LIFE

როგორ მოვიქცეთ როცა სამსახურში პრობლემები გვაქვს - 7 ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად

როგორ მოვიქცეთ როცა სამსახურში პრობლემები გვაქვს - 7 ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად

თანამედროვე ეპოქა დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ადამიანს. ცხოვრების სწრაფი რიტმი, გაზრდილი მოთხოვნები და მაღალი კონკურენცია გვაიძულებს მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, განვვითარდეთ, აღმოვაჩინოთ ან, სულაც, გამოვიმუშაოთ უნარები, რომლებიც კონკურენტუნარიანს გაგვხდის და წარმატებისკენ გვიბიძგებს.

წარმატების მიღწევა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება კი ყველა ადამიანის ოცნებაა, თუმცა ეს არც ისე მარტივია, ზოგჯერ გრძნობთ, რომ თქვენი კარიერა ჩიხშია, ხედავთ, რომ ყველა თქვენი კლასელი უკვე მენეჯერია და თქვენ კი ისევ რიგითი სპეციალისტი ხართ, ან, მაგალითად, ხვდებით, რომ თქვენი საქმე ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა, ან იქნებ თქვენი შემოსავალი დიდი ხანია არ გაზრდილა?

გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ დაძლიოთ კარიერული კრიზისი და როგორ გაზარდოთ შემოსავალი.

9 მიზეზი, რის გამოც თქვენი კარიერა კრიზისშია

არ ვითარდებით, თქვენი ცოდნა და გამოცდილება მოძველებულია

არ ესწრებით სპეციალიზებულ კონფერენციებს
არ ხართ მზად მეტი პასუხისმგებლობისთვის

მენეჯერის წინადადებას, დამატებითი ამოცანების შესახებ ნეგატიურად ხვდებით

რეგულარულად ერთი და იგივე შეცდომას უშვებთ, რაც თქვენს სისუსტეზე მიუთითებს

უფროსს წარმოდგენა არ აქვს, რომ ამბიციური ხართ და გსურთ პროფესიული ზრდა



კომპანიაში მხოლოდ ის თანამშრომლები აღწევენ წარმატებას, რომლებიც ახლოს არ არიან ხელმძღვანელობასთან

არ საუბრობთ მიღწევებზე და არ გამოდიხართ ახალი იდეებით, მაგრამ თუ რაიმეს დაგავალებენ, ამას კეთილსინდისიერად ასრულებთ

არ იცით, როგორ მიიწევს თქვენი კომპანია წინ (არადა შეიძლება თქვენს კომპანიას ჰქონდეს საკუთარი რეგულაციები თანამშრომელთა კარიერული ზრდისთვის)

როგორ დავძლიოთ კარიერული კრიზისი?

გაიარეთ კონსულტაცია კარიერის კონსულტანტთან, ან გააკეთეთ საკუთარი ანალიზი და შეხედეთ თქვენს სისუსტეებს, გაიგეთ რა შესაძლებლობებს იძლევა თქვენი ძლიერი მხარეები

გაესაუბრეთ ხელმძღვანელს, უფროსებმა კარგად იციან თანამშრომლების ძლიერი მხარეები და ზრდის სფეროები

ისაუბრეთ თქვენს ამბიციებზე, იმაზე, რომ გსურთ განვითარება და ახალი სამუშაო გამოწვევები

შეადგინეთ თქვენი კარიერის გეგმა

ესაუბრეთ კომპანიის HR-ს, ჰკითხეთ მას კომპანიის შიგნით ზრდის შესაძლებლობებზე

აიღეთ პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის ან თქვენი უნარების წარმოსაჩენად

იპოვეთ სწორი ტრენინგები და იფიქრეთ განვითარებაზე

გამოდით კომფორტის ზონიდან და გადაწყვიტეთ მკვეთრი ცვლილებები



სთხოვეთ თქვენს მენეჯერს დაწინაურება, ან პოზიციის შეცვლა, თუ უარი მიიღეთ, დაიწყეთ ახალი სამუშაოს ძებნა სხვა კომპანიაში, მაგრამ უფრო მაღალ თანამდებობაზე

ჩამოწერეთ თქვენი უნარები რეზიუმეში, რათა მომავალმა დამსაქმებელმა დაინახოს თქვენი პოტენციალი

და ბოლოს, თუ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში არ არის ზრდის შესაძლებლობები, ეს არ უნდა გახდეს თქვენი კარიერის შემაჩერებელი ფაქტორი, არასოდეს გაჩერდეთ!
თეგები: კარიერა/საკუთარ თავზე მუშაობა