WIZZ AIR-მა ისტორიაში საუკეთესო ზაფხული დააფიქსირა: განახლება €14 მილიარდიან CUSTOMER FIRST COMPASS ინიციატივაზე
- 29.10.2025
ინიციატივა Customer First Compass მხოლოდ ექვსი თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ პერიოდში Wizz Air-მა თავისი ისტორიის ყველაზე წარმატებული ზაფხული აღნიშნა - ფრენების შესრულების მაჩვენებელმა 99.5%-ს მიაღწია, ხოლო ავიაფლოტი 249 თვითმფრინავამდე გაზარდა.
კომპანია ასევე აანონსებს 10,000 საწევრო ადგილს პროგრამისთვის All You Can Fly, რომლის წლიური ღირებულება €499-დან იწყება.
მონაცემები ეფუძნება Wizz Air-ის ქსელში შესრულებულ ფრენებს 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში.
მონაცემები ეფუძნება Wizz Air-ის ქსელში შესრულებულ ფრენებს 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში. გაუქმებული ფრენების 0.5% გამოწვეული იყო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები და ავიადისპეტჩერების გაფიცვები.
მონაცემები ეფუძნება Wizz Air-ის ქსელში შესრულებულ ფრენებს 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში
ერთ მგზავრზე ერთ კილომეტრზე გამოთვლილი CO₂ ემისიის ინტენსივობა 52.2 გრამს შეადგენს 2025 საფინანსო წლის მონაცემებით. აღნიშნული მაჩვენებელი დაფუძნებულია სხვა ავიაკომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ უახლეს მონაცემებზე, რომლებიც მოიცავს 12-თვიან პერიოდს.
მონაცემები მიღებულია გაუქმებული ფრენების შესახებ გამოკითხვის საფუძველზე. შედარებულია 2025 საფინანსო წლის რეალური მონაცემები (1 აპრილი – 9 სექტემბერი, 2025) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (1 აპრილი – 9 სექტემბერი, 2024).
10,000 წევრობა ხელმისაწვდომია იქნება შემდეგ ქვეყნებში: იტალია, რუმინეთი, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ალბანეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, სერბეთი, მაკედონია, საბერძნეთი, ისრაელი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ავსტრია, საქართველო, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბელგია, პორტუგალია, თურქეთი, სომხეთი, ლიტვა, შვედეთი, ჩეხეთი, დანია, ეგვიპტე, შვეიცარია, საუდის არაბეთი, სლოვაკეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და მალტა
ბარგის მომსახურება მოიცავს 20 კგ-მდე ჩაბარებულ ბარგს და WIZZ Priority-ს დამატებით საფასურად.
Wizz Air-მა გაავრცელა ინფორმაცია Customer First Compass-ის პირველი ექვსი თვის პროგრესის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ესაა ტრანსფორმაციული ინიციატივა, რომლის ინვესტიციაც 14 მილიარდი ევროა და რომელიც ავიაკომპანიის ოპერაციების ყველა ასპექტში, წინა პლანზე მომხმარებელს აყენებს. ამ დროის განმავლობაში, Wizz Air-მა წარმოადგინა ეტაპობრივი ცვლილებები მომსახურების მიმართულებით, შედეგად კი, 10%-ით გააუმჯობესა მომხმარებელთა საერთო კმაყოფილება.
Wizz Air-მა ისტორიაში ყველაზე წარმატებული ზაფხული დააფიქსირა — ავიაკომპანიამ ფრენების დროულობის მაჩვენებელი თითქმის 22%-ით გააუმჯობესა. ზაფხულის პიკის პერიოდში Wizz Air-მა შეასრულა დღეში 1,000-მდე რეისი და 2024 წელთან შედარებით ფრენების რაოდენობა 7%-ით გაზარდა, ხოლო საერთო შესრულების მაჩვენებელმა 99.5%-ს მიაღწია. ეს კომპანიის უწყვეტი ინვესტიციების შედეგია ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში. Wizz Air აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და ახალ ციფრულ სისტემებს როგორც ოპერაციული მართვის ცენტრში, ასევე პილოტთა კაბინაში და მომხმარებელთა მომსახურებაში, რაც ავიაკომპანიას აძლევს შესაძლებლობას ოპერაციები კიდევ უფრო ეფექტურად მართოს და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები შეფერხების შემთხვევაში.
ასეცე, ამ პროგრესს ხელს უწყობდა მომსახურების გაუმჯობესება მიწაზე. Wizz Air-მა ყველაზე დატვირთულ აეროპორტებში დაამატა პერსონალი, რათა მგზავრებს ადგილზე დახმარებოდა და შეეთავაზებინა სწრაფი და ეფექტური ოპერირება ფრენებს შორის. შედეგად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბრუნვის სისწრაფის მაჩვენებელი 34%-ით გაუმჯობესდა.
მგზავრების, მარშრუტებისა და ავიაფლოტის ზრდა
ინვესტიციის ფარგლებში Wizz Air განაგრძობს ავიაპარკის გაფართოებას და ნოემბერში 250-ე თვითმფრინავის ნიშნულს მიაღწევს.
ამ გაფართოებასთან ერთად კომპანია ინვესტიციას დებს იმ ტექნოლოგიებში, რომლებიც ზრდის პარალელურად ეხმარება ემისიის შემცირებაში. Wizz Air-ის ავიაფლოტის საშუალო ასაკი მხოლოდ 4.6 წელია, რაც მას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტად ინდუსტრიაში. გარდა ამისა, კომპანიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიის მაჩვენებელი აქვს ერთ მგზავრზე, ერთ კილომეტრზე გამოთვლით.
ავიაკომპანიის ავიაფლოტის 70%-ზე მეტი უახლესი თაობის Airbus A321neo მოდელებისგან შედგება, რომლებიც 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ამცირებს ემისიასს და ქმნის ნაკლებ ხმაურს. შესაბამისად, Wizz Air მტკიცედ მიიწევს წინ თავისი Net Zero Roadmap-ის შესრულებისკენ და გეგმავს 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიიბს მიზნის მიღწევას.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში Wizz Air-მა გახსნა ახალი ბაზები ბუქარესტის ბენესას, ბრატისლავას, ვარშავის მოდლინის, ერევნისა და პოდგორიცას აეროპორტებში და დაამატა 250 ახალი მარშრუტი.
კომპანიამ ასევე გააუმჯობესა კომუნიკაცია მგზავრებთან - განაახლა Help Centre, დანერგა ახალი ფუნქცია My Journey და გააუმჯობესა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Amelia Chatbot, რათა მგზავრებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ჯავშნების მართვა და მიიღონ დროული ინფორმაცია. ამ ცვლილებების შედეგად, წინა წელთან შედარებით, Wizz Air-მა 5%-ით გააუმჯობესა მომსახურება შეფერხებების შემთხვევებში.
All You Can Fly – მესამე ტალღა
Wizz Air-მა ასევე დაანონსა თავისი ინოვაციური სერვისის, All You Can Fly-ის მესამე ტალღა. ესაა წლიური საწევრო, რომლის ღირებულებაც 499 ევროა, ხელმისაწვდომია 34 ქვეყანაში და სულ 10,000 წევრამდეა გათვალისწინებული პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ იმოგზაურონ Wizz Air-ის მარშრუტების ქსელში შეუზღუდავი რაოდენობის რეისით და ყოველ ახალ ჯავშანზე გადაიხადონ მხოლოდ 9.99 ევრო საკომისიო.
მესამე ტალღის გაშვება ამ სერვისის რეკორდულ მოთხოვნას მოჰყვა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, წევრებმა 1 წელში საშუალოდ ცხრა რეისზე იმგზავრეს.
ლონდონში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე, კომპანიის კომერციულმა და ოპერაციულმა დირექტორმა, მაიკლ დელეჰანტმა აღნიშნა: „ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი შედეგებით მას შემდეგ, რაც Customer First ინიციატივა დავიწყეთ. მიუხედავად რთული ეკონომიკური გარემოსა და ფასების ზრდის, ჩვენ შევძელით მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შეთავაზება - იმ ფასად, რასაც ჩვეულებრვ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელში ვიხდით.“
დელეჰანტმა ასევე დაამატა:
„ჩვენი მიზანია თავიდან განვსაზღვროთ დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის მნიშვნელობა. გვჯერა, რომ დაბალი ფასები უნდა იყოს შერწყმული მაღალი ხარისხისთან, როგორც ოპერაციების, ასევე მომსახურების მიმართულებით - და ჩვენ ამას ვახერხებთ. ეს ზაფხული ყველაზე წარმატებული იყო კომპანიის ისტორიაში - ფრენების დროულობა, შესრულების მაჩვენებლები და ბრუნვის სისწრაფე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თანაც ყოველდღიურად 1,000 რეისის შესრულების ფონზე.
ჩვენ მხოლოდ გაუმჯობესებაზე არ ვჩერდებით - ვაფართოებთ შესაძლებლობებსაც. ბოლო ექვს თვეში დავამატეთ 250 ახალი მარშრუტი და დავნერგეთ არაერთი ინოვაციური პროდუქტი, რომლებიც უკვე ცვლიან მგზავრობის გამოცდილებას. მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებთ ჩვენს სერვისებს და შევქმნით საუკეთესო ფრენის გამოცდილებას. Let’s WIZZ!”
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 249 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია