LIFE

დაუჯერებელია, მაგრამ ამ ვარსკვლავებს, შესაშური განათლება აქვთ მიღებული!

დაუჯერებელია, მაგრამ ამ ვარსკვლავებს, შესაშური განათლება აქვთ მიღებული!

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ადამიანმა, შესაძლოა კარიერის შეცვლა გადაწყვიტოს. და ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენმა საყვარელმა ვარსკვლავებმაც, ოდესღაც კარიერა შეიცვალეს და გლამურული ცხოვრება აირჩიეს. მაგრამ, რას სწავლობდნენ ისინი, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანები გახდებოდნენ?  
 

  1. ნატალი პორტმანი ფიქრობდა, რომ ფსიქოლოგი გამოვიდოდა



ყველა თანხმდება, რომ ნატალი პორტმანი გასაოცარი მსახიობი და უბრალოდ, ულამაზესი ქალია. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის იმდენად ჭკვიანია, ფსიქოლოგის ხარისხი, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ჰარვარდში აქვს მიღებული!
  1. ემა უოტსონ კი, ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტია



ჰერმიონ გრეინჯერი, რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე გენიოსია, როგორც მისი პერსონაჟი. ემა უოტსონმა, ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტის ხარისხი ბრაუნის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ოქსფორდში, ვორესტერის კოლეჯში რამდენიმე კურსიც გაიარა.
 
  1. ეშტონ კატჩერი ოცნებობდა, რომ ბიოქიმიის ინჟინერი გამხდარიყო!



ვინ დაიჯერებს, რომ ვარსკვლავბიჭუნა აიოვას უნივერსიტეტში ბიოქიმიის ინჟინერიას ეუფლებოდა? მას სწავლა არ დაუსრულებია და არც დიპლომი მიუღია, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ეს პროფესია აირჩია, უბრალოდ გასაოცარია - მსახიობი ოცნებობდა, რომ დაავადებული ტყუპი ძმისთვის, გულის წამალი შეექმნა!  
 
  1. მისტერ ბინის ელექტრო ინჟინერიაში მაგისტირს ხარისხი აქვს



დიახ, სანამ მისტერ ბინი გახდებოდა, როუენ ატკინსონი ბრწყინვალე ელექტრო ინჟინერი იყო. თანაც, მაგისტრის ხარისხი ოქსფორდში, დედოფლის კოლეჯში მიიღო და დოქტორის ხარისხის მიღებაზეც დაიწყო ფიქრი. როგორც ჩანს, ამ მიზნის მიღწევაში, ხელი სამსახიობო კარიერამ შეუშალა!
  1. მეგან მარკლის ორმაგი ხარისხი აქვს - თეატრმცოდნეობასა და საერთაშორისო ურთიერთობებში


სანამ ცნობილი მსახიობი და სასექსის ჰერცოგინია გახდებოდა, მეგან მარკლი ორმაგი სპეციალობით სწავლობდა ნორთვესტერნის უნივერსიტეტში. დიპლომის მიღების შემდეგ კი, სტაჟირება არგენტინის საელჩოში გაიარა.
 
  1. ჯონ ლეჯენდი ინგლისური ენის სპეციალისტია!



შესაძლოა ჯონ ლეჯენდის ხსენებაზე მხოლოდ რომანტიკული სიმღერები გახსენდებათ, მაგრამ, მისი აკადემიური მიღწევები ნამდვილად შთამბეჭდავია! ის პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, თანაც აფრო-ამერიკული ლიტერატურის სპეციალობითა და ინგლისური ენის ხარისხით. აღსანიშნავია, რომ სანამ ამ უნივერსიტეტში გადაწყვეტდა სწავლას, მან ისეთი ელიტური სასწავლებლების სტიპენდიები მოიპოვა, როგორებიცაა ჰარვარდი და ჯორჯთაუნი.  
  1. რებელ უილსონი, განათლებით იურისტია



დიახ, ყველასთვის საყვარელი კომიკოსი, რებელ უილსონი, სამართლის ბაკალავრის ხარისხს ფლობს - მან განათლება სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში მიიღო.
 
  1. სინდი კროუფორდს სურდა, რომ ქიმიური ინჟინერი გამხდარიყო



სკოლის დასრულების შემდეგ, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის დაფინანსებაც მოიპოვა… სწავლა რატომ არ გააგრძელა? იმიტომ, რომ ის სუპერმოდელადაა დაბადებული!
 
  1. კორტნი კარდაშიანი კი, ესპანური ენისა და სამსახიობო ხელოვნების სპეციალისტია



ვინ იფიქრებდა, რომ ყველაზე გლამურული კორტნი კარდაშიანი, ბეჯითი მოსწავლე იქნებოდა. მაგრამ ის 2 წლის განმავლობაში, არიზონას უნივერსიტეტში ეუფლებოდა სამსახიობო ხელოვნებას და პარალელურად, ესპანური ენის მიმართულებით, მეორე სპეციალობაც მიიღო.