LIFE

გაასუფთავეთ სახლი ზედმეტი ნივთებისგან და გააუმჯობესეთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა

გაასუფთავეთ სახლი ზედმეტი ნივთებისგან და გააუმჯობესეთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა

გაზაფხული ის დროა, როცა მზიან ამინდებთან ერთად სახლის დიდი დასუფთავების ხალისი და მოტივაცია გვიბრუნდება.

ოდესმე გსმენიათ რა კავშირში აქვს გაზაფხულის დასუფთავებას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან?
დიახ, სახლისა და სამუშაო სივრცის დალაგებას შეიძლება დიდი სარგებელი ჰქონდეს თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. სუფთა, მოწესრიგებულ სივრცეში მუშაობა ასევე ქმნის სიმშვიდისა და კეთილდღეობის განცდას.

ამერიკაში, 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც საკუთარ სახლებს ნეგატიურად აღწერდნენ, როგორც დაუმთავრებელს და არეულ-დარეულს, სტრესის ჰორმონების უფრო მაღალი დონე ჰქონდათ.

უსარგებლო ნივთებზე დამოკიდებულებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიზნების მიღწევაში ან სამუშაოს შესრულებაში.

ამავდროულად სუფთა, ორგანიზებულ სივრცეში ცხოვრება და მუშაობა საშუალებას გაძლევთ დააფასოთ ის, რაც გაქვთ.

ასე რომ, თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, აქ მოცემულია 4 რჩევა არეულობის მოშორებისა და ორგანიზებული და სუფთა სივრცისთვის.

დაალაგეთ კარადები

სავარაუდოდ, დიდი ხანია ინახავთ ტანსაცმელს, რომელსაც, ფიქრობთ, როდისმე ჩაიცვამთ, მაგრამ მას არასდროს ჩაიცვამთ.

კარგი წესია, მოიშოროთ ყველაფერი, რაც ერთი წელია არ ჩაგიცვამთ ან რაც არაკომფორტულია, ან თქვენს სტილს არ შეესაბამება.

20 წლის წინანდელი ტანსაცმლის შენახვა იმ იმედით, რომ 5 კილოს დაიკლებთ, კარგი იდეა არ არის. 5 კილოს დაკლების შემდეგ შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი და მოდური ტანსაცმელი!

თუ ნამდვილად არ შეგიძლიათ პატარა ზომის ტანსაცმელს დაშორდეთ, აირჩიეთ ერთი წყვილი შარვალი ან ზედა, რომელიც გიყვართ და მარადიულია, დანარჩენი კი გააჩუქეთ.

კარადის დალაგების გარდა, ეს საშუალებას გაძლევთ, შეაფასოთ არსებული ნივთები და შემდეგ დაალაგოთ ნივთები სტილის, ფერის ან დანიშნულების მიხედვით - სამსახურის, ყოველდღიური თუ ელეგანტური.

დაიწყეთ ერთი ოთახით

გადახედეთ არის თუ არა ოთახში რამე, რაც აღარ ჯდება ოთახის დეკორთან ან სტილთან, შემდეგ, მოიშორეთ ისინი.

ინახავთ ნივთები, რომლებიც სინამდვილეში არ ჯდება თქვენს გემოვნებში, მაგრამ ისინი საჩუქრად მიიღეთ და გეუხერხულებათ მათი გაჩუქება?

გახსოვდეთ, ერთი ადამიანის ნაგავი მეორის საგანძურია. სავსებით ჯანსაღია იმ სენტიმენტალური ნივთების მოშორება, რომლებიც თქვენს სახლში უადგილოა.

შეინახეთ თქვენი შვილების ნივთების ნაწილი

შეიძლება საკუთარ თავს უთხრათ: „მჭირდება ჩემი შვილების ყველა ნამუშევარი, ნაწერი, ჯილდო და ა.შ. შევინახო“ - შვილების ნივთების დიდი გროვა გაქვთ იმ იმედით, რომ ოდესმე მათ გადახედავთ?
დროა დაიწყოთ მისი განხილვა და საუკეთესოს შერჩევა! აირჩიეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც მოგწონთ და ჩარჩოში ჩასვით.

დაალაგეთ ფოტოები

ისევ და ისევ, იგივე პრინციპით, გადახედეთ ძველ ფოტოებს, აირჩიეთ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ, ან ჩარჩოში ჩასვით, შეგიძლიათ შექმნათ ფოტოალბომები, რომლებიც შესანიშნავად დაამშვენებს თქვენს ყავის მაგიდას და მისაღებ ოთახს. თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ფოტოების გამოკვეთით, მათ უფრო მეტად დააფასებთ.

და ბოლოს, სამუშაო თუ საცხოვრებელი გარემოს დასუფთავება  შეიძლება რთულ ამოცანად მოგეჩვენოთ და ფეხი ითრიოთ, თუმცა, ამ 4 მარტივი რჩევით, საქმეს უფრო ორგანიზებულს და საინტერესოს გახდით.