ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს უჭირთ თავის გატანა, არის ის, რომ არ იციან, სინამდვილეში რამდენს ხარჯავენ. ძირითადად, როდესაც ყურადღებას არ აქცევთ ხარჯებს, შეიძლება ფულის დაზოგვის ნაცვლად ფულის ფლანგვის ჩვევა ჩამოგიყალიბდეთ.
ფინანსური ექსპერტის თანახმად, არსებობს 5 აუცილებელი ჩვევა, რომელსაც შეუძლია დანაზოგის გაკეთება და დროთა განმავლობაში დიდი ფინანსური მოგების მოტანა.
ყოველდღიურად აკონტროლეთ საბანკო ანგარიშები
ჩვენ ხშირად არ ვაკვირდებით, რამდენს ვხარჯავთ ყოველდღიურად; ვერასდროს ვხვდებით, რამდენად სწრაფად გროვდება ხარჯები. ყოველდღიურად რამდენიმე წუთით თქვენი საბანკო ანგარიშისა და საკრედიტო ბარათის ბალანსის გადახედვა ფინანსურ რეალობასთან კავშირს გინარჩუნებთ.
თუ ანგარიშებს რეგულარულად არ ამოწმებთ, შესაძლოა ხარჯები გაგექცეთ, მაგრამ თუ ბალანსს რეალურად ხედავთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმპულსური შესყიდვები განახორციელოთ, ან დაივიწყოთ გადასახადები.
„ქეშბექ“ თანხები შემნახველ ანგარიშზე ჩარიცხეთ
თუ ნამდვილად გსურთ თქვენი ფინანსური კეთილდღეობის გაზრდა, გაუკეთეთ საკუთარ თავს სიკეთე და დაბრუნებული („ქეშბექ“) თანხა შემნახველ ანგარიშზე გადაიტანეთ - ეს თანხა ხომ ისედაც უნდა დაგეხარჯათ?
ჩამოწერეთ ერთი კვირის ხარჯი
ადამიანები, ვინც არ აკონტროლებენ ხარჯებს, ფიქრობენ, რომ ბევრს არ ხარჯავენ. თუმცა, თუ რეალურად ჩაიწერთ ყველა ხარჯს, ეს თქვენს წარმოდგენას რადიკალურად შეცვლის.
ვერასდროს მიაღწევთ ფინანსურ მიზნებს, თუ არ გეცოდინებათ, რამდენს ხარჯავთ ყოველ კვირას, ამიტომ ხარჯების სამართავად ძალიან კარგი სტრატეგიაა მისი ჩამოწერა და მერე ყურადღებით გაანალიზება.
გაისეირნეთ, თუ ონლაინ შოპინგის სურვილი გაგიჩნდათ
ფულის დახარჯვა გაცილებით ადვილია, როდესაც შეკვეთის გასაფორმებლად მხოლოდ ღილაკზე დაჭერაა საკმარისი. ეს ქმნის შეგრძნებას, თითქოს ფული რეალური არ არის, რადგან ის ფიზიკურად არ ტოვებს თქვენს საფულეს.
თუ ფულის დაზოგვას ცდილობთ და ონლაინ შოპინგის სურვილი გაგიჩნდათ, სცადეთ ისეთი რამით დაკავდეთ, რაც თანხას არ მოითხოვს, მაგალითად, გაისეირნეთ ბუნებაში.
შემნახველ ანგარიშზე კონკრეტული ფინანსური მიზანი მიუთითეთ
იქნება ეს საკრედიტო ბარათის დაფარვა თუ თანხის დაზოგვა საოცნებო მოგზაურობისთვის, ყველა ფინანსური მიზნის წერილობითი შეხსენება მათ მიღწევას გაგიადვილებთ. ეს იქნება მოტივატორი და შეიძლება ასე ჟღერდეს: „მოგზაურობა საფრანგეთში“, „გადაუდებელი ვალდებულება“ - ასე ჩამოწერილი ფინანსური მიზნები გიბიძგებთ, გაიხსენოთ ზუსტად რატომ ზოგავთ.
ეს შეხსენებაა იმისა, რომ თქვენი ფული უბრალოდ ანგარიშზე არ დევს, ის მუშაობს იმისთვის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
თემები: ფინანსები, ფულის დაზოგვა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია