თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ იღბალი, უბრალოდ, შემთხვევითია, მაშინ დროა აზრი შეიცვალოთ. არა, ჩვენ არ ვაპირებთ საუბარს ცრურწმენებზე!

რიჩარდ უაისმანი, ბრიტანელი ფსიქოლოგია, რომელმაც შეისწავლა ეს ფენომენი და დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია რეალურად მოვახდინოთ გავლენა იღბალზე. მიჰყევით მის რჩევებს და ისწავლეთ, თუ როგორ გახდეთ ყველაზე იღბლიანი ადამიანი!

ადამიანების უმეტესობისთვის იღბალი მოულოდნელი და განუსაზღვრელია. ეს არის ის, რისიც მათ ან სჯერათ, ან არა. მაგრამ რიჩარდ უაისმენის ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა ადამიანის შემთხვევაში არსებობს კონკრეტული ქცევები, ცხოვრების წესი და აზროვნება, რაც მათ იღბლიანობას განაპირობებს.

რიჩარდ უაისმანმა შეისწავლა იღბლის ფენომენი და გასაკვირი არ არის, რომ მან დაამტკიცა, ადამიანები არ იბადებიან იღბლით ან იღბლის გარეშე. მისი კვლევითი ნაშრომის, "იღბლიანი ფაქტორის" თანახმად, იღბალი არ არის ჯადოქრობა - ეს არის თქვენი დამოკიდებულება.

იღბლიანი ადამიანები უფრო გახსნილები, მომღიმარი და გულუბრყვილოები არიან, ხოლო უიღბლოები ღრმა შფოთვაში ცხოვრობენ, მუდამ გრძნობენ დაძაბულობას და არ არიან მზად სიახლეებისთვის. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ორივე ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შესაძლებლობებზე. ანუ, ყველაფერ იმაზე, რასაც ჩვენ იღბალს ვუწოდებთ.

მსოფლიოში წარმატებული ადამიანების რაოდენობის გასაზრდელად, ბატონმა უისემანმა იღბლის სკოლაც კი გახსნა. სადაც მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება, ტექნიკები და ხრიკები გაუზიარა. მზად ხართ ექსპერიმენტისთვის?

1. შესაძლებლობების მაქსიმალურად ზრდა

ჩვენ ყველანი ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ მათ ცხოვრებაში არსებულ მცირე შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ, ისინი არ არიან კარიერულად წარმატებულები, ვერ ხვდებიან შესაფერის პარტნიორს ან ვერ მისდევენ თავიანთ ოცნებებს. მაგრამ მთავარი პრობლემა არის მათი უყურადღებობა და რისკის შიში. ზედმეტად ფოკუსირება იმაზე, რაც გაქვთ (ან არ გაქვთ) თქვენს ცხოვრებაში, ხელს გიშლით მოიზიდოთ სიახლეები.

გახსენით თვალები და გონება. ნუ დაელოდებით მოვლენების თავისთავად განვითარებას. იყავით თქვენი ცხოვრების შემოქმედი და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების.

2. მოუსმინეთ შინაგან ხმას

იღბლიანი ადამიანები ყოველთვის უსმენენ იმ სიგნალებს, რასაც მათი სხეული და გონება აგზავნის. მათ იციან ამ მესიჯების სწორად წაკითხვა. უიღბლო ადამიანები კი, გამუდმებით აიგნორებენ გულისთქმას და ეშინიათ ინტუიციური გადაწყვეტილებების მიღება.

გაასუფთავეთ თქვენი გონება ყოველგვარი ეჭვისა და შფოთვისგან. შეეცადეთ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი და მიჰყევით სპირიტუალურ პრაქტიკებს - მაგალითად, არტ თერაპიასა ან იოგას.

3. გქონდეთ კარგის მოლოდინი

„იღბალი არის რწმენა იმისა, რომ გაგიმართლებთ“. ეს დამოკიდებულება ეხმარება ადამიანს შეინარჩუნოს ოპტიმისტური დამოკიდებულება. შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, რომ თავის მოტყუებაა, რადგან სამყარო სავსეა ნეგატიური მოვლენებით. გარკვეულწილად, დიახ, თქვენ მართალი ხართ. მაგრამ რადგან არ შეიძლება 100%-ით გჯეროდეთ, რომ არ გაგიმართლებთ, რატომ უნდა გქონდეთ მხოლოდ ცუდის მოლოდინი? უფრო მეტიც, პოზიტიური ფიქრი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ წარუმატებლობას და არ დანებდეთ.

4. შეცვალეთ თქვენი იღბალი

წვიმიან დღეს დატოვეთ ქოლგა სახლში? ეს არის სრულყოფილი მომენტი რომანტიკული მუსიკის მოსმენისა და ბუნებასთან დასაკავშირებლად! თქვენი საყვარელი მაისური გააფუჭეთ? იქნებ დროა განაახლოთ გარდერობი!

ასე ფიქრობენ იღბლიანი ადამიანები - ისინი უბრალოდ უარყოფენ უბედურების არსებობას. ფიქრობთ, რომ ისინი გიჟები არიან? ამ შემთხვევებში არ არსებობს ილუზია. ისინი თამაშობენ იმას, რისი მიღწევაც სურთ და როგორც შენიშნეთ, ყოველთვის უმართლებთ! ნუ გაჩერდებით ცუდ იღბალზე. იპოვეთ პოზიტივი ყველგან!