კულინარია

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება, ორგანოების გაწმენდა და გაჯანსაღება გსურთ, გთავაზობთ მარტივ გზას.

ქვემოთ შემოთავაზებული სასწაულმოქმედი სასმელების საშუალებით დაჩქარდება მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა, შედეგად, თქვენი სხეული დაწვავს ცხიმებს და ძალიან მარტივად, მუდამ ტონუსში იქნებით.

1. პიტნის მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი არის ძირითადი ინგრედიენტი სხეულის ოპტიმიზაციისთვის, ხოლო პიტნა და ლიმონი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

მომზადების წესი:

7 ჭიქა მწვანე ჩაი ჩაასხით ჭურჭელში, დაუმატეთ პიტნის მწვანე ფოთლები(პიტნა არ უნდა იყოს გამხმარი) და ორი ნაჭერი ლიმონი.

ჭურჭელი მოათავსეთ მაცივარში კვირას საღამოს და ორშაბათს დილიდან დაიწყეთ დალევა. დალიეთ ყოველ დღე ერთი ჭიქა. გადაანაწილეთ სასმელი ერთ კვირაზე.

2. მარწყვის ბლანტი სასმელი

ეს სასმელი გასაღებია თქვენი კუნთების გაძლიერების, რომლებიც მოიხმარენ მეტ ცილებს. ზრდის ცილების რაოდენობას ორგანიზმში. მარწყვი ააქტიურებს მეტაბოლიზმს,

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

მომზადების წესი:

ჩაყარეთ ბლენდერში - ნახევარი ლიტრი რძე, ერთი ჭიქა მარწყვი, ნახევარი ჭიქა შვრია, ერთი ჭიქა მსუბუქი, ნატურალური იოგურტი.

დააბლენდერეთ და ისიამოვნეთ სასარგებლო და გემრიელი საკვებით.

3. ხილის ბლანტი სასმელი

ეს სასმელი უგემრიელესია, რადგან შეიცავს ხილის ასორტს. მთავარი ინგედიენტი არის გრეიფრუტი, რომელიც სასარგებლოა ცხიმების დაწვისთვის.

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

მომზადების წესი:

ბლენდერში მოათავსეთ 2 გრეიფრუტი, ორი ნაჭერი ანანასი, 1 ჭიქა ჟოლო და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი.

დააბლენდერეთ და გემრიელი სასმელი მზად არის.

4. ვაშლის სასმელი

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

ბლენდერში მოათავსეთ ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი, ნაჭრებად დაჭრილი ერთი ცალი ვაშლი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარი ჭიქა ნუში, დარიჩინი, ნახევარი ლიტრი რძე. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და თქვენი ჯანმრთელობის სასმელი მზადაა.

5. სანელებლების ნაყენი

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

მწვანე ჩაის ნაყენს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ძალიან ბევრი თვისება აქვს. მწვანე ჩაი, წიწაკა და დარიჩინი აჩქარებს მეტაბოლიზმს, თაფლი კი, ასუფთავებს თქვენს სხეულს.

მოამზადეთ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, დაუმატეთ ცოტა თაფლი, დაუმატეთ მცირეოდენი პილპილი(იმაზე ცოტა ვიდრე თაფლი), დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი დარიჩინი.

6. შოკოლადის სასმელი

ეს სასმელი არის საუკეთესო, თუ გსურთ რომ გაზარდოთ ორგანიზმში ცილების რაოდენობა. სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ ყოველ საათში.

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

მომზადების წესი:

ბლენდერში მოათავსეთ შოკოლადი, ან კაკაოს ფხვნილი შაქრის გარეშე, დაუმატეთ ნახევარი ლიტრი რძე, ნახევარი ჭიქა შვრია, ჭიქის მეოთხედი ამარანტი. ნახევარი სუფრის კოვზი ყავა, ცოტაოდენი თაფლი, თქვენი გემოვნების მიხედვით. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და ისიამოვნეთ - ის ძალიან გემრიელია.

7-8. სხვა სასმელები, რომლებიც აჩქარებენ მეტაბოლიზმს

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ

ქოქოსის წყალი, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ ქოქოსიდან მიირთვათ, ასევე შავი ყავა, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და იწვევს ცხიმების სწრაფად დაწვას.

8 სასწაულმოქმედი სასმელი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად - იმისთვის, რომ მუდმივად ტონუსში იყოთ



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>