LIFE

რა არის 10-10-10 წესი და როგორ იყენებენ მას ემოციურად ინტელექტუალური ადამიანები?

რა არის 10-10-10 წესი და როგორ იყენებენ მას ემოციურად ინტელექტუალური ადამიანები?

არსებობს უამრავი წესი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუმცა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ თუ თქვენი ნებისყოფა დაბალია, ამ წესების უმეტესობა სულაც არ დაგეხმარებათ კარგი გადაწყვეტილების მიღებაში. ყველამ ვიცით, რომ ემოციები ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს და არა ჩვენს სასარგებლოდ. მაგალითად, ძალიან დიდია ცდუნება, რომ დილის 7 საათზე მაღვიძარა უბრალოდ გამორთოთ და გამოტოვოთ დილის ვარჯიში.

როდესაც თქვენი ცხოვრების საუკეთესო ეტაპზე არ იმყოფებით, როგორც გონებრივად, ასევე ემოციურად და ფიზიკურად, ჩვეულებრივ, წამიერი სისუსტე იმარჯვებს.

მაგრამ საბედნიეროდ არსებობს 10-10-10 წესი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები და გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება.

ეს ძალიან მარტივი წესია. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაუსვით საკუთარ თავს სამი შეკითხვა:

  1. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 წუთის შემდეგ, როგორ ვიგრძნობ თავს?
  2. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 თვის შემდეგ, როგორ ვიგრძნობ თავს?
  3. ან გადაწყვეტილების მიღებიდან 10 წლის შემდეგ, როგორ ვიგრძნობ თავს?
ადვილია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებიდან 10 წუთის შემდეგ თავს კარგად გრძნობდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება მყისიერ დაკმაყოფილებას ან კონფლიქტის თავიდან აცილებას.



ჩვენი მაგალითი რომ განვიხილოთ, 10 წუთის შემდეგ, ტკბილ სიზმრებს ნახავთ. მაგრამ როდესაც გრძელვადიანი პერსპექტივა ჩაერთვება, 10 თვის ან სულაც 10 წლის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება შეცდომად მოგეჩვენებათ.

კვლევებით დასტურდება, რომ ამ წესის გამოყენება დაგეხმარებათ უკეთესი მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებაში: ადამიანები, რომლებსაც მომავლისა და აწმყოს კავშირის უფრო ძლიერი განცდა აქვთ, უფრო მეტად ვარჯიშობენ. ასევე, ისინი ფინანსურად უფრო წინდახედულები არიან და უფრო მეტად ზოგავენ ფულს. დამატებით დასტურდება, რომ ისინი უფრო ეთიკურად იქცევიან, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.

სინამდვილეში, ეს კვლევა აჩვენებს უწყვეტობის ხარისხს, რომელსაც გრძნობთ თქვენს მომავალ საკუთარ თავთან, რეალურად შეუძლია წინასწარ განსაზღვროს თქვენი საერთო ცხოვრებით კმაყოფილება და კეთილდღეობა 10 წლის შემდეგ. როდესაც ადამიანები დაკავშირებულები არიან თავიანთ მომავალ მე-სთან, მათ აქვთ გაძლიერებული უნარი აღიარონ თავიანთი დღევანდელი გადაწყვეტილებების შედეგები მომავალ მე-ზე.

რაც უფრო მეტად ხართ დაკავშირებული თქვენს მომავალ მესთან, მით უფრო სავარაუდოა, რომ გაითვალისწინებთ იმ ემოციებს, რომლებსაც მოგვიანებით იგრძნობთ და არა მხოლოდ იმას, რასაც ახლა გრძნობთ. მაგალითად, სიზარმაცეს.


ის, რასაც დღეს აკეთებთ, ქმნის საფუძველს იმისა, რა იქნება მომავალში. ვინ იქნებით 10 თვეში და 10 წელიწადში, ეს არის თქვენი ყოველი გადაწყვეტილების შედეგი - და თქვენ მიერ განხორციელებული ქმედება - დღეს. იმის გამო, რომ თანმიმდევრულობა იძლევა გრძელვადიან შედეგებს, თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანი იმუშავებს თქვენი ოცნებების და მიზნების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. არჩევანი თქვენზეა.

თუ გსურთ, რომ მომავალში იყო უფრო კეთილი, უფრო ჭკვიანი, უფრო წარმატებული, უფრო მდიდარი, უფრო დიდსულოვანი, ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენეთ 10-10-10 წესი. რადგან ვინ იქნები 10 თვის და 10 წლის შემდეგ, იწყება იმით, რას გადაწყვეტ ახლა