LIFE

წარმატების ფარული მხარე: ვარსკვლავები პოპულარობის შესახებ გულახდილად საუბრობენ

წარმატების ფარული მხარე: ვარსკვლავები პოპულარობის შესახებ გულახდილად საუბრობენ

კამერონ დიასი




„ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი ეპიდემია - ყველას ჰგონია, რომ თუ ცნობილი გახდება, საბოლოოდ ბედნიერი იქნება. უცნობი ადამიანები ხშირად მეუბნებიან - ინდა ცნობილი გავხდე, მე კიდევ ვფიქრობ - კი მაგრამ, რატომ?

მე მსახიობი იმიტომ არ ვარ, რომ ცნობილი ვიყო. ეს მხოლოდ ჩემი საქმის ნაწილია. თუ შენ იმისთვის გინდა საზოგადოების ყურადღება, რომ საკუთარი ღირებულება დაინახო, მაშინ არასოდეს იქნები ბედნიერი. ნამდვილი ბედნიერება საკუთარი თავის ერთგულებაშია“.
 

ჯასტინ ბიბერი



„13 წლის ბიჭმა პატარა ქალაქიდან, მთელი მსოფლიოს ყურადღება და აღიარება მოვიპოვე. მე მქონდა უამრავი ფული და რეალურ სამყაროსთვის საჭირო ნულოვანი უნარები. ეს კი, ძალიან საშინელი კონცეფციაა ყველასთვის. 20 წლის ასაკში მივიღე ყველა ცუდი გადაწყვეტილება, რისი მიღებაც შემეძლო. ამან თითქმის გამანადგურა“.
 

ჯენიფერ ლოურენსი


„როდესაც ადამიანები განსხვავებულად გექცევიან, მაგრამ შენ თავს განსხვავებულად არ გრძნობ, ეს ერთგვარი გაუცხოებაა. გრძნობ, რომ თითქოს ზოოპარკის ცხოველ ხარ“.

ეონარდო დიკაპრიო




„იყო ცნობილი იმდენად არარეალური განცდაა, რომ ვიდეო თამაშში ყოფნას ჰგავს. თუმცა, მსახიობობის დატოვება რომ მდომებოდა, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. მიყვარს ფილმებში თამაში, თავს იღბლიან ადამიანად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რომ ამას ვაკეთებ. ამისთვის ნამდვილად მიღირს პირადი ცხოვრების გაწირვა.

მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უფრო რთული სამუშაო აქვთ და მათ შესასრულებლად, საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ. მე არ ვწუწუნებ, რომ ცნობილი ვარ, რადგან მაქვს არჩევანი - გავჩერდე მაშინ, როცა მომინდება“.

ბრედ პიტი




„90-იან წლებში, საზოგადოების მთელი ყურადღება, ჩემკენ იყო მომართული.  ეს ნამდვილად არასასიამოვნო იყო ჩემთვის - მოლოდინებისა და კრიტიკის ნიაღვარი. საბოლოოდ, განდეგილად გადავიქეცი.

წარმოიდგინეთ, პატარა, დამფრთხალი გოგონა, რომელიც მშობლებთან ერთად მიდის ქუჩაში - ცნობადობა სწორედ ამას ნიშნავს.

ლედი გაგა




„დღეების განმავლობაში ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა, გაღიმება და სელფების გადაღება - გრძნობ, რომ მუდმივად ვიღაცის ზედამხედველობის ქვეშ ხარ. მე არ მომწონს, როდესაც მხოლოდ ფულის გამოსამუშავებელი მანქანა ვხდები.

ამიტომ დავიწყე იმ ღონისძიებებსა და პროექტებზე უარის თქმა, რომელიც ჩემთვის ღირებული არ იყო. ნელ-ნელა გამახსენდა ვინ ვიყავი. საბოლოდ მივხვდი, რომ მე არ შევცვლილვარ, მე ვიცნობ ჩემს თავს და მე ჩემი თავის ერთგული ვარ“.