LIFE

თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა მომართული, მაშინ ეს წაიკითხეთ

თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა მომართული, მაშინ ეს წაიკითხეთ

ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომელიც გამუდმებით ცდილობენ ჩვენთვის ზიანის მოყენებას და ჩვენს დამარცხებას. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება შეგვემთხვას, ისაა, რომ დავიჯეროთ - ყველა ადამიანი ჩვენს წინააღმდეგაა მომართული.


რატომა ეს პრობლემა? როდესაც გვჯერა, რომ სხვა ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, ეს ხელს გვიშლის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ურთიერთობები ადამიანის ცხოვრების მთავარი ელემენტია. ის არა მხოლოდ აადვილებს მუშაობის პროცესს, არამედ გვეხმარება განტვირთვასა და ცხოვრებით ტკბობაში.

როდესაც ყოველთვის თავდაცვით მდგომარეობაში ვართ, ყველა ადამიანს ეჭვის თვალით ვუყურებთ და მათგან ცუდს ველოდებით. შესაბამისად, ვერ ვახერხებთ ჯანმრთელი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ფორმირებას. სინამდვილეში, ჩვენი წარმატების ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვიცნობთ და ვისთვის შეგვიძლია დახმარების თხოვნა.

თავს მსხვერპლად ნუ წარმოაჩენთ. როდესაც ამას აკეთებთ, მაშინ სხვებზე დამოკიდებული ხდებით. დააკვირდით, თუ თავს ასე აღიქვამთ, გამოდის, რომ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, აძლევთ უფლებას გაგტეხონ და გადაგიარონ, თითქოს, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ბედნიერებაზე, არანაირი კონტროლის მექანიზმი არ გაქვთ.

თავის მსხვერპლად წარმოჩენა, თითქოს ყველა ადამიანი, მთელი სამყარო, თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მარტივი გზა.

თუ ასე ფიქრობთ, მაშინ, თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებთ. გარკვეულწილად, შესაძლოა ეს კარგი გამოსავალი იყოს - თქვენ არ იღებთ პასუხისმგებლობას წარუმატებლობაზე. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ საკუთარი შეცდომებზე ვერ სწავლობთ, რომ არ მოქმედებთ, რომ წინ არ მიდიხართ...  

ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი ყველას ნდობა. თუმცა, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება სხვების მიმართ მანამ, სანამ ისინი ამას იმსახურებენ, დადებითი ცხოვრებისეული ცვლილებების გარანტიაა.

საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე - წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის აღება, დიდი ცვლილებების, ზრდისა და განვითარების ერთადერთი წინაპირობაა. ის გვაძლევს საშუალებას, რომ დავინახოთ ყველა შესაძლებლობა, ვიამაყოთ ჩვენი წარმატებით და რაც მთავარია, გამოვიდეთ მუდმივი ბრძოლის რეჟიმიდან.

მიეცით საკუთარ თავს უფლება აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე და შეწყვიტეთ თქვენს გარშემო მტრების ძებნა. ეს აუცილებლად გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას და გააფართოვებს თქვენს მსოფლმხედველობას.

როდესაც სამყაროს უფრო პოზიტიურად აღიქვამთ, სხვა ადამიანებიც იმავე დამოკიდებულებით გპასუხობენ. მიეცით მათ საშუალება გაგაოცონ და დაგანახონ მეგობრული სამყაროს ყველა შესაძლებლობა. მაგრამ ყველაზე მეტად, მიეცით საკუთარ თავს შანსი, აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება.