ინგრედიენტები:
ცომი:
ფქვილი - 400 გ
კარაქი - 250 გ
კაკაოს ფხვნილი - 4 ს.კ.
შაქარი - 100 გ
შიგთავსი:
შაქარი - 150 გ
ხაჭო - 600 გ
კვერცხი - 4-5 ც.
არაჟანი - 200 მლ
სახამებელი - 2 ს.კ.
ვანილი
მომზადება:
1. აურიეთ ერთმანეთში დარბილებული კარაქი და შაქარი. დაამატეთ კაკაო, ფქვილი და კარგად აურიეთ ყველაფერი. მიიღებთ ფხვიერ მასას. ფორმას წაუსვით კარაქი ან ზეთი. გადაიღეთ მასში ფხვიერი მასის ნახევარი.
2. ბლენდერში ან მიქსერით ერთგვაროვან მასის მიღებამდე ათქვიფეთ შიგთავსისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი. ფორმაში ფხვიერ მასას დაამატეთ ხაჭოს შიგთავსი და გადაუსწორეთ ზედაპირი. ზემოდან ისევ დააყარეთ ფხვიერი ცომი.
3. შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით. როცა ნამცხვარი გაგრილდება, ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!
თემები: ჯანსაღი კვება, კულინარია, ტორტი, გემრიელი, დესერტი
<a href="http://coocook.me">http://coocook.me</a>