"რატომ ვუყურებთ პორნოს? მოტივაცია, სარგებელი და ფსიქოლოგიური ზიანი"
- 29.10.2025
პორნოს დადებით და უარყოფით მხარეებზე კამათს ხშირად გაიგებთ, ზოგი თვლის, რომ ზრდასრულთათვის განკუთვნილმა ფილმებმა შეიძლება გასწავლოთ საკუთარი თავის და თქვენი პრეფერენციების უკეთ გააზრება, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ეს საზიანოა და ამახინჯებს წარმოდგენას ზრდასრულთა ურთიერთობებზე.
პორნოს დადებითი მხარეები
ზრდასრულებს პორნო ფილმები ეხმარება უკეთ გაიგონ თავიანთი ფეტიშები და ინტერესები - რომელთაგან ზოგიერთს ისინი თავად ვერ აღმოაჩენდნენ, თუნდაც სამეცნიერო კვლევები წაეკითხათ. მაგალითად, პორნოში რაღაცის ნახვა და იმის გაცნობიერება, რომ ის „გაღელვებს“, შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ამის გაგება წიგნებიდან.
ზოგი აღნიშნავს, რომ პორნოგრაფია გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ სწორად ჩაერთონ გარკვეულ სექსუალურ პრაქტიკაში, ეს გულისხმობს ორალურ სექსს მამაკაცთან ან ქალთან, ან პრელუდიას.
ზრდასრულთა პორნო ფილმების ყურება ასწავლის ადამიანებს არა მხოლოდ „როგორ მოიქცნენ“, არამედ როგორ უნდა გაიგონ, რომ მათი ქმედებები სიამოვნებას ანიჭებს პარტნიორს.
უარყოფითი მხარეები
რა თქმა უნდა, პორნოს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ის უბრალოდ უფრო ღიას ხდის ადამიანებს საკუთარი საჭიროებების მიმართ.
პორნოგრაფიის კრიტიკოსები მუდმივად გვახსენებენ პორნოზე დამოკიდებულების მაღალ რისკს - ყველაზე მკაფიო უარყოფითი მხარეა არარეალური მოლოდინების შექმნა არა მხოლოდ თავად სექსის, არამედ საკუთარი გარეგნობის შესახებაც. პორნომსახიობები ხშირად მამაკაც მაყურებლებს დაუცველობის შეგრძნებას უქმნიან, ეს ხშირად განპირობებულია პენისის ზომით, რომელიც ფილმებში ხშირად მნიშვნელოვნად აღემატება საშუალოზე დიდს და მეორეც, მათი გამძლეობით, რაც სექსს „საათობით“ გაგრძელების საშუალებას აძლევს და მუდმივი აგზნებით, „რასაც, როგორც ირკვევა, აბები სჭირდება“.

მსგავს არგუმენტები მოჰყავთ ქალებსაც, რომლებიც ჩივიან, რომ პორნო მხოლოდ „იდეალურად გაპარსულ“, ლამაზ და მოვლილ სხეულს ავლენს, რაც რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ არის.
თემები: სექსი, პორნოზე დამოკიდებული