიურ მხარეებზე, როგორ აქტიურადაც იხსენებთ ნეგატიურს. 

იცით რომელია სიყვარულის 3 ძირითადი ასპექტი? ესენია: სიხარული, შინაგანი სიმშვიდე და ვნება.

1. სიხარული 

3 ასპექტი, რომლის გარეშეც, სიყვარული ნამდვილი არ არის

თქვენ ხვდებით, როდის განიცდით სიხარულს და ასევე, შეგიძლიათ მისი დანახვა სხვა ადამიანში. არ არსებობს ყალბი შინაგანი სიხარული. ჩვენ ყველანი ვეძებთ სიხარულს, როგორც ჩვენს ცხოვრებაში, ასევე სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. თუ თანდაყოლილი ბედნიერების განცდის უნარი დისბალანსშია, მაშინ ადამიანი ნეგატიური აზროვნებისკენაა მიდრეკილი. ამის პარალელურად კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერში პოზიტიურ მხარეს ხედავენ და ყოველდღიურად, ყოველწამიერად განიცდიან სიხარულსა და ბედნიერებას. 

რა ცხადყოფს სიხარულს? როგორ ვაღიაროთ ეს სიხარული?

დასაწყისისთვის საკმარისია ღიმილი, რომელიც თქვენს თვალებს ანათებს. მაგრამ შორიდანაც კი, შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ მხიარული ადამიანი მოსეირნობს ქუჩაში. ეს საოცარი შეგრძნებაა... და როდესაც საბოლოოდ, თქვენს წინ ხედავთ ამ განცდას, იწყებთ მის შეგრძნებას და იწყებთ სიხარულის დაგემოვნებას, ამის გარეშე აღარ შეგიძლიათ. შეუძლებელია ამ განცდის ვერ დანახვა, შეუძლებელია მისი აუღიარებლობა. 

თუ თქვენი ურთიერთობა ვერ განიჭებთ ბედნიერებისა და სიხარულის ყოვლისმომცველ განცდას, მაშინ დროა დაფიქრდეთ....

2. შინაგანი სიმშვიდე 

3 ასპექტი, რომლის გარეშეც, სიყვარული ნამდვილი არ არის

ყველა ადამიანი განიცდის ცხოვრებისეულ ტრაგედიას და ჩვენ, ყველანი ჩვენებურად ვუმკლავდებით ასეთ მომენტებს. თუ არსებობს დრამა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ უფრო მეტი დრამატიზმით, ან შეგვიძლია შევჩერდეთ და გადავაფასოთ.

შინაგანი სიმშვიდე ისაა, რაც ნებისმიერი ნეგატიური პროცესის რაციონალურ ანალიზში გეხმარებათ. შინაგანი სიმშვიდის მიღწევა ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა ამისთვის, ბევრი პრაქტიკაა საჭირო. ზოგიერთი იღბლიანი, ამ მდგომარეობაში იბადება, ხოლო ზოგი ცხოვრების სირთულეებში აღწევს შინაგან სიმშვიდეს. 

მაგრამ, ყველა ადამიანი, ამ განცდას პოულობს სიყვარულში. თუ ამ ურთიერთობაში შინაგანი სიმშვიდე ის არ არის, რასაც თქვენი პარტნიორის გვერდით გრძნობთ; თუ არ გაქვთ განცდა, რომ აქ დასვენება შეგიძლიათ და თუ ვერ განიცდით, როგორ ტოვებს ნებისმიერი შიში თუ შფოთი თქვენს სხეულს, მაშინ ეს სიყვარული ნამდვილი უბრალოდ არ არის.

3. ვნება 

3 ასპექტი, რომლის გარეშეც, სიყვარული ნამდვილი არ არის

რა გაიძულებთ დავალების დასასრულებლად ღამე გაათენოთ? რომელია ის განცდა, რომელსაც თქვენი მიზნებისკენ ჯიუტად მიყავხართ? რა გაძლევთ ცხოვრებისთვის საჭირო ენერგიას? დიახ, ეს არის ვნება. (და ამაში, მხოლოდ სექსუალური სურვილები არ იგულისხმება). 

თუ ეს ურთიერთობა არ გავსებთ მოტივაციით, არ გიბიძგებთ იყოთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია და ახალი მიზნებისკენ არ მიგაქანებთ, მაშინ გამოდის, რომ თავს საოცნებო „სიყვარულს“ აჯერებთ, მაგრამ რეალობაში სულაც არ განიცდით. 

ნამდვილი სიყვარული არის განცდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, სიცოცხლის უჩვეულო ხალისითა და მოტივაციით ავსებს.