თითქმის ორწლიანი COVID-19 პანიკის შემდეგ, ბუნებრივია თუ იმაზე ბევრს ტირით, ვიდრე ადრე - სანამ სიტყვები კარანტინი და სოციალური დისტანცია რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენდა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კარგი, ემოციური ტირილი ათავისუფლებს ოქსიტოცინს და ენდორფინებს. ამიტომაცაა, რომ ტირილის შემდეგ, განახლებისა და სიმშვიდის გრძნობა გეუფლებათ.

მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისთვისაც ტირილი ადვილი სულაც არ არის. მაგრამ ამასთანავე, არსებობენ კარგი ფილმები, რომლებსაც ცრემლების გარეშე, უბრალოდ ვერ უყურებთ...

1. პატარა ქალები, 2019 წელი

ოთხი დის ისტორია, რომლებიც დედასთან ერთად მძიმე დროებას უმკლავდებიან - ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ოჯახის უფროსი ბრძოლის ველზე გადაიკარგა, პატარა ქალები კი ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან. მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, გოგონები დანებებას არ აპირებენ, რადგან მათ სიყვარულის და ბედნიერების სჯერათ.

ბევრი სპოილერის გარეშე - ესაა ფილმი, რომელიც შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ ტკივილს, სიყვარულით უნდა გაუმკლავდეთ...

2. იჩქარე შეიყვარო, 2002 წელი

ჩვენ გაფრთხილებთ: არასოდეს დაჰპირდეთ ადამიანს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ. განსაკუთრებით კი, არ დაჰპირდეთ, რომ მას არ შეიყვარებთ...

3. თავდაყირა, 2015 წელი

11 წლის რაილის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. ეს ემოციები ეხმარებიან გოგონას ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში. ერთხელაც, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და სწორედ აქ ჩნდება სხვა პრობლემები, ვინაიდან გოგონას თითოეულმა ემოციამ ცალ-ცალკე გადაწყვიტა, მისი დახმარება.

ეს ის იშვიათი ფილმია, რომელიც ბავშვებსაც და უფროსებსაც ერთნაირად მოსწონთ.

4. უბის წიგნაკი, 2004 წელი

შევძლებთ კი ვისაუბროთ სევდიან ფილმებზე, „უბის წიგნაკის“ გარეშე? ან შევძლებთ კი არ ვიტიროთ, როდესაც მოვისმენთ ფრაზას - „ეს არ დასრულებულა“?

5. ბედის ვარსკვლავის ბრალია, 2014 წელი

ესაა ფილმი თინეიჯერ ონკო პაციენტებზე, მათ სიყვარულსა და ბედისწერაზე... ესაა ფილმი, რომელიც ყველა ნახვაზე აგატირებთ...

6. ტიტანიკი, 1997 წელი

მოდით, უკომენტაროდ შევეგებოთ შემდეგ ფილმს...

7. მედისონის ოლქის ხიდები, 1995 წელი

ჩვენ გპირდებით,რომ ვერავინ შეძლებს თქვენს ატირებას ისე, როგორც მერილ სტრიპი. ესაა რომანტიკული დრამა დიასახლისზე, რომელიც რომანს მოგზაურ ფოტოგრაფთან გააბამს...

8. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება, 2004 წელი

სანამ ამ ფილმის ყურებას გადაწყვეტდეთ, იქნებ დაფიქრებულიყავით, შესაძლებელია კი, საყვარელი ადამიანის დავიწყება?

9. ქორწინების ისტორია (2019)

„ქორწინების ისტორია“ ნოა ბაუმბახის, კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული რეჟისორის, ძალიან მწვავე და ამავე დროს თანაგრძნობით სავსე ფილმია წარუმატებელ ქორწინებასა და მის შენარჩუნებაზე...

10. მონანიება, 2007 წელი

შეიძლება ეს ფილმი ცნობილია თავისი ლამაზი კადრებითა და შეუდარებელი მწვანე კაბით, მაგრამ ესაა ფილმი განწირულ სიყვარულზე, განშორებაზე, ტკივილზე, სევდასა და რა თქმა უნდა, მონანიებაზე...

11. ფორესტ გამპი, 1994 წელი

ესაა კლასიკა, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია პოპულარობას არ კარგავს. ესაა საოცარი ფილმი, რომელიც ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს...