9 რამ, რაც ყველა ჭკვიანმა ქალმა უნდა გააკეთოს, სანამ 40 წლის გახდება
- 11.11.2021
30-იანი წლები ზღაპრული პერიოდია - თქვენ მეტად იცნობთ საკუთარ თავს, დამკვიდრებული ხართ საზოგადოებასა თუ კარიერაში, აღარ ხართ დამწყები ან „ახალგაზრდა“, მაგრამ ჯერ კიდევ საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ გარისკოთ.
ფაქტია, რომ ამ ასაკში უფრო თავდაჯერებული ხართ, ვიდრე 20 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანი სულაც აღარაა ისეთი ახალგაზრდული...ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გაინტერესებთ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა, თანაც ახლა უკვე იცით, ვინ ხართ და საით მიდიხართ.
1. ნუ შეგეშინდებათ ხელფასის მომატების მოთხოვნის
თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, ამიტომ რატომაც არა? გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თქვენს სფეროში ან გარკვეულ თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ, იმსახურებთ უფრო მეტ შემოსავალს. მოითხოვეთ დაწინაურება და მიიღეთ ის ხელფასი, რომელიც ახლა გსურთ ახლა.
თუ კონკრეტულად ეს კომპანია უარს ამბობს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, დაიმახსოვრეთ, არსებობს უამრავი სხვა კომპანია, რომელიც სიამოვნებით დათანხმდება თქვენთან თანამშრომლობის შეთავაზებას, თანაც, თქვენივე პირობებით...
2. მოხიბლეთ ასაკით უმცროსი მამაკაცი
როდესაც 21 წლის ხართ, სულაც არ მოგწონთ თქვენი ასაკის ბიჭები. მაგრამ რაც მეტად იზრდები, მით მეტად აფასებთ მათ მსოფლმხედველობასა და ენერგიას. თქვენი თავდაჯერება და გამოცდილება ამცირებს ასაკობრივ მანძილს და მათ აღაფრთოვანებს. თუ მარტოხელა ხართ, აუცილებლად დაიწყეთ რომანი ახალგაზრდა მამაკაცთან.
3. გახდით თქვენი თავის საუკეთესო ვერსია
თუ შვილების გაჩენა გსურთ, დროა თქვენთვის სასურველი, ჯანსაღი და ძლიერი სხეულის შექმნაზე იმუშაოთ. თუ ამას ახლავე დაიწყებთ, მაშინ მთელი ცხოვრება სხვებზე ენერგიული და ბევრად ახალგაზრდა იქნებით. თანაც, ჯანმრთელი! ეს კი ჯანმრთელი ბავშვების გაჩენის აუცილებელი პირობაა.
ხოლო თუ უკვე გყავთ შვილები და ბოლო რამდენიმე წელია თქვენს ძველ სხეულს მისტირით, მაშინ უფრო მეტი სტიმული გაქვთ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია. თუ არა ახლა, მაშინ როდის?
4. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ და შეისწავლეთ სამყარო
ხელი მოჰკიდეთ მეგობარსა ან პარტნიორს (ბავშვები ბებიას დაუტოვეთ) და წადით საზღვარგარეთ, რათა განიცადოთ რაიმე ახალი. ისიამოვნეთ ახალი კულტურით, ახალი შთაბეჭდილებებითა და ახალი სამყაროთი!
5. დანერგეთ კანის მოვლის რუტინა
თქვენ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ დაბერება, მაგრამ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეანელოთ ის...
6. აკონტროლეთ მკერდის ჯანმრთელობა
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ოჯახში არსებობს მკერდის კიბოს ისტორია. ნუ დაელოდებით კონკრეტულ ასაკსა თუ სიტუაციას, დღესვე მიმართეთ პროფესიონალებს და ყოველწლიურად გადააკონტროლეთ მკერდის ჯანმრთელობა!
7. თუ შვილი არ გყავთ, გაყინეთ თქვენი კვერცხუჯრედები
თუ მარტოხელა ხართ, არც შვილი გყავთ და 30-ს თითქმის ათი წელია გადააბიჯეთ, გაყინეთ თქვენი კვერცხუჯრედები...
8. გათავისუფლდით ტოქსიკური ურთიერთობებისგან
უაზრო ქორწინებაში ხარ? ახლავე გადადგით ნაბიჯი დაშორებისკენ! თქვენ ჯერ კიდევ უამრავი დრო გაქვთ ახალი ურთიერთობის დასაწყებად. სხვა შემთხვევაში, იმაზე მალე დაბერდებით, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ. ხოლო თუ შვილებიც გყავთ, კიდევ უფრო სწრაფად წადით - ბავშვებს არ სჭირდებათ ტოქსიკურ ოჯახში ცხოვრება.
9. მოაწყვეთ შიშველი ფოტოსესია
დააყენეთ კამერა შტატივზე, მიმართეთ ერთგულ მეგობარს ან ჩანიშნეთ პროფესიონალური ფოტოსესია... შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ თქვენ უნდა დატკბეთ საკუთარი სხეულის მშვენიერებით და საბოლოოდ დაიჯეროთ, რომ ყველაზე სექსუალური ქალი ხართ!
თემები: თავის მოვლა, ასაკი, ქალები, 40 წელი