1. მეგან მარკლი იოგას ვარჯიშობს
ყოფილი სასექსის ჰერცოგინიას თქმით, თითქმის მთელი ცხოვრებაა, ის იოგას ვარჯიშობს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ ფაქტით ბედნიერია, მეგანი აღიარებს, რომ თავდაპირველად, ვარჯიში სულაც არ მოსწონდა. თუმცა რადგანაც დედამისი იოგას ინსტრუქტორია, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.
2. დედოფალ ელისაბეტს შავი შოკოლადი უყვარს
ყოფილი სამეფო შეფის თქმით, დედოფალს უყვარს შავი შოკოლადი. თუმცა, ის არ არის სხვა სახის შოკოლადის დიდი გულშემატკივარი. ის უპირატესობას ისეთ შოკოლადს ანიჭებს, რომელშიც კაკაოს შემცველობა 60%-ზე მეტია. ცნობილია, რომ შავი შოკოლადი რძიანი ან თეთრი შოკოლადის ბევრად უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა და მას აქვს მრავალი სარგებელი აქვს - ის ამცირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას.
3. ქეით მიდლტონი უპირატესობას უმ ხილ-ბოსტნეულს ანიჭებს
კემბრიჯის ჰერცოგინია ხილისა და ბოსტნეულის დიდი მოყვარულია. თუმცა მისი ფავორიტებია გოჯი ბერი და საზამთრო. უმი საკვების ხშირი მიღება, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის, თქვენს სხეულს საშუალებას აძლევს მიიღოს მეტი საკვები ნივთიერებები და, შესაბამისად, შეგმატოთ მეტი ენერგია.
4. პრინცესა ბეატრისი პროფესიონალი მორბენალია
პრინცესა ბეატრისი პირველი ადამიანია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში, რომელმაც ლონდონის მარათონზე გაირბინა. მას შემდეგ, მან ბევრ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, უმეტესად კი, საქველმოქმედო მიზნებისთვის.
5. პრინც ჩარლზის საყვარელი საუზმე კვერცხია
კვერცხის ცილა, ვიტამინის B2-ისა და სელენის შესანიშნავი წყაროა და, შესაბამისად, იდეალური საკვები პროდუქტია.
6. პრინცესა შარლოტას ზეთისხილი უყვარს
კემბრიჯის ჰერცოგინია ამბობს, რომ შარლოტას ძალიან უყვარს ზეთისხილი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა პრინცესას არჩევანი შეიძლება ცოტათი უჩვეულო იყოს მისი ასაკისთვის, ზეთისხილი მარილიანი საჭმლის შესანიშნავი ალტერნატივაა. ის მდიდარია E ვიტამინითა და სხვა ანტიოქსიდანტებით.
7. პრინც უილიამი ცოტა ხანს, თუმცა ინტენსიურად ვარჯიშობს
პრინცი უილიამი კარგ ფორმას 11 წუთიანი ვარჯიშის წყალობით ინარჩუნებს, რომელიც არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას და კანადის სამეფო საჰაერო ძალებისთვისაა შემუშავებული. ეს რუტინა კი ბაბუისგან, პრინცი ფილიპისგან ერგო მემკვიდრეობით.
8. პრინცი ჰარი ახლადდაწურული, ცოცხალი წვენების მოყვარულია
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეგანთან ურთიერთობის შემდეგ, პრინცი ჰარი, ბევრად უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მას უყვარს დილით ადრე გაღვიძება, ვარჯიში და ახლადდაწურული, ცოცხალი წვენების მიღება.
9. პრინცესა დიანა ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ვარჯიშობდა
მისი პირადი მწვრთნელის თქმით, პრინცესა დიანა არ ვარჯიშობდა მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად, არამედ გონებრივი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. რეგულარულ ვარჯიშს გონებისთვის უამრავი სარგებელი მოაქვს. ის ამცირებს შფოთვისა და სტრესის დონეს, აუმჯობესებს ძილის ხარისხის და შედეგად, მეხსიერებას.
თემები: პროდუქტები, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, საკვები, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი