LIFE

6 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი განსაკუთრებულად

6 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი განსაკუთრებულად

თვითკრიტიკა, რათქმაუნდა საჭიროა, მაგრამ, როგორც ყველაფერს, მასაც აქვს საზღვარი. ჩვენს თვითშეფასებაზე ბევრი გარემო ფაქტორი მოქმედებს, ამიტომ, თვითკრიტიკის მეშვეობით მისი საბოლოოდ განადგურება დაუშვებელია. ჩვენ სიყვარულს სწორედ გარესამყაროსგან ვსწავლობთ, ანუ იმ ადამიანებისგან, რომლებიც პირველად გვაგრძნობინებენ რას ნიშნავს, გიყვარდეს ვინმე. გახსოვდეთ, თუ ვინმესგან სიყვარულს ვიმსახურებთ, ეს პირველ ყოვლისა, საკუთარი თავია. 

TREND. გთავაზობთ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რის გამოც, ადამიანებს საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს, რის გამოც, სამყაროს შეგვიძლია ცენტრიდან ვუყუროთ და ვიყოთ ყველა სხვა ადამიანის თანასწორი. მიჰყევით ჩვენს ჩამონათვალს და გახსოვდეთ, სიყვარული საკუთარი თავიდან იწყება! 

1. განსაკუთრებული ხარ 

6 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი განსაკუთრებულად

გახსოვდეს, შენ შენ ხარ! და შეგეძლო, ყოფილიყავი ნებისმიერი სხვა ადამიანი, ისინი სხვები რომ არ ყოფილიყვნენ! საკუთარ თავში, სასურველია, გიყვარდეს შენი განსაკუთრებულობა! იყავი ბედნიერი იმით, რომ შენი იდენტური არავინაა! 

2. თქვენ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფლობთ

6 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი განსაკუთრებულად

თითოეული ადამიანი განსაკუთრებული სწორედ მისი შესაძლებლობების წყალობით ხდება! მთავარია იპოვოთ საკუთარ თავში, თუნდაც მარტივი და უმნიშვნელო საქმეების კეთების ნიჭი. მერწმუნეთ, ესეც ნიჭია, რადგან თქვენ თქვენი ინდივიდუალური ხედვა გაქვთ, თუნდაც მარტივი ქმედებების განსახორციელებლად!

3. თქვენ უნდა იამაყოთ საკუთარი თავით

6 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი განსაკუთრებულად

რაც წლები გადის, ადამიანები ვიზრდებით. შესაბამისად, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ნაბიჯებს წინ ვდგამთ და არა უკან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შემთხვევები, როცა ადამიანი მუდამ წარმატებაზე ორიენტირებულია. განვითარება კი გარდაუვალია. შესაბამისად, იამაყეთ საკუთარი თავით და დატკბით საკუთარი შესაძლებლობით, იყო წარმატებული!

4. უპირობო ლიდერი ხართ

6 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი განსაკუთრებულად

მწვერვალების დაპყრობა, სულაც არ ნიშნავს ლიდერულ უნარ-ჩვევებს. თითოეულ ადამიანში იმალება ლიდერი. იგი ლიდერია ოჯახში, კარიერულ სფეროში, საზოგადოებრივ დონეზე, პირად სივრცეში, საკუთარ თავთან და ა.შ. მთავარია, თავი კომფორტულად ჯერ საკუთარ თავთან იგრძნოთ, ხოლო შემდეგ, ბუნებრივად იგრძნობთ სხვებთანაც. საკუთარი თავის მიღება და სიყვარული აძლიერებს სხვების მიმართ სიყვარულს და რაც მთავარია, სხვების თქვენ მიმართ სიყვარულსაც. 

5. დაუცველობის გრძნობა ყველას აწუხებს

6 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი განსაკუთრებულად

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გასჩენია უსუსურობის, დაუცველობის გრზნობა. ეს მომენტი ცხოვრებაში ყველას გვიდგება და იგი გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. ზოგს, მსგავს ვითარებაში საკუთარი ვიზუალური მხარე აგდებს, ზოგს რაღაცის შეუძლებლობის განცდა, ზოგიც სხვისი გავლენის ქვეშ ექცევა. ასეა თუ ისე, ეს ჩვეულებრივი მომენტია, მიიღეთ საკუთარი თავი საკუთარ სისუსტეებთან ერთად!

6. თქვენ ამ სამყაროს მოევლინეთ!

6 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი განსაკუთრებულად

გჭირდება ამაზე დიდი მიზეზი იმისთვის, რომ საკუთარი თავი გიყვარდეს? არ აქვს მნიშვნელობა, მარტივია შენი ცხოვრების გზა თუ რთული! მთავარი ის არის, რომ მოგეცა საშუალება ამ იდუმალი სამყაროსთვის თვალებში ჩაგეხედა, გყვარებოდა, გტკენოდა, იმედები გაგმართლებოდა ან გაგცრუებოდა. მოკლედ, გილოცავთ, თქვენ ამ სამყაროს მოევლინეთ და ნამდვილად იმსახურებთ გიყვარდეთ საკუთარი თავი! 



allwomenstalk.com