LIFE

დაათვალიერეთ ნატალი პორტმანის თანამედროვე ვილა, რომლის ღირებულებაც 8 მლნ $-ია

თუ ოდესმე, ნატალი პორტმანს ლოს-ანჯელესის აურზაურისგან თავის დაღწევა დასჭირდება, მას უკვე აქვს შესანიშნავი სამალავი.

უძრავი ქონების ამერიკული პლატფორმის, Trulia მიხედვით, მსახიობმა ახლახანს შეიძინა სახლი მონტესიტოში, სანტა ბარბარას ოლქში, კალიფორნიის სანაპიროზე. ულტრათანამედროვე სივრცე, რომელიც სანტა ბარბარას ცნობილმა არქიტექტორმა, ბარტონ მაიერსმა დააპროექტა, 10,4 ჰექტარზეა გადაჭიმული. ცნობილია, რომ მსახიობმა აღნიშნულ ვილაში 6,5 მილიონი $ გადაიხადა.

საცხოვრებელი სივრცე მოიცავს 1300 კვადრატულ მეტრს და აშენებულია ფოლადისგან, მინისა და ბეტონისგან. სახლში შეხვდებით თანამედროვე სამზარეულოს, ოთხ საძინებელ ოთახს და ხუთ ლუქს სააბაზანოს. სახლი აყვავებულ მწვანე ხეებსა და ბუჩქებშია ჩაფლული. დიახ, ესაა ნამდვილი ოაზისი წყნარი ოკეანის სანაპიროზე. 

დაათვალიერეთ ნატალი პორტმანის თანამედროვე ვილა, რომლის ღირებულებაც 8 მლნ $-ია

სახლი აშენებულია გორაკის ფერდობზე, რომელიც ოკეანისკენ ეშვება. ხოლო უკანა მხარეს, იატაკიდან ჭერამდე ფანჯრებია ჩაშენებული - წყნარი ოკეანის ულამაზესი ხედების სანახავად. საცურაო აუზი, ქვის ელემენტები, მწვანე საფარი და უზარმაზარი გასართობი ადგილი, გარე ბუხარი, გარე სამზარეულო ბარით და სასადილო ზონით - ეს ღია სივრცის მარგალიტებია!

ვარსკვლავებით მოჭედილი მონტესიტო, ისეთი ცნობილი ადამიანების საცხოვრებელი ადგილია, როგორებიც არიან ელენ დეჯენერესი და ოპრა უინფრი. როგორც მიხვდით, ნატალი პორტმანს ძალიან კარგი მეზობლები ეყოლება!