LIFE

Rakuten Viber-ის მოგზაურობა: 2023 წლის შეჯამება და სამომავლო გეგმები

Rakuten Viber-ის მოგზაურობა: 2023 წლის შეჯამება და სამომავლო გეგმები

Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი, უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, აჯამებს 2023 წელს, რომელიც ბევრ სიახლესთან და წარმატებასთან იყო დაკავშირებული. სლავ ბენ-არი, Rakuten Viber-ის ოფშორის კვლევისა და განვითარების აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს გასული წლის მთავარ გამოწვევებზე, მიღწევებსა და გადამწყვეტ მომენტებზე და გვიზიარებს მესენჯერის 2024 წლის გეგმებს.

რა იყო 2023 წლის მთავარი გამოწვევა Rakuten Viber-ისთვის?

Rakuten Viber-მა 2023 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ ის გლობალური ტექ კომპანიაა, რომელსაც აქვს მასშტაბური მიზნები და მისწრაფებები. გასული წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო მისიის დაცვა - უსაფრთხო და ძლიერი საკომუნიკაციო არხის უზრუნველყოფა მილიონობით მომხმარებლისთვის მთელს მსოფლიოში. კომპანია, როგორც სუპერაპლიკაცია, გაუმკლავდა ამ გამოწვევას განვითარებადი ტექნოლოგიების ჩართვით და ისეთი ახალი ფუნქციების შემუშავებით, როგორიცაა Viber Pay ევროპის გარკვეულ ქვეყნებში. Rakuten Viber-მა მისი გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისად, 2023 წელს გაუშვა და გააუმჯობესა რამდენიმე გლობალური პროდუქტი.
 
 

მესენჯერის მთავარ გამოწვევად რჩება უსაფრთხო და პირადი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მომხმარებლების მოზიდვა და შენარჩუნება, კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ზრდის ხელშეწყობა ტექ ინდუსტრიის მზარდი კონკურენციის ფონზე.

Rakuten Viber-ის 2023 წლის რომელ მიღწევებს გამოარჩევდით საქართველოში?

საქართველოში Rakuten Viber 1,5 წელზე მეტია ფუნქციონირებს, ამ დროის განმავლობაში ის მუდმივად ვითარდება და ზრდის თავის პოტენციალს. მესენჯერის მომხმარებელთა ბაზა საგრძნობლად გაიზარდა, საქართველოში სმარტფონების მფლობელების 71% აქტიურად იყენებს მას. კომპანიის საქართველოში არსებობამ და განვითარებამ ხელი შეუწყო ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას და მონაწილეობას ცნობილ პროფესიულ ღონისძიებებში, მათ შორის ისეთ მოვლენებში, როგორებიცაა: Spotlight2023, Ad Black Sea 2023 და eCommerce Day. Rakuten Viber-ის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ღონისძიებებში, გაუზიარეს აპლიკაციის შესაძლებლობები და გადაწყვეტილებები ადგილობრივ ბიზნეს საზოგადოებას.

რა მნიშვნელოვან მომენტებსა თუ მოვლენებს დაასახელებდით 2023 წლიდან?

 რაც შეეხება პროდუქტის გამოშვებას, Rakuten Viber-მა საზოგადოებას გააცნო Caller ID ფუნქცია, რომელიც აძლიერებს მომხმარებლის უსაფრთხოებას უცნობი მომხმარებლების ზარების იდენტიფიცირებით და სპამის შესახებ გაფრთხილებით. გარდა ამისა, Viber Plus-ის, ექსკლუზიური ფუნქციების მქონე პრემიუმ სერვისის გაშვებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რაც მომხმარებლებს უფრო პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას უქმნის.

ბიზნეს ანგარიშების მეშვეობით B2B მარკეტინგული კომპლექტის გაერთიანება 2023 წლის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რამაც გაზარდა საშუალო და მსხვილი ბიზნესების ჩართულობა. კომპანია ახლა მზად არის ფოკუსირდეს მეტი შესაძლებლობის შეთავაზებაზე ყველა ზომის ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. 

რას გეგმავს კომპანია 2024 წლისთვის?

მომავლის თვალსაზრისით, Rakuten Viber-ს აქვს ამბიციური გეგმები 2024 წლისთვის. ძირითადი აქცენტი გაკეთდება მომხმარებელთა აუდიტორიის გაფართოებაზე. აპლიკაციაში დაინერგება ფუნქციები საქართველოში ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ და უსაფრთხო კომუნიკაციის პროცესს. კომპანიის მიზანია, გაამყაროს თავისი პოზიცია რეგიონში ტექნოლოგიური სფეროების გაძლიერებით, ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობითა და მომხმარებლების უნიკალური და ინოვაციური გამოცდილების შემუშავებით. 

Rakuten Viber-ის მოწოდებაა, შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები B2B აუდიტორიასთან კომუნიკაციის სფეროში და შესთავაზოს ღირებული გადაწყვეტილებები ყველა ზომის ბიზნესს. კომპანია აგრძელებს თავის მისიას უზრუნველყოს ყოვლისმომცველი და უსაფრთხო საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ვითარდება მუდმივად ცვალებად ტექნიკურ ლანდშაფტთან ერთად. 

Rakuten Viber-ის შესახებ 

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.