1. დატენიანება აუცილებელი კომპონენტია

შემოდგომაზე ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობის დონე თანდათან იკლებს. ზუსტად ასევე იკლებს თქვენი კანის ტენიანობა და შედეგად, ჩნდება ახალი პრობლემა - სიმშრალე. ამას შემდეგ, კომპენსაციისთვის კანი ჭარბი ცხიმის გამოყოფას იწყებს. რაც გამონაყარის ძირითადი მიზეზია. ამიტომაც, აუცილებელია დატენიანებაზე ზრუნვა, თუმცა არა მხოლოდ გარეგნულად.

მიიღეთ მეტი წყალი, მეტი დამატენიანებელი საკვები, შეიძინეთ სპეციალური შრატები და მსუყე დამატენიანებლები. გამოიყენეთ ისეთი პროდუქტები, რომლის ინგრედიენტებიც მაგნიტივით იზიდავენ წყალს. მაგალითად, ჰიალურონის მჟავა და გლიცერინი.

2. შეცვალეთ მსუბუქი დამატენიანებლები სქელი კრემებით

ზაფხულში, როდესაც საქმე დამატენიანებელს ეხება, უპირატესობა თხელ ფაქტურას უნდა მიანიჭოთ. ეს იმიტომ, რომ სეზონი ნოტიოა და ჰაერიც მეტად ტენიანი. თუმცა ზამთრის თვეების მოახლოებასთან ერთად, დროა გადახვიდეთ სახის სქელ, მსუყე კრემზე, რომელიც არამხოლოდ ატენიანებს, არამედ წარმოქმნის დამცავ ბარიერს.

გამოიყენეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ დამარბილებელ საშუალებებს: ბუნებრივ ზეთებს, შის კარაქს, კერამიდებსა და ცხიმოვან მჟავებს.

3. არ დაივიწყოთ მზისგან დამცავი საშუალებები

ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო რჩევაა მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ყოველდღე. თქვენ უნდა გამოიყენოთ SPF პროდუქტები ნებისმიერ ამინდში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

მაშინაც კი, როცა ქარია, თოვს ან წვიმს, მაინც გჭირდებათ SPF, რადგან მზის მავნე სხივები ღრუბლიან ამინდშიც ახერხებენ კანის დაზიანებას.

4. შეამცირეთ ამქერცლავი პროდუქტების გამოყენება

ამქერცლავი ინგრედიენტები, როგორიცაა AHA და BHA, ძალიან სასარგებლოა თქვენი კანისთვის. მაგრამ, ასევე, მათ შეუძლიათ გაზარდონ მგრძნობელობა, შედეგად კი გამოიწვიონ გაღიზიანება და სიწითლე. შემოდგომის თვეებში, როდესაც კანი ისედაც სტრესშია, რეკომენდებულია შეამციროთ ქიმიური ამქერცლავების და სხვა ძლიერი აქტიური ინგრედიენტების გამოყენება.

ეს არის დრო, როცა უნდა დაისვენოთ თქვენი კანი ინტენსიური პროცედურებისგან და ყურადღება გაამახვილოთ დატენიანებასა დაცვაზე. შეგიძლიათ გააგრძელოთ ნაზი ამქერცლავის გამოყენება, მაგრამ თავიდან აიცილეთ ზედმეტი აქერცვლა.

5. ტუჩებსაც სჭირდებათ სიყვარული

კანთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რომელსაც ბევრი ადამიანი განიცდის, არის ტუჩების სიმშრალე. ყოველთვის თან ატარეთ ტუჩის ბალმი, იქნება ეს ჩანთასა თუ ჯიბეში. დაიმახსოვრეთ, არასოდეს დაგეზაროთ მისი გამოყენება!

ეს არა მხოლოდ დაატენიანებს თქვენს ტუჩებს, არამედ დაიცავს გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. პროფესიონალური რჩევა? მოძებნეთ ტუჩის ბალზამი SPF-ით, რადგან ტუჩებს, სახის კანის მსგავსად ესაჭიროება მზისგან დაცვა.