როგორ ადგეთ საწოლიდან დაღლილობის გარეშე? მელ რობინსის 5-წუთიანი ხრიკი
- 02.11.2025
დილა, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა. ის, თუ როგორ გაატარებთ მას, განსაზღვრავს თქვენს პროდუქტიულობას და კეთილდღეობას დარჩენილი დღის მანძილზე, თუმცა, ის, თუ როგორ იღვიძებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
თუ კომფორტულად იღვიძებთ და მაღვიძარას გადადების ნაცვლად, შეგიძლიათ ადგეთ და სამსახურში წახვიდეთ, ჯანსაღი ჩვევების გამომუშავების მაღალ უნარს ფლობთ, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გრძნობთ, რომ ძალიან დაღლილი ხართ ადგომისთვის?
ამერიკელმა ცხოვრებისეულმა მწვრთნელმა მელ რობინსმა პასუხი იპოვა. სოციალურ ქსელში მან უჩვეულო რჩევა გააზიარა, რომელიც საწოლიდან მარტივად ადგომაში დაგეხმარებათ.
რობინსის მეთოდის მთავარი გასაღები თქვენი სხეულის ნელა მოძრაობისა და შეგრძნებების მოსმენაა, მისი აჩქარების ნაცვლად.

პირველ რიგში, მელი გვირჩევს, პირდაპირ საწოლიდან იატაკზე ისრიალოთ, სცადეთ ნაზი მოძრაობები, რომლებიც დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. მაგალითად, სცადეთ იოგას პოზები, ან შეგიძლიათ უბრალოდ გაიჭიმოთ, მთავარია, ადგომა არ იჩქაროთ. მიეცით საკუთარ თავს დრო, მოერგოთ და უკეთ იგრძნოთ ყველა ის ემოცია, რომელსაც ამ მომენტში განიცდით.
მოძრაობისას სიმძიმის შეგრძნება თანდათან გაქრება. თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ და შფოთვაც გაქრება. როგორც კი მზად იქნებით, დაიწყეთ ოთხზე ცოცვა სააბაზანოსკენ - ეს არის ამ ტექნიკის მთელი საიდუმლო.
ეს, ერთი შეხედვით უჩვეულო მიდგომა არა მხოლოდ საწოლიდან ადგომაში დაგეხმარებათ, არამედ ფიზიკური და ემოციური გამოჯანმრთელების პროცესსაც შეუწყობს ხელს.

მელ რობინსი ამ მეთოდს „სომატურ პრაქტიკას“ უწოდებს, რომელიც ფსიქოლოგიური ტრავმის განკურნებას ისახავს მიზნად. ავტორის თქმით, მას შეუძლია სხეულის გათავისუფლება ნეგატიური ემოციებისა და დაგროვილი სტრესისგან.
ის ამტკიცებს, რომ ამ ტექნიკის რეგულარული გამოყენება მას დილის შფოთვასა და დაღლილობასთან გამკლავებაში დაეხმარა, ასევე, იგრძნო მზაობა ახალი გამოწვევებისთვის, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ელოდება.
თემები: დილით ადრე ადგომა, დილა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია