მართალია პატარა შავმა კაბამ, დიდი ხანია მოდის ისტორიაში დაიკავა ადგილი, თუმცა მისი კოლეგა, პატარა თეთრი კაბა, მსოფლიო აღიარების მიღმა დარჩა.

პატარა შავ კაბას, დიდების მოსაპოვებლად მეტი დრო ჰქონდა, თუმცა, პატარა თეთრი კაბის ისტორიაც მრავალ ათწლეულს ითვლის - ჯერ კიდევ 1955 წელს, მერლინ მონრომ დაუჯერებელი პოპულარობა მოიპოვა მისი წყალობით.

წლების განმავლობაში, ოსკარის წითელი ხალიჩა ვარსკვლავური თეთრი კაბების ნამდვილი საბადოა: მადონა, ელიზაბეტ ჰარლი და გვინეტ პელტროუ პატარა თეთრი კაბის ნამდვილი თაყვანისმცემლები არიან. აღარაფერს ვამბობთ პრინცესა დიანაზე - ვერსაჩეს პატარა თეთრი კაბა 90-იანების ნამდვილ სიმბოლოდ გადაიქცა.

მაშ ასე, გავიხსენოთ განუმეორებელი პატარა თეთრი კაბები მოდის ისტორიიდან და დიდებული ქალები, რომლებმაც ის აირჩიეს.

1. ელიზაბეტ ჰარლი ვერსაჩეს კაბით, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, 1995 წელი.

2. ოდრი ჰეპბერნი 50-იან წლებში.

3. ბიონსე სტელა მაკ კარტნის თეთრ კაბაში. ოსკარის წვეულება, 2015 წელი.

4. პრინცესა დიანა ვერსაჩეს ლეგენდარულ თეთრ კაბაში.

5. მადონა მერილინ მონროს იმიჯით. ოსკარის დაჯილდოების ცერემონია, 1991 წელი.

6. ნაომი უოტსი MET Gala-ზე, 2008 წელი.

7. გვინეტ პელტროუ კელვინ კლაინის თეთრ კაბაში, 1996 წელს.

8. მიშელ ობამა, საინაუგურაციო წვეულებაზე, 2009 წელი.

9. გრეის კელი, 1955 წელი.

10. უიტნი ჰიუსტონი, 1990 წელი.

11. ბიორკის დაუვიწყარი გედი-კაბა, ოსკარის დაჯილდოების ცერემონია. 2001 წელი.

12. ანჯელინა ჯოლის ჰოლივუდური გლამური, ოსკარის დაჯილდოების ცერემონია, 2004 წელი.

13. მერლინ მონრო - კაბა, რომელიც ყველას უყვარს, 1954 წელი.

14. რიანა 90-იანი წლების გლამურით.

15. ჰალი ბერი ელი სააბის კაბაში, ოსკარის დაჯილდოების ცერემონია, 2002 წელი.

16. ელიზაბეტ ტეილორი, 1958 წელი.

17. ლუპიტა ნიონგო კელვინ კლაინის მარგალიტებიანი კაბით.

18. მეგან მარკლი, ასევე, კელვინ კლაინის თეთრ კაბაში, 2019 წელი.

19. მიშელ პფაიფერი, 2009 წელი.