მშობლები

განქორწინების შემდეგ ნუ მოიხსენიებთ აუგად შვილთან მეორე მშობელს

განქორწინების შემდეგ ნუ მოიხსენიებთ აუგად შვილთან მეორე მშობელს

განქორწინებას აპირებთ? არ აქვს მნიშვნელობა რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება. ფაქტი ერთია: პრობლემა, რომელიც თქვენ და თქვენს მეუღლეს შორის გაჩნდა, აუცილებლად გაგრძელდება. 

განქორწინებს პროცესი უსასრულოდ რთულდება და იწელება მაშინ, როცა პარტნიორებს ერთმანეთთან შვილები აკავშირებთ. ასეთ შემთხვევებში, არსებითად, არ არსებობს "სამუდამოდ დაშორების" ცნება, რადგან ორივე მშობელი იაზრებს პასუხისმგებლობას საკუთარი შვილების მიმართ. სწორედ ამ დროს იწყება გაუთავებელი კონფლიქტები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და გრაფიკთან, ცხოვრებაც თვალსა და ხელს შუა იცვლება ისე, როგორც არავინ ელოდა. 

განქორწინების შემდეგ ნუ მოიხსენიებთ აუგად შვილთან მეორე მშობელს

თუმცა, დაფიქრება გმართებთ იმაზეც, რომ თუ თქვენ და თქვენი ყოფილი მეუღლე შეთანხმდებით და შეძლებთ მოლაპარაკებას, მზად ხართ კომპრომისებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობის გაგრძელება კვლავ მოგიწევთ. 

ამის სურვილი შესაძლოა, არცერთს არ გაგაჩნდეთ, თუმცა, ბუნებრივია, აქაც შვილის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა იმარჯვებს. ტყუილად არ ამბობენ, რომ იყო მშობელი, ნიშნავს, გქონდეს ყველაზე რთული პროფესია სამყაროში. განქორწინების შემდეგ, ორივე მხარეს, როგორც დედას, ასევე მამას, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ცხოვრება უწევთ. რომ აღარაფერი ვთქვათ შვილზე.

წარმოგიდგენიათ რამდენად რთულია იმ ადამიანთან შეთანხმებით მოქმედება, შვილის ერთობლივად აღზრდის გაგრძელება, რომელთანაც აღარ გსურთ რაიმე გაკავშირებდეთ? ბუნებრივია, ძალიან რთულია. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ თქვენი ყოფილი მეუღლე - თქვენი შვილის მეორე მშობელი - შეგნებულად უარს ამბობს მშობლის სტატუსზე და თავიდან ირიდებს ყველა პასუხისმგებლობას, რაც ოჯახთან და შვილთან აკავშირებს. სწორედ ასეთ შემთხვევებში იჩენს თავს ისეთი გარემოებები, რომელშიც ერთი მშობელი გამუდმებით გმობს და აუგად მოიხსენიებს შვილთან მეორეს. გასაგებია, რომ სიბრაზე ბუნებრივად ჩნდება იმ დიდი პასუხისმგებლობის მარტო, საკუთარ თავზე აღების შემდეგ, თუმცა, იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ შვილს აქვს არჩევანის თავისუფლება, თავად განსაზღვროს სურს თუ არა მეორე მშობელთან კომუნიკაცია და ურთიერთობა.

განქორწინების შემდეგ ნუ მოიხსენიებთ აუგად შვილთან მეორე მშობელს

ბავშვები სულაც არ არიან იმდენად სულელი არსებები, რომ ვერ განსაზღვრონ და დაინახონ რომელი მშობელი არ იშურებს ძალისხმევას მათი კეთილდღეობისთვის, არც იმის დანახვა გაუჭირდებათ, რომელმა მშობელმა აარიდა თავი პასუხისმგებლობებს. ასე რომ, იყავით გონიერი მშობელი და გახსოვდეთ, რომ საკუთარ შვილთან, მის მამაზე საშინელი ისტორიების თხრობა, გამართლებული ქმედება არ არის. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის TREND. გთავაზობთ რამდენიმე გარემოებას, რომლის გამოც შვილთან მეორე მშობლის აუგად მოხსენიებისგან თავი უნდა შეიკავოთ:

1. ცვლილებები რთულია

განქორწინების შემდეგ ნუ მოიხსენიებთ აუგად შვილთან მეორე მშობელს

ყველა სახის ურთიერთობაში, განშორებებს ცვლილებები მოაქვს. ეს ცვლილებები რთულია არა მხოლოდ მშობლისთვის, არამედ შვილებისთვისაც, რომლებიც, ხშირად, მარტონი ებრძვიან მათ. ბავშვების შემთხვევაში, საკმაოდ რთულია ახალ გარემოსთან შეგუება. იქნება ეს ახალი სახლი, სკოლა თუ უბრალოდ, რომელიმე მშობლის გარეშე ცხოვრება. ბავშვის თანდასწრებით გამუდმებული ჩხუბი იმაზე, თუ რა საშინელი მამა ჰყავს, უმძაფრებს მათ დაუცველობისა და დაბნეულობის განცდას. 

ჩვენი შვილებისთვის, ჩვენ, სასურველია მაგალითები და ავტორიტეტები ვიყოთ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, მთელი ძალით გავუმკლავდეთ იმ დისკომფორტს, რომელიც მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა შეგვიქმნა. ბავშვებს კარგად ამახსოვრდებათ მომენტები, როცა მშობლები მათი თანდასწრებით "კვამლს უშვებენ". 

2. რეალური ფაქტების მიღება უნდა ისწავლოთ

განქორწინების შემდეგ ნუ მოიხსენიებთ აუგად შვილთან მეორე მშობელს

შვილები კონკრეტულ ასაკში აცნობიერებენ, რომ ორივე მშობელთან ძალიან ბევრი აკავშირებთ. ისინი აცნობიერებენ მათ ბიოლოგიურ კავშირს და მშობლებთან მსგავსებასაც. შესაბამისად, მოერიდეთ მათი თანდასწრებით, შეაფასოთ თქვენი ყოფილი მეუღლე, როგორც მოღალატე, მატყუარა და ა.შ. ნუ შეადარებთ გაბრაზებულზე შვილებს მამას უარყოფით კონტექსტში. მიიღეთ ცხოვრებისეული, რეალური ფაქტები და ეცადეთ, აღზარდოთ შვილი ღირსეულად. 

3. ბავშვები ვერ გაგიწევენ ემოციურ მხარდაჭერას

განქორწინების შემდეგ ნუ მოიხსენიებთ აუგად შვილთან მეორე მშობელს

ძალიან ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ მეტი სიცხადისთვის, მათთან აუცილებლად უნდა განიხილონ განშორების დეტალები. ამიტომ გაუთავებლად ყვებიან, რა დააშავეს, როგორ ატკინეს გული ერთმანეთს და რა მოხდა მათ ცხოვრებაში. მშობლის ეს გულახდილობა, შვილისგან მხარდაჭერის მოპოვების სურვილით განპირობებული ან რაიმე სხვა მიზეზით, ძალიან აფერხებს ბავშვების განვითარებას. გახსოვდეთ, ამით თავს ვერც თავად იგრძნობთ კარგად და შესაძლოა ძალიან დიდი ტრავმაც უწილადოთ შვილებს. ეძებეთ მხარდაჭერა მეგობრებთან, ოჯახთან და იმ ზრდასრულ ადამიანებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ დაგიდგნენ გვერდით. 



health.usnews.com