სტილი

საშინაო ტანსაცმელი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ

საშინაო ტანსაცმელი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ

ჩვენ ვცდილობთ ლამაზად და მოხდენილად გვეცვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგრამ ის, თუ როგორ გვაცვია სახლში და როგორ სამოსს ვანიჭებთ უპირატესობას, ბევრს ამბობს ჩვენზე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ შეცდომებზე, რომლებსაც ყველა უშვებს და გიზიარებთ რჩევებს მათ გამოსასწორებლად.

თუ თქვენ აცხადებთ, რომ კარგი გემოვნება გაქვთ, ან სულ მცირე, ცდილობთ თვალყური ადევნოთ მოდას, მაშინ უნდა დაიცვათ მოდის ელემენტარული ტენდენციები ყველგან: ქუჩაში, სამსახურში, წვეულებებზე და, რა თქმა უნდა, სახლში.
სახლში ყოფნისას მაქსიმალურად მოდუნებული ვართ და ვცდილობთ ჩავიცვათ კომფორტული ტანსაცმელი, მაგრამ სახლის იერსახის არჩევისასაც არის პუნქტები, რომლებზეც ყურადღების მიქცევა ნამდვილად ღირს, რადგან მოდურობა და მიმზიდველობა არც სახლში გვაწყენს არსებობს რამდენიმე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა სახლის იერსახის შექმნისას:

გაცვეთილი სამოსის ტარება სახლში

ბევრს ჰგონია, რომ ნახმარი ტანსაცმელი სახლისთვის გამოდგება, მაგრამ გარეთ გასვლისას მათი ჩაცმა უხერხულია. მართლაც, ზოგიერთი ჯინსი და ნაქსოვი სვიტერი შეიძლება გადავიდეს მოდიდან, მაგრამ ისინი შეიძლება გამოსადეგი იყოს სახლში, თუმცა ზოგადად, გაცვეთილი ნივთები არ არის ესთეტიკურად სასიამოვნო, ის ხდება მოსაწყენი და კარგავს სიამოვნების მინიჭების და განწყობის ამაღლების უნარს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია სახლში.

ძვირიანი სახლის სამოსი

რა თქმა უნდა, თუ სახლში ჩაიცვამთ მოდის ბუტიკებში არჩეულ სამოსს, ეს საკმაოდ ძვირი დაჯდება და ფულის სრულიად გაუმართლებელი ფლანგვაც იქნება, მაგრამ თუ იცით, სად ჯობია სახლის სამოსის შეძენა, მაშინ შეგიძლიათ აირჩიოთ მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სამოსი ოჯახის ყველა წევრისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოირგოთ საოჯახო საქმეების კეთებისას, გასეირნებისას, თუ ოჯახური საღამოების დროს.

ბუნებრივი ქსოვილის სამოსი

რადგან სახლში კომფორტულად უნდა იყოთ, კანი უნდა სუნთქავდეს, ეს კი ყველაზე კარგად  ნატურალურ ქსოვილებს შეუძლიათ, ის ჰიპოალერგიული და ანტისეპტიკურია. მეორეს მხრივ ასეთი ქსოვილისგან დამზადებული სამოსი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, ის ვერ იტანს სარეცხ მანქანაში ხშირ რეცხვას და დიდი ხანი მზეზე გაშრობას, ამიტომ უმჯობესია, სახლის ტანსაცმელი დამზადებული იყოს მცირედი სინთეტიკური ბოჭკოს დამატებით, რაც არ იმოქმედებს ნივთის დადებით თვისებებზე, მაგრამ შემატებს პროდუქტს ელასტიკურობას და სიმტკიცეს.

კენგურუს პიჟამა

მხიარული კენგურუმის პიჟამა ძალიან მიმზიდველად და სახალისოდ გამოიყურება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 18 წლამდე ხართ. ამ ასაკის შემდეგ, ასეთ ტანსაცმელში, სულ მცირე, უცნაურად და ცოტათი სულელურადაც კი გამოჩნდებით.

ხალათი

ქალების უმეტესობას უყვარს ხალათები, განსაკუთრებით ფუმფულა და ბეწვიანი, რადგან თბილი და მყუდროა, მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო მიმზიდველობასთან. ასეთი ხალათი შეიძლება ჩაიცვათ მხოლოდ სარკის წინ ჯდომისას, მაკიაჟის და თმის ვარცხნილობის გაკეთებისას. თუ ძალიან გინდათ ხალათის ტარება, უმჯობესია ატაროთ ატლასის ან აბრეშუმის მასალის, ის ბევრად დახვეწილად და სასიამოვნოდ გამოიყურება.

სპორტული კოსტიუმი

სპორტული კოსტიუმი შესანიშნავია სახლისთვის, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ატარებთ სპორტდარბაზში. სპორტული კოსტიუმის არჩევისას ეცადეთ აირჩიოთ ისეთი, რომელიც თქვენს სხეულს შეეფერება და ქალურობას გაუსვამს ხაზს.

უფორმო კომბინეზონი

უფორმო, ფართო კომბინეზონი ძალიან კომფორტულია, მაგრამ ის ქალს უსქესო, ბუნდოვან არსებად აქცევს. გვერწმუნეთ, მამაკაცებს ნამდვილად არ მოსწონთ ქალის გარდერობის ეს ელემენტი, ბევრს ის კარლსონის მულტფილმს ახსენებს.
უკვე გასაყიდად წარმოდგენილია კომბინეზონის ათასგვარი ვერსია და თუ მაინცდამაინც მის ჩაცმას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ზემოდან შეუხამოთ იგივე ფაქტურის და სტილის ჰუდი, ან რამე დიდი ზომის ბლუზა.