LIFE

როგორ მოვიშოროთ ძველი ნივთები სახლიდან

როგორ მოვიშოროთ ძველი ნივთები სახლიდან

თქვენი ბინა დიდი ხანია გაივსო ძველი და არასაჭირო ნივთებით, მაგრამ არ გყოფნით გამბედაობა, მოიშოროთ ტანსაცმელი, რომელიც დიდი ხანია ზედმეტი გახდა? ჩვენ გეტყვით, როგორ მოიშოროთ ძველი ნივთები უმტკივნეულოდ.

 

არასაჭირო ნივთების საწყობი

ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი მშობლები, ვინახავთ პირველი შვილის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჭურჭელს. გადასაგდებად ვერ ველევით გამოცვლილ ფარდებს და ა.შ., თუმცა, ამავდროულად ჩვენ უკვე მშვენივრად ვახერხებთ შევიძინოთ ახალი ნივთები, მაგრამ ჩვეულებას მაინც არ ვღალატობთ.

„იქნებ გამომადგეს“?

ჩვენი მთავარი ახსნა, თუ რატომ არ შეგვიძლია გადავაგდოთ ესა თუ ის ნივთი, არის: „იქნებ გამომადგეს“ და ასე, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ქურთუკი, შარვალი, კაბა, ფარდა, ჭურჭელი თუ სხვადასხვა უსარგებლო ნივთი გიგროვდებათ.



არასაჭირო ნივთების შერჩევის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს: ნივთი, რომელიც ერთი ან ორი წლის განმავლობაში გამოუსადეგარია, ის აღარასოდეს იქნება საჭირო.

ნუ ეცდებით ყველაფრის ერთად დალაგებას

არ უნდა აიღოთ აუტანელი ტვირთი და შეეცადოთ ერთდროულად დაალაგოთ ყველა კარადა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო დიდი არეულობა არა მხოლოდ გარდერობში, არამედ თქვენს აზრებშიც. ნებისმიერი საგულდაგულო დალაგება საუკეთესოა ეტაპობრივად, დღეში 20-30 წუთი დაუთმეთ ამ საქმიანობას ან მეტი. რაც მთავარია, ფსიქოლოგები გვირჩევენ: არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შექება ყოველი ნაბიჯზე, ასე პროცესი გაცილებით მარტივი და სახალისო მოგეჩვენებათ.

ისიამოვნეთ პროცესით

დიდი შეცდომაა საგაზაფხულო დასუფთავების აღქმა, როგორც მძიმე მოვალეობა, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დიდი ალბათობით, თქვენ მოიძიებთ საბაბებს ამ მძიმე რუტინისგან თავის დასაღწევად.
შეეცადეთ აღიქვათ უსარგებლო ნივთებისგან თავის დაღწევა, როგორც განთავისუფლების პროცესი, ნაბიჯი შინაგანი სისავსისა და ძველისგან განთავისუფლებისკენ. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ კვლავ შეიყვაროთ თქვენი სახლი, რომელიც სავსეა ახლებური სუნთქვით და სიცოცხლით.

გამონაკლისი

სულაც არ არის საჭირო გამონაკლისის გარეშე, ყველაფრისგან თავის დაღწევა. ზოგიერთი წვრილმანი, ჩანთა ან ფეხსაცმელი შეიძლება ასოცირდებოდეს სასიამოვნო და ძვირფას მოგონებებთან, საყვარელ ადამიანებთან, ასეთი საყოფაცხოვრებო ნივთების მოშორება კი არასწორია. ყველაფერი, რაც ნაგვის ურნისთვის დაგენანებათ, უნდა იყოს სუფთა და გარეცხილი. განსაკუთრებით ჭუჭყიანი ტანსაცმელი მიკრობებია, მიკრობები კი დაავადებებია, ნუ დაივიწყებთ ამას.

სად წავიღოთ ძველი ნივთები

დღეს უკვე ბევრი ცნობილი მაღაზია გვთავაზობს მეორადი ტანსაცმლის ჩასაბარებელ პუნქტს, ასევე ძველი და დაპატარავებული ტანსაცმელი თუ ნივთები, შეგიძლიათ ჩააბაროთ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფარში, ან უბრალოდ მოათავსოთ ნაგვის ურნაში.
დაიმახსოვრეთ, რამდენსაც გადაყრით, იმდენი უკან დაგიბრუნდებათ.