LIFE

Wizz Air განაგრძობს დაბადების დღის აღნიშვნას განახლებული შეთავაზებით  – 21%-მდე ფასდაკლება ყველა ავიაბილეთზე

Wizz Air განაგრძობს დაბადების დღის აღნიშვნას განახლებული შეთავაზებით  – 21%-მდე ფასდაკლება ყველა ავიაბილეთზე

ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, Wizz Air, განაგრძობს დაბადების დღის აღნიშვნას განახლებული შეთავაზებით: 19 და 20 მაისს, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ 21%-მდე ფასდაკლებით ყველა ავიარეისზე, მოგზაურობის პერიოდთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე. შეთავაზების ფარგლებში, ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია როგორც Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, ისე WIZZ-ის აპლიკაციაში.

ფასდაკლება ვრცელდება ავიაკომპანიის მთელ ქსელზე – 800-ზე მეტ მარშრუტზე, რომელიც თითქმის 200 მიმართულებას აკავშირებს 50-ზე მეტ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wizz Air-ის მიზანს, შესთავაზოს მომხმარებლებს ხელმისაწვდომი და პერსონალიზებული სამოგზაურო გამოცდილება.

განახლებული აქცია პირველი შეთავაზების (16–18 მაისი) გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ხელმისაწვდომი გახდა 1 მილიონზე მეტი ბილეთის შეძენა 69 ლარამდე ღირებულებით. აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ავიაკომპანიის ერთგულებას თავისი მგზავრების მიმართ.

2004 წელს კატოვიცედან ლონდონის მიმართულებით შესრულებული პირველი რეისის შემდეგ, Wizz Air-მა უკვე 437.7 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და განაგრძობს ზრდას – დღეს კომპანიას აქვს 33 ბაზა, ფლობს 232 ერთეულ საჰაერო ხომალდს და მისი ფლოტის საშუალო ასაკი მხოლოდ 4.66 წელია, რაც ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი მაჩვენებელია.
აღნიშნული აქცია ასევე გამოხატავს კომპანიის "Customer First Compass" ინიციატივას, რომელიც ავიაკომპანიის საქმიანობას ოთხ ძირითად კომპონენტზე აყალიბებს:

პროდუქტი, ფასი, მომსახურება და კომუნიკაცია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი €14 მილიარდი ინვესტიციით, Wizz Air ქმნის მომავალს, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე – უზრუნველყოფს დაბალ ფასებს, მაქსიმალურად კომფორტულ მოგზაურობასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას ყოველ ნაბიჯზე.

„ჩვენთვის დაბადების დღე მხოლოდ ჩვენი წარმატების აღნიშვნას არ უკავშირდება – ეს მადლიერების გამოხატვაა იმ მილიონობით მგზავრის მიმართ, ვინც Wizz Air-ს ენდობა.  ეს დაბადების დღე თქვენ გეძღვნებათ – ჩვენს მგზავრებს. მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტი თქვენგანის მიღებას ბორტზე,“ – განაცხადა Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერმა, სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ.

საქართველოში Wizz Air-ი 25-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს ისევე როგორც ქუთაისიდან, ასევე ქუთაისის მიმართულებით, რაც კომპანიის რეგიონისადმი ერთგულებას ადასტურებს. ოპერაციების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ უკვე 7 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და ამჟამად ქუთაისში 4 ბაზირებული ხომალდით ოპერირებს. 2025 წლის ზაფხულის განრიგი უფრო მრავალფეროვან მიმართულებებსა და ფრენების გაზრდილ სიხშირეს მოიცავს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მადრიდი, ჰამბურგი, ლიონი და სხვა.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს.

Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.