ყველას გამოუცდია რა გრძნობაა, როცა ვინმე მოგვწონს. ამ დროს ბევრი საკმაოდ ოსტატურად ახერხებს შენიღბოს თავისი გრძნობები, ბევრი კი თავის გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკობს და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა განსხვავებულად გამოხატავს თავის გრძნობებს, აქ არის 11 საერთო ნიშანი იმისა, რომ მას უდაოდ მოსწონხართ.
1. სწრაფად პასუხობს თქვენს მესიჯებსა და ზარებს.
თუ ვინმე დაინტერესებულია თქვენით, ის სწრაფად დაგიბრუნებთ პასუხს და მარტივად დაგეკონტაქტებათ - ამბობს ურთიერთობის ექსპერტი ქლოე კარმაიკლი.
ამასთანავე, ეს ადამიანი შეიძლება იყოს განსაკუთრებით სანდო. თუ თქვენ მანქანა გაგიფუჭდათ, ის არის პირველი, ვინც ყოველთვის პასუხობს თქვენს ზარს და მოდის დასახმარებლად.
2. ზრუნავს თქვენთან დროის გატარებაზე.
ისინი ყოველთვის საუბრობენ თქვენი შემდეგი პაემნის დაგეგმვაზე. თქვენი პაემნები სახალისო და დამაფიქრებელია, რადგან თქვენ გრძნობთ, რომ ისინი ამ დროს იყენებენ თქვენს გასაცნობად, „ისინი არა მხოლოდ მზად არიან დაგიკავშირდნენ სატელეფონო ზარის ან ტექსტის საშუალებით, არამედ ასევე მზად არიან გამოყონ დრო თქვენთან პირადად შესახვედრად“, ამბობს შონტრეს პარკსი, ქორწინების და ოჯახის ლიცენზირებული თერაპევტი და ქალთა ჯანმრთელობის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
„ისინი მიზანმიმართულად ეკიდებიან იმ დროს, რომელსაც ატარებენ თქვენთან, როგორ იქცევიან თქვენს გარშემო, როგორ უნდათ, რომ იგრძნოთ, როცა მათ გვერდით ხართ“, - დასძენს პარკსი.
3. გისვამთ გააზრებულ კითხვებს.
„თქვენს შესახებ კითხვების დასმა ცხადყოფს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან თქვენი გაცნობით და ეს კითხვები არ არის: "რას აკეთებ ამ შაბათ-კვირას?" ან "რისი კეთება მოგწონს გასართობად?" ამის ნაცვლად, ისინი ცოტა უფრო ღრმა კითხვებს სვამენ, რაც შეიძლება ეხებოდეს თქვენს მომავალ მიზნებსა და ღირებულებებს“, დასძენს კარმაიკლი.
4. გიმხელთ რას ეძებს ურთიერთობაში.
თუ თქვენი საუბრები ოდესმე ჩამოვარდება იმაზე, თუ რას ეძებს ეს ადამიანი ურთიერთობაში, მას ალბათ უკვე მოსწონხართ! „მე ამას მივიღებ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან შენით, და ძალიან აინტერესებთ როგორ უპასუხებთ მათ იმაზე, რაც მათ აინტერესებთ“, - ამბობს კარმაიკლი.
5. ღიად საუბრობთ წარსულ ურთიერთობებზე.
მათ შეიძლება გკითხოთ წინა ურთიერთობების შესახებ და გკითხონ რა მოხდა არასწორად, ან უფრო მეტიც, ისინი თავად საუბრობენ საკუთარ წარსულ ურთიერთობებზე. "ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის დაინტერესებულია შენით და მას უბრალოდ უნდა, უკეთ გაიცნოთ და გაიგოთ, რომ წარსულში მომხდარი უსიამოვნებები არ განმეორდეს ამ ურთიერთობის დროსაც“ - განმარტავს კარმაიკლი.
მაგრამ აქ არის მეორე მხარე: თუ ისინი ზედმეტად ემოციურად გამოიყურებიან, როცა ყოფილ(ებ)ზე საუბრობენ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი ჯერ კიდევ წარსულ ურთიერთობებში არიან ჩარჩენილი, დასძენს ის.
6. ახსოვს წვრილმანები.
როდესაც ვინმეს მოსწონხართ, ის სავარაუდოდ წვრილმან დეტალებსაც ყურადღებას აქცევს. ასე რომ, თუ თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვობაში ჩოგბურთს თამაშობდით თქვენს პირველ პაემანზე და გეკითხებიან, ისევ თამაშობთ თუ არა ჩოგბურთს, მეორე პაემანზე, ეს იმის ნიშანია, რომ ისინი უსმენენ და ინტერესდებიან თქვენით. „ეს გვიჩვენებს, რომ ისინი ნამდვილად აქცევენ დიდ ყურადღებას თქვენს ინტერესებს, ფიქრობენ ვინ ხარ შენ და იმას, რასაც იზიარებ“ - ამბობს კარმაიკლი.
7. მსუბუქი ფიზიკური კონტაქტი.
მათ შესაძლოა თქვენთან ფიზიკური კონტაქტი დაამყარონ ისეთი სექსუალური ჟესტებით, როგორიცაა ხელის ჩაკიდება, ზურგზე ხელის მოსმა, როცა რესტორნიდან გადიხართ, ან ხელკავი, როცა ქუჩაში სეირნობთ, ან ძლიერი ჩახუტება, როცა ემშვიდობებით.
”ეს ჟესტები აჩვენებს ინტერესს და სიახლოვეს ფიზიკური კონტაქტის საშუალებით, მაგრამ ასევე თავშეკავების დონეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ურთიერთობისადმი პატივისცემას გამოხატავენ,” - ამბობს კარმაიკლი.
8. უხერხულად გრძნობს თავს.
”ზოგჯერ, პატარა უხერხულობა შეიძლება რეალურად ნიშნავს, რომ ვიღაცას ნამდვილად მოსწონხართ”, - ამბობს კარმაიკლი. მაგალითად, შესაძლოა, თქვენს გვერდზე ყოფნის დროს ნერვიულად იცინოდეს ან იყენებდეს ფლირტის სხვადასხვა ჟესტს და ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, მაგრამ გრძნობდეთ, რომ ის ამ დროს უხერხულობის განცდითაა შეპყრობილი.
9. გიზიარებთ თავის ვნებებს და უნარებს.
როდესაც ვინმეს მოსწონხართ, მას სურს გაგიზიარონ ის უნარები, დადებითი თვისებები თუ რესურსები, რაც გააჩნიათ, ამბობს კარმაიკლი. ეს შეიძლება ყველასთვის განსხვავებულად გამოიყურებოდეს. მაგალითად, ვიღაც შეიძლება გემრიელ კერძებს ამზადებდეს და არც თქვენთვის დაეზაროს რაიმე გემრიელის მომზადება. სხვა შესაძლოა პიანინოზე უკრავდეს კარგად და ამის დემონსტრირების არ მოერიდოს. ასეთი ხერხებით, ისინი გაძლევენ ნებას გაიგოთ მათი გატაცების შესახებ და მოახდინონ შთაბეჭდილება თქვენზე.
10. მთავარი მდიდრული ვახშამი სულაც არაა.
ბევრი ფულის დახარჯვა, ან მდიდრული ვახშამი ძვირადღირებულ რესტორანში უმთავრესი სულაც არაა, ყველას არ აქვს ამის საშუალება. მთავარი სურვილი და ძალისხმევაა და იმის გაკეთება, რისი საშუალებაც მას აქვს.
11. სურს ყველგან გამოჩნდეს თქვენთან ერთად.
ვისაც მოსწონხართ, აქვს მზაობა ჩაერთოს თქვენს საზოგადოებაში, ისინი არა მხოლოდ თქვენთან ერთად გამოვლენ საჯაროდ, არამედ მათ სურთ შეხვდნენ თქვენს მეგობრებს და თქვენს ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. ამით ცდილობენ გაჩვენონ, რომ მოსწონხართ და სურთ თქვენი უახლოესი ადამიანებიც გაიცნონ.
და ბოლოს, დაიმახსოვრეთ, ერთადერთი უტყუარი გზა იმის გასაგებად, მოსწონხარ თუ არა ვინმეს, არის ამაზე პირდაპირი და ღია საუბარი. ეს ყველაზე მარტივი და სწორი გზაა!
თემები: ურთიერთობა, რჩევები