მამაკაცის 3 ქცევა სოციალურ მედიაში, რომელიც მიუთითებს, რომ ის ქორწინებაში ბედნიერი არ არის
- 20.08.2023
სოციალური მედიის ზრდასთან ერთად, ბევრად ადვილია ახალი ადამიანების გაცნობა, ურთიერთობების წამოწყება და ღალატი. ქორწინებაში არსებული პრობლემების ნაცვლად, ადამიანები ხშირად ირჩევენ უბრალოდ მისწერონ ახალ ადამიანს და გული გადააყოლონ. თუკი ადრე ღალატი მხოლოდ ფიზიკური მოვლენა იყო და ბევრად დიდ დროსა თუ ენერგიას მოითხოვდა, ახლა სხვა ადამიანებთან ფლირტი გაცილებით მარტივი და სამწუხაროდ, ყოველდღიური რამ არის.
როდესაც ადამიანები ვერ აგვარებენ ოჯახურ გაუგებრობებს, სტრესული რეალობისგან გასაქცევად ისინი სოციალურ მედიას იყენებენ და ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებას ცდილობენ. და მაინც, რომელია ის ქცევა, რომელიც მიუთითებს, რომ მამაკაცი ქორწინებაში ბედნიერი არ არის? ურთიერთობებისა და პიროვნული განვითარების ექსპერტები, თანხმდებიან, რომ ასეთი 3 ძირითადი ქცევა არსებობს:
-
მამაკაცი მუდმივად ალაიქებს სხვა ქალების ფოტოებს:
-
დიდი დროის გატარება ონლაინ
-
სხვა ქალებთან კომუნიკაცია
ძვირფასო მამაკაცებო, ციფრულ სამყაროში ცდუნება ყველგან არის. დაჯდომა, მეუღლის მოსმენა და თქვენი ოჯახური პრობლემებისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიება მართალია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ქალთან საუბრის დაწყება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, ეს მეტად ღირებული, მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, თქვენთვისვე სასიკეთო გადაწყვეტილებაა. დაიმახსოვრეთ, არც ერთი პატარა ფლირტი და გაპრანჭვა არ ღირს იმად, რომ გრძელვადიან პარტნიორს, მით უმეტეს მეუღლეს გული ატკინოთ.
თემები: ურთიერთობა, სოციალური ქსელები