დღეს ადამიანები საკუთარი თავის გამოხატავად სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ. უამრავი ინდივიდუალურ და ორიგინალურ გამოხატვის ფორმებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ე.წ. ტატუ არტი - სხეულზე ხატვა.
ტატუს გაკეთებისას, საჭიროა გონიერება და კარგად დაფიქრება, რადგან სულ მცირე ტატუს მოშორებაც კი ძალიან მტკივნეული და გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ზედმეტი გართულებებისა და ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, კარგად უნდა დავფიქრდეთ, როგორი ტატუს საშუალებით გვსურს გამოვხატოთ საკუთარი თავი.
TREND. გთავაზობთ იდეებს ულამაზესი და მცირე ზომის ტატუებისთვის. პატარა ტატუ გაცილებით დახვეწილია და ისეთ შემთხვევებში, როცა მისი გამოჩენის სურვილი არ გექნებათ, ადვილად დასაფარია. ასევე, პატარა ტატუც შეიძლება იქცეს იმ დიდი იდეის მატარებელი, რა იდეითაც მისი გაკეთება გსურთ.
1. ტექსტი ლავიწზე
ლავიწი ქალის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. შესაბამისად, კონკრეტული მესიჯის მქონე ტექტის ლავიწზე გაკეთება, საკმაოდ გონივრული იდეაა და რაც მთავარია, ძალიან ლამაზი.
2. ხე
ეს პატარა ტატუ, სხვადასხვა იდეის მატარებლად შეგიძლიათ აქციოთ და რაც მთავარია, იგი სხეულის თითქმის ყველა ადგილს უხდება. ხის ტატუდ გაკეთება ერთ-ერთი საუკეთესო იდეაა და მათ შორის, ძალიან ესთეტიკურიც.
3. პატარა ჯვარი ზურგზე
ეს ტატუ ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ტატუდ ითვლება და მისი კისრისა და ზურგის მიმდებარედ გაკეთება ძალიან კარგი იდეაა. თითქმის არ არსებობს შანსი იმისა, რომ თქვენი ტატუ სხვებს ყურადღების მიღმა დარჩეს.
4. "ღიმილი"
ეს არის ყველაზე პატარა, პოზიტიური იდეის მქონე და ძალიან ლამაზი ტატუ იდეა. შეარჩიეთ სწორი შიფტი და გაიკეთეთ იგი სხეულის ნებისმიერ ადგილას.
5. მსოფლიო რუკა
როგორც, წესი, ეს ტატუ კოსმოპოლიტურ იდეას ატარებს და ამასთან, მცირე ზომის ძალიან ლამაზად გამოიყურება.
6. ისარი
ისრის აბსტრაქტული ვერსია, საუკეთესო ტატუ ვერსიად შეგიძლიათ აქციოთ. იგი სხეულის თითქმის ყველა ადგილს უხდება.
7. ჩიტი
ას ტატუ ძალიან უხდება ლავიწს, ასევე ულამაზესია მისი პატარა ვერსია ხელის მტევანთანაც. რაც მთავარია, იგი თავისუფლების იდეას ატარებს.
8. გული
გაუფერადებელი, მცირე ზომის გული ძალიან ლამაზია და ამ ტატუს, გოგონების უმრავლესობა მხარზე იკეთებს. ასევე ძალიან ესთეტიკურად გამოიყურება თითზეც!
9. მთვარე
სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილება საკუთარ ხელზე. როგორია?!
10. აბსტრაქტული მზე
სინათლისა და "რადიაციული" პოზიტიურობის სიმბოლოა. მზის ნებისმიერი აბსტრაქტული იდეა, სხეულის ნებისმიერ ადგილას ლამაზად გამოიყურება!
თემები: სტილი, იდეები, ტრენდი, სილამაზე, ქალები, რჩევები, ტატუ
allwomenstalk.com