LIFE

რა არის სადღესასწაულო ბლუზი?

რა არის სადღესასწაულო ბლუზი?

დღესასწაულის შემდგომი ბლუზი ჩვეულებრივ ხანმოკლე ფსიქიკური დისტრესი, შფოთვა და სევდის განცდაა, რომელიც, როგორც წესი, არდადეგების შემდეგ უტევს ადამიანებს.

სადღესასწაულო ბლუზი არ არის გრძელვადიანი. ადამიანების უმეტესობა მცირე ხნის შემდეგ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

პოსტ-დღესასწაულის ბლუზის ნიშნები:

თუ არდადეგების შემდეგ იგრძენით შფოთვა, დემოტივაცია, გაღიზიანება, დეპრესია ან უძილობა მაშინ თქვენ ნამდვილად ზამთრის დღესასწაულის ბლუზმა შემოგიტიათ და დროა ეძებოთ გზები, დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ საქმიანობას.

როგორი სიხარული და სადღესასწაულო ამაღლებული განწყობა არ უნდა ახლდეს თან სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს, საშვებულებო პერიოდი მაინც ასოცირდება გარკვეულ უსიამოვნებებთან, როგორიცაა:

მარტოობა

შესაძლოა არდადეგების დროს თავი განსაკუთრებით იზოლირებულად და მარტოდ იგრძნოთ. ეს იქნებ იმიტომ, რომ ხანგრძლივი რუტინული სამუშაოს შემდეგ არ გაქვთ სამოგზაურო შვებულების თანხა და სახლში მარტო ყოფნა არჩიეთ.

ისინი, ვინც მარტოობის გრძნობას განიცდის სადღესასწაულო სეზონზე ან მის შემდეგ, ფსიქოლოგები ურჩევენ, იყვნენ მადლიერები და კეთილგანწყობილი საკუთარი თავის და სამყაროს მიმართ.

სტრესი

არდადეგების შემდგომი ბლუზის განცდის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ სტრესული ხართ. თუ დიდი ხნის განმავლობაში პირველად იმოგზაურეთ. ხანგრძლივი მანქანით მოგზაურობის ან ფრენისთვის მომზადება და უკან დაბრუნება საკმაოდ რთულია.

ამდენი სტიმულირების შემდეგ, თქვენი რეალობაში დაბრუნება შეიძლება მოიცავდეს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას. ამრიგად, სტრესი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დასვენების დრო გსიამოვნებდათ, ამან შეაფერხა თქვენი რუტინა და სრულფასოვნად მაინც ვერ/არ დაისვენეთ.
დღესასწაულის შემდგომი ბლუზისგან თავის დაღწევა შეგიძლიათ შემდეგნაირად:

დაუთმეთ საკუთარ თავს დამატებითი დრო ყველაფრისთვის. ფოკუსირდით საკუთარ სურვილებზე და გეგმებზე. იზრუნეთ პირადი კომფორტის ზონის შექმნაზე.

დაუკავშირდით ახლობლებს.

 

შეზღუდეთ სოციალური მედია. ესაუბრეთ ხალხს ტელეფონით ან შეხვდით პირისპირ. უახლოეს ადამიანებს

აცნობეთ, რომ თავს დაღლილად გრძნობთ. უთხარით თუ რას განიცდით. შეიძლება მათგან საჭირო დახმარებაც მიიღოთ.
მიხედეთ თავს.

იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ. მოუფრთხილდით და მოუარეთ საკუთარ თავს, ეს მნიშვნელოვანია, როცა თავს დაღლილად გრძნობთ. ივარჯიშეთ, გაისეირნეთ ბუნებაში, დადასტურებულია, რომ მწვანე სივრცეები ამცირებს სტრესს. იკვებეთ სრულფასოვნად. რაციონში შეიტანეთ თევზი, მარცვლეული, შავი შოკოლადი და მწვანე ჩაი.

იძინეთ საკმარისად. დათქვით დრო მეგობრებთან ერთად და დაკავდით სპორტით, საღამოს კი წადით ლანჩზე და გულწრფელად ისაუბრეთ.

  • უყურეთ სასაცილო ფილმებს, იუმორი და სიცილი ამცირებს სტრესს;
  • ივარჯიშეთ ღრმა სუნთქვის ვარჯიშები;
  • სცადეთ იოგა;
  • დაიმახსოვრეთ!!! თქვენ მარტო არასდროს ხართ! სამყარო თქვენთანაა და გელოდებათ როდის გაუგზავნით მას საუკეთესო სურვილებს.
  • ჩაიფიქრეთ, იმოქმედეთ, იზეიმეთ და იბრწყინეთ სულ, სულ, სულ!