მოგზაურობის ექსპერტი ასახელებს ადამიანების ოთხ ტიპს, რომლებთან ერთადაც არ უნდა წახვიდეთ შვებულებაში
- 06.01.2024
საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობა შეიძლება შესანიშნავი გზა იყოს ნებისმიერი სახის ურთიერთობის შესამოწმებლად, მაგრამ სანამ ვინმესთან ერთად შვებულებაში წასვლას დათანხმდებით, სასურველია მკაფიოდ ისაუბროთ მოგზაურობის მოლოდინებსა თუ გეგმებზე, რათა გარკვეულ დისკომფორტს აარიდოთ თავი.
ასე რომ, სანამ ჩანთებს ჩაალაგებთ და საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრებით, იქნება ეს თქვენი საუკეთესო მეგობარი თუ პარტნიორი, დაუთმეთ დრო მოლოდინების განხილვას, საერთო ენის პოვნას და მოგზაურობის სხვადასხვა სტილის მორგებისთვის საჭირო მოქნილობას, რაც უზრუნველყოფს სასიამოვნო დასვენებას. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა საუკეთესო მეგობრები მოგზაურობის შემდეგ გარკვეულ შეუთანხმებლობას აწყდებიან, რაც მათ სამომავლო ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.
მოგზაურობის გავლენიანმა ექსპერტმა, ბენ კინანმა, შემოგვთავაზა რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ არასოდეს იმოგზაუროთ იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება გააფუჭოს თქვენი სამოგზაურო თავგადასავალი.
მან დაასახელა ოთხი ტიპის ადამიანი, რომლებთან ერთადაც არასოდეს უნდა წახვიდეთ შვებულებაში.
1. ადამიანი, რომელსაც შუადღეზე ენერგია ეცლება.
მან განმარტა, რომ არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე მეგობარი/პარტნიორი, ვინც სათავგადასავლო მოგზაურობის დროს, შუა დღეზე სასტუმროს ნომერში დაბრუნებას და ძილს გადაწყვეტს.
2. ადამიანი, რომელსაც ყოველდღე სძინავს.
არასოდეს იმოგზაუროთ იმ ადამიანთან, ვისთვისაც დასვენება და მოგზაურობა სასტუმროს ნომერში დღის 3 საათამდე ლოგინში ნებივრობა დასვენების უმაღლესი განცდაა. გამოდის, ასეთ ადამიანთან ერთად დროის გატარებისას საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯს ძილის გამო გაიღებთ.
3. რჩეული გურმანი.
არ არის მარტივი გვერდით გყავდეთ ისეთი პარტნიორი, რომელიც ადგილობრივი ტრადიციული რესტორნების თუ კაფე-ბარების ნაცვლად, სასურსათო მაღაზიის რიგში იდგეს პროდუქტების შესაძენად და მათ მომზადებაზე დროს კარგავდეს.
4. ადამიანი, რომელიც არ აცხადებს თავის ბიუჯეტს.
არასასიამოვნოა ასევე იმ ადამიანთან ერთად დასვენება, ვინც საგულდაგულოდ მალავს თავის ბიუჯეტს და არ აცხადებს, საშუალოდ რამდენის დახარჯვას აპირებს ყოველდღიურად. აუცილებელია ამის შესახებ მეგობრებმა თუ პარტნიორებმა ინფორმაცია გაცვალონ, რათა მოულოდნელ უხერხულობას არ გადააწყდნენ.
თემები: მოგზაურობა, შვილები