ტესტი: აირჩიეთ პომადის ფერი და გაარკვიეთ თქვენი სექსუალური ტემპერამენტი
- 01.10.2024
სექსუალური ტემპერამენტი ჩვეულებრივ ეხება სექსუალური მოთხოვნილებების გამოხატვის ხარისხს. სექსის მოთხოვნილება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, თუმცა ამას ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს.
სექსუალური ტემპერამენტის ცოდნა გვეხმარება უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი და სურვილები. სექსუალური ტემპერამენტების შეუთავსებლობა ხომ ხშირად ხდება კონფლიქტების მიზეზი, რაც იწვევს დაშლას.
სექსუალური ტემპერამენტის დადგენა შესაძლებელია გარკვეული სამედიცინო ცხრილებისა და ტესტების გამოყენებით. თუმცა, ჩვენ გთავაზობთ ამის გაკეთებას უფრო საინტერესო და არატრადიციული გზით - პომადის არჩევით.
ფაქტია, რომ ფსიქოლოგები უკვე დიდი ხანია სწავლობენ ფერებს და მათ გავლენას ადამიანზე. ჩვენი ქვეცნობიერი პრეფერენციები გარკვეულ ფერებში შეიძლება ბევრ რამეს ამბობდეს ჩვენს პიროვნებაზე, ხასიათზე და სექსუალურ ტემპერამენტზეც კი.
წითელი
მაღალი სექსუალური ტემპერამენტი
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ გაქვთ მაღალი სექსუალური კომპეტენცია. შესაძლოა სექსის საჭიროება დღეში 7-9-ჯერ გაგიჩნდეთ და გახსოვდეთ, ეს არის აბსოლუტური ნორმა. ჰარმონიული ურთიერთობის ასაშენებლად გჭირდებათ პარტნიორი, რომლის სექსუალური მოთხოვნილებები ემთხვევა თქვენსას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც და თქვენი პარტნიორიც სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდებით.
ატმისფერი
საშუალო სექსუალური ტემპერამენტი
თქვენ შეიძლება კვირაში 2-3-ჯერ სექსის საჭიროება იგრძნოთ და გახსოვდეთ, ესეც არის აბსოლუტური ნორმა. ჰარმონიული ურთიერთობის ასაშენებლად გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც თქვენზე მეტი სექსუალური მოთხოვნილებებით იქნება წარმოდგენილი და შეავსებს თქვენს ტემპერამენტს.
მუქი შინდისფერი
მაღალი სექსუალური ტემპერამენტი
თქვენ გაქვთ მაღალი სექსუალური მოთხოვნილებები. შესაძლოა სექსის საჭიროება დღეში 7-9-ჯერ გაგიჩნდეთ. ჰარმონიული და საინტერესო ურთიერთობის ასაშენებლად გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც თქვენს თამასას არა თუ დაწევს, პირიქით, უმაღლეს ზენიტში აიყვანს.
ვარდისფერი
სუსტი სექსუალური ტემპერამენტი
თქვენ შედარებით დაბალი სექსუალური ტემპერამენტი და მოთხოვნილებები გაქვთ. შესაძლოა სექსით დაკავდეთ კვირაში ერთხელ ან უფრო ნაკლებადაც. თქვენ ვერ შეეგუებით ისეთ პარტნიორს, რომელსაც მოზღვავებული სექსუალური ტემპერამენტი და ლიბიდო აქვს, ამიტომ სანამ ვინმესთან საქმეს დაიჭერთ, გულწრფელად ისაუბრეთ თქვენს სექსუალურ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე.
შავი ფერი
სუსტი სექსუალური ტემპერამენტი
თქვენ შეიძლება იგრძნოთ სექსის საჭიროება დაახლოებით 3-4 კვირაში ერთხელ ან კიდევ უფრო დიდი ინტერვალით. გახსოვდეთ, ეს აბსოლუტური ნორმაა, რადგან თქვენ ასეთი ტემპერამენტით ხართ დაბადებული; თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სექსი არ არის, თქვენ სხვა უფრო მაღალი ღირებულებები გაქვთ და პარტნიორულ ურთიერთობაშიც სექსზე მაღლა დგახართ.
ნარინჯისფერი
საშუალო სექსუალური ტემპერამენტი
თქვენ შეიძლება კვირაში 2-3-ჯერ სექსის საჭიროება იგრძნოთ. ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობის დასამყარებლად გჭირდებათ პარტნიორი, რომლის სექსუალური მოთხოვნილებები თქვენი მოთხოვნილებების მსგავსი იქნება და შეავსებს თქვენს როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ მოთხოვნილებებს.
თემები: პომადა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია