LIFE

როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ ტკივილს?

როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ ტკივილს?

არც ერთი ადამიანი არ არის იმუნური ემოციური ტკივილის მიმართ. ჩვენ, ყველანი ვწუხვართ და ვდარდობდით რაღაცის გამო. ეს ტკივილი, შესაძლოა, საბოლოოდ თავისთავად გაქრეს, მაგრამ არსებობს მიდგომა, რომელიც გვეხმარება რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ ცუდ პერიოდს. 

დაფიქრდით რა გტკივათ. საიდან მოდის ეს ტკივილი?

ზოგჯერ ტკივილი რთული რეალობიდან მოდის. სხვა დროს, ეს უბრალოდ ჩვენი აზროვნების პროდუქტია. 

ასეთ სიტუაციებში, თქვენ წარმოიდგენთ რაღაც საშინელს, რაც მომავალში უნდა მოხდეს. მაგრამ ის არ ხდება! ის შეიძლება არასოდეს მოხდეს! და მაინც, თქვენ განიცდით, როგორც ტანჯვის ნამდვილ წყაროს. შესაძლოა იმაზე ნერვიულობთ, რაც უკვე მოხდა და რისი შეცვლაც შეუძლებელია. ორივე შემთხვევაში, ეს არის აზრები, რომლებიც გაზიანებთ, მაგრამ მისი რეალური წყარო, მხოლოდ თქვენი გონებაა.

კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა მხოლოდ უარყოფითზე ორიენტირებაა. თუ, თითოეულ სიტუაციაში, ჩვენ მხოლოდ ცუდს დავინახავთ, მაშინ ტკივილის განცდას გავაძლიერებთ. თუ ჩვენ არ შეგვიძლია კარგის დანახვა, გამოდის, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა წარუმატებლობებით, შეცდომებითა და ტკივილებით. 

თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

ახლა დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე და გააანალიზეთ, რა მოგწონთ. ხედავთ რამდენი კარგი რამეა, რის გამოც მადლიერი უნდა იყოთ? მაშინაც კი, თუ ძალიან გიჭირთ კარგი მოვლენებისა თუ ამბების გახსენება, ბედნიერებისთვის ის მიზეზიც კი საკმარისია, რომ ახლა ფიქრი შეგიძლიათ, რომ ახლა, ჯერ კიდევ აქ ხართ... 

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს ურთიერთობები, უნარები, შესაძლებლობები და გამარჯვებები, რომელთა აღნიშვნაც ღირს! მადლიერების პრაქტიკა დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი აზროვნება და შეამციროთ ის ტკივილი, რომელსაც საკუთარ თავს, ნეგატივებზე ფოკუსირებით აყენებთ. 

გაიხსენეთ ის, რაც ცხოვრებაში ნამდვილად გიყვართ.

ცხადია, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ აღარასოდეს გეტკინებათ. ნეგატიური მოვლენები კვლავ აგრძელებენ არსებობას - კვლავ აღმოჩნდებით პრობლემების წინაშე და კვლავ დაკარგავთ იმას, რაც თქვენთვის ძვირფასია. 

მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ტკივილის ინტენსივობა. ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ იმაზე ფიქრი, რაც არ არის რეალური, რაც მხოლოდ ჩვენი აზროვნების პროდუქტია. ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ სამყაროს, როგორც ნეგატივის უზარმაზარი გროვის დანახვა, სამაგიეროდ ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა და აღმოვაჩინოთ, რომ ბევრად უკეთ ვართ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. 

„ბედნიერების გასაღები არის იმის ცოდნა, რომ თქვენ გაქვთ ძალა აირჩიოთ, რა უნდა მიიღოთ და რა უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან“.