LIFE

რომელ საათზე უნდა დალიოთ ყავა, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

რომელ საათზე უნდა დალიოთ ყავა, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ, რომ ყავა ენერგიული დილის და ხალისიანი დღის გასაღებია, რომ ამ სასმელის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვიდგენია.

ჩვენ არ ვკამათობთ, რომ ყავა ნამდვილად გვაძლევს ენერგიას და გვეხმარება ძილიანობის დაძლევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას საჭირო დროს მიირთმევთ.

ძილის ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან - რექს ისაპი ამტკიცებს, რომ ყავა არ უნდა დალიოთ გაღვიძებისთანავე - მიზეზი ჩვენი სხეულის რთული სტრუქტურაა:

„როდესაც ვიღვიძებთ, კორტიზოლის დონე პიკს აღწევს. კორტიზოლი, რომელსაც სტრესის ჰორმონს უწოდებენ, ზრდის ჩვენს აქტივობას და კონცენტრაციას. ამრიგად, კოფეინის მოხმარებამ, როდესაც კორტიზოლის დონე უკვე მაღალია, შეიძლება რეალურად შეამციროს კორტიზოლი და გამოიწვიოს ენერგიის დაკარგვა” - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ვიღვიძებთ, უკვე გვაქვს ჰორმონების შესაბამისი დონე, რომ დღე ენერგიულად დავიწყოთ.



ამიტომ, პირველი ფინჯანი ყავა უნდა დალიოთ გაღვიძებიდან არა უადრეს ერთი საათისა.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე - როცა ჯერ არ დაგიხარჯავთ ძილის შემდეგ დაგროვილი ენერგია, ამან შეიძლება გამოიწვიოს კოფეინის ტოლერანტობა, თავს ენერგიულად აღარ იგრძნობთ და ყავა გადაიქცევა „მატყუარად“, რომელიც მხოლოდ ჯანმრთელობას ვნებს.

თუ ყავას სწორ დროს დალევთ, ენერგია მოგემატებათ
„დღის განმავლობაში ჩვენი ტვინი აწარმოებს ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ადენოზინი ეწოდება, რომელიც იწვევს ძილიანობას. კოფეინი ბლოკავს ადენოზინის რეცეპტორებს, რაც გეხმარებათ სიფხიზლის შენარჩუნებაში დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ყავა 15:00 საათზე გვიან არ უნდა დალიოთ, რადგან თუ ადენოზინის რეცეპტორები კოფეინმა დაბლოკა, ვერ დაიძინებთ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყავა და სხვა კოფეინირებული სასმელები უძილობის საერთო მიზეზია.

კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინიანი სასმელების დალევა ძილის წინ, შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაის შეწყვეტაც კი არ არის საკმარისი კოფეინის ეფექტის შესამცირებლად. ასევე მოერიდეთ ჩაის დალევას დაახლოებით საღამოს 3 საათიდან, რათა არ იმოქმედოს თქვენს ძილზე.

რომელ სასმელშია ყველაზე მეტი კოფეინი?
კოფეინს არა მხოლოდ ყავა და ჩაი, არამედ სოდაც შეიცავს და ასევე, ბევრისთვის საყვარელი ენერგეტიკული სასმელები, რომლებიც კიდევ უფრო დამანგრეველი ვარიანტია ჰორმონებისა და ფსიქიკისთვის.

რითი შევცვალოთ დილის ყავა?

ფორთოხლის წვენი და მასში შემავალი C ვიტამინი - ეს გააძლიერებს იმუნურ სისტემას და მოგცემთ ენერგიას, ხილში შემავალი ბოჭკოვანი კი კუჭს საჭმლის მონელებაში დაეხმარება, მაგრამ თქვენ არ უნდა დალიოთ ფორთოხლის წვენი ყოველდღე, კვირაში ორჯერ მიღება საუკეთესო ვარიანტია. ასევე მასში არსებულ მჟავე გარემოს შეუძლია კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამოწვევა და კბილის ემალის გათხელება.



თეთრი ჩაი - მასში კოფეინის საშუალო შემცველობა არის 6 მგ, მაქსიმალური 60 მგ. გარდა ამისა, თეთრი ჩაი ორგანიზმიდან შლის ტოქსინებს და ანელებს დაბერების ნიშნებს.

"ოქროს რძე" - მან მიიღო სახელი არა მხოლოდ მისი ფერის, არამედ ორგანიზმისთვის სარგებლობის გამო. რძე უნდა გააცხელოთ, დაუმატოთ თაფლი და რამდენიმე სუფრის კოვზი კურკუმა. შედეგი არის თბილი, ცხარე და ტკბილი სასმელი კურკუმათი, რომელიც ამცირებს კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ინარჩუნებს ახალგაზრდულ კანს.

ხორბლის ბალახის წვენი - ადრე ხორბლის ბალახი სარეველად ითვლებოდა, მაგრამ ხალხმა უკვე შეიტყო მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ის აჯერებს სისხლს ჟანგბადით, რაც იძლევა ენერგიას. გარდა ამისა, ხორბლის ბალახი შეიცავს A ვიტამინს, C ვიტამინს, რკინას და კალციუმს.